რას აპროტესტებდნენ ბრაზილიაში – მშენებლობის ნელ ტემპს თუ კოვიდპანდემიას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

24
VIEWS

23 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინო ასათიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანმხლებ ტექსტში აღნიშნულია, რომ ბრაზილიის პარლამენტის წევრები ერთ-ერთ საავადმყოფოში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ 5 000 ინფიცირებული და 200 გარდაცვლილი ჰყავთ, თუმცა საავადმყოფო ცარიელი დახვდათ.

ვიდეოს პირველ ნაწილში მართლაც ჩანს რამდენიმე პირის მიერ საავადმყოფოში შეჭრის კადრები და საავადმყოფოს შიდა სივრცის კადრები, რომელშიც მხოლოდ სამედიცინო პერსონალია.

 ;
გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია და მცდარი აღწერით ვრცელდება, რადგან კადრებში ბრაზილიაში მდებარე ჯერ კიდევ მშენებარე საველე ჰოსპიტალი De Campanha São Gonçalo ჩანს. ვიდეოში პოლიტიკოსი პორტუგალიურად სწორედ იმის შესახებ საუბრობს, რომ საავადმყოფოს გახსნა შეფერხებულია და არა იმის შესახებ, რომ ჰოსპიტალი ცრუობს და მასში კოვიდპაციენტები არ არიან.

ვიდეოს გადამოწმების შემდეგ დადგინა, რომ კადრებში ბრაზილიაში მდებარე,  ჯერ კიდევ მშენებარე საველე ჰოსპიტალი De Campanha São Gonçalo ჩანს. ვიდეო factcheck.afp-მაც გადაამოწმა და დაადგინა, რომ გავრცელებული ვიდეოს კონტექსტი განსხვავებულია.

სოციალურ ქსელებში ვიდეოს უფრო ვრცელი 54 წუთიანი ვერსიაც იძებნება, რომელიც 2020 წლის 28 მაისს, პარლამენტში რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთი რაიონის წარმომადგენელმა, ფილიპე პუბელმა თავის YouTube– ის გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოს წარწერა პორტუგალიური ენაზეა და ინგლისურად შემდეგნაირად ითარგმნება: “დეპუტატი პუბელი საველე საავადმყოფოს შემოწმებისას”. ვიდეოს 20:52 წუთზე ჩანს იმ ჰოსპიტალის სახელწოდებაც (De Campanha São Gonçalo),  სადაც პუბელია მისული.

;
საავადმყოფოს შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, პორტუგალიურ ონლაინ მედიაში რამდენიმე სტატია იძებნება იმის შესახებ, რომ საველე ჰოსპიტალის გახსნა არაერთხელ გადიადო და სწორედ ამიტომ მის შესამოწებლად ბრაზილიელი დეპუტატი მივიდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვრცელებულ ვიდეოში პოლიტიკოსი პორტუგალიურად სწორედ იმის შესახებ საუბრობს, რომ საავადმყოფოს გახსნა შეფერხებულია და არა იმის შესახებ, რომ ჰოსპიტალი ცრუობს და მასში კოვიდპაციენტები არ არიან.

ვიდეოს დასაწყისში  ის ამბობს (პორტუგალურ ენაზე): “მე ჩამოვედი სან გონსალოს საავადმყოფოში, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო და არ გაიხსნა. ჩვენ ჩავატარებთ შემოწმებას”.

00:53 წუთზე  კი ამბობს:” მათ ამიტომ არ სურდათ, რომ მე შიგნით შევსულიყავი – ეს უნდა გახსნილიყო დღეს. შეხედე, აქ არაფერია მზად ”.

São Gonçalo-ს საავადმყოფო ერთ-ერთია იმ შვიდ საველე ჰოსპიტალს შორის, რომელთა მშენებლობა რიო დე ჟანეიროს მთავრობამ რეგიონში კორონავირუსის  მზარდ შემთხვევებთან გამკლავების მიზნით დაიწყო.  2020 წლის 18 ივნისს ბრაზილიური სააგენტოს Agência Brasil მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 200 საწოლიანი დაწესებულება COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. მის ასაშენებლად მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 90 მილიონი ბრაზილიური რეალი გაიღო.

ბრაზილია ინფიცირებულების საერთო მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, 2021 წლის მაისიდან კი დღიური მაჩვენებლების ზრდა კვლავ დაიწყო და გასულ კვირაში დღიურ 40-50 ათას შემთხვევამდე ავიდა.


ნინო ასათიანის პოსტის არქივი  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბრაზილია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist