Media

Geworld-ი ფეისბუქზე რუსულენოვან წყაროებს აზიარებს

24 Sentyabr, 2019

ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიო” ფეისბუქ გვერდზე ანტი-დასავლური და კრემლის მხარდასაჭერი შინაარსის სტატიებს რუსულ ენაზე ავრცელებს და წყაროდ საეჭვო რუსულ გამოცემებს იმოწმებს. 19 სექტემბერს “საქართველო და მსოფლიომ” inforuss.info-ს zen.yandex.ru-სა და zavtra.ru-ს 3 სტატია შემდეგი გზავნილებით გააზიარა:

  1. ყირიმში განვითარებულ მოვლენები ანექსია არ ყოფილა;
  2. ევროპაში სამოქალაქო ომის საფრთხე არსებობს, რისთვისაც ისლამისტებს ამზადებენ;
  3. აშშ რუსეთთან საბრძოლველად უკრაინასა და პოლონეთს იყენებს.

მეტი დამაჯერებლობისთვის “საქართველოს და მსოფლიოს” მიერ გაზიარებული რუსული წყაროები კრემლის ნარატივებს ევროპელი აქტორების პირით ახმოვანებს. ყირიმის ანექსიას აღნიშნული წყაროების თანახმად, ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ლეგიტიმურად თვლის, ხოლო ევროპაში სამოქალაქო ომის საფრთხეზე და მასში ისლამისტების მონაწილეობაზე კი უსაფრთხოების სფეროს უნგრელი ექსპერტი საუბრობს. 

“საქართველოს და მსოფლიოს” გაზიარებული ციტატები

რუსულენოვანი წყაროები

2014 წელს ყირიმში განვითარებული მოვლენები არ შეიძლება განვმარტოთ როგორც “ანექსია”. ჰამბურგის უნივერსიტეტის, სამართლის ფილოსოფიის პროფესორი, რაინჰარდ მერკელი ამბობს, რომ ეს არ იყო “ტერიტორიების ძალისმიერი მიტაცება”, არამედ “სეცესია”, რაც ნიშნავს უკრაინისგან გამოყოფას და რაც მოხდა ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხის უმრავლესობის სურვილის შესაბამისად.

"

inforuss.info

ევროპის ზოგიერთ ადგილას სამოქალაქო ომის დაწყების ნიშნები უკვე არსებობს, რომელიც შესაძლოა კონტინენტზე შემოყვანილმა გაწვრთნილმა ისლამისტმა ბოევიკებმა დაიწყონ. აღნიშნულის შესახებ უნგრულ არხ M1-ზე განაცხადა უსაფრთხოების სფეროს ექსპერტმა და უნგრეთის ერთ-ერთი სპეცსამსახურის ოპერაციული განყოფილების ყოფილმა უფროსმა ფოლდი ლასლომ.

"

zavtra.ru

ჩვენ გაჩვენებთ მაგალითს თუ როგორ ოსტატურად იყენებენ ამერიკელები უკრაინასა და პოლონეთს თავიანთი ინტერესებისთვის. ერთი შეხედვით სუსტ კარტებს ვაშინგტონი ჭკვიანურად ათამაშებს და რუსეთისთვის შამათს ამზადებს. რუსეთს დიდი თანხის გაღება მოუწევს იმისათვის, რომ თამაშში წონიანი კოზირი მიიღოს და აშშ ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხოს. ჩვენ ევროკავშირის ბუნებრივი აირის ბაზარზე ვსაუბრობთ, სწორედ აქ თამაშდება ისტორიაში სავარაუდოდ ყველაზე დიდი და დრამატული პარტია.

"

zen.yandex.ru


""

"
 


საქართველოს და მსოფლიოს შესახებ

გაზეთ და ინტერნეტ-პორტალ „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს შპს ისტორიულ მემკვიდრეობა, რომლის 2009 წელს დაფუძნებას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. „ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. ისტორიული მემკვიდრეობის პარტნიორია ასევე პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტი“. ანტიდასავლური განწყობების გარდა, გამოცემა გამოირჩევა თურქოფობიით, რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით.

“მითების დეტექტორის” მიერ გამოქვეყნებული მასალები “საქართველოს და მსოფლიოს” დეზინფორმაციულ პუბლიკაციებზე იხილეთ ბმულზე: