Politics

ფეისბუქმა რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები გააუქმა

12 February, 2020

12 თებერვალს ფეისბუკმა კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებაში მხილებული 78 Facebook პროფილი, 11 გვერდი, 29 ჯგუფი და ინსტაგრამის 4 ანგარიში გააუქმა. როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, ამ ანგარიშებმა და ჯგუფებმა კომპანიის პოლიტიკა დაარღვიეს, რომელიც  სამთავრობო ან უცხოური ზეგავლენის ოპერაციებს ეხება. 

მითითებული ანაგრიშების, გვერდებისა და ჯგუფების აქტივობა სათავეს რუსეთში იღებდა და მიზანში ძირითადად უკრაინა და მისი მეზობელი ქვეყნები ჰყავდა ამოღებული. ადამიანები, რომლებიც ამ ოპერაციის უკან იდგენენ, თავს ადგილობრივებად ასაღებდნენ და ყალბი ანაგრიშების მეშვეობით მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, პოსტავდნენ და ტოვებდნენ კომენტარებს. ზოგი მათგანი პოზიციონირებდა როგორც ჟურნალისტი და რეგიონში მცხოვრებ ჟურნალისტებთან და საჯარო პირებთან კონტაქტში შესვლას ცდლობდა.

გვერდების ადმინისტრატორები და ყალბი ანგარიშების მფლობელები რუსულ, ინგლისურ და უკრაინულ ენაზე ადგილობრივ და პოლიტიკურ ამბებს აქვეყნებდნენ.

"

"

როგორც ფეისბუკის განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქსელის უკან მდგარი ადამიანები თავიანთი ვინაობისა და კოორდინირებული მოქმედების დამალვას ცდილობდნენ, კომპანიის მიერ ჩატარეული გამოძიება რუსეთის სამხედრო დაზვერვის კვალზე გავიდა.