რატომ ჩაფრინდა ვერტმფრენი ხანტი-მანსისკში? 

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

44
VIEWS

25 ივლისს ანტივაქსერმა ფეისბუქ მომხმარებელმა Nina Marji პირად ფეისბუქ ანგარიშზე გაავრცელა ტიკ ტოკის ვიდეო, რომლის თანახმად, კოვიდ 19-ის ახალ შტამებს ვერტმფრენით ავრცელებენ. ვიდეოში ჩანს ვერტმფრენი, რომელიც მიწაზე ეშვება, მოგვიანებით კი ისევ აფრინდება. ვიდეოში ისმის შეძახილები, რომ ვერტმფრენიდან გადმოსულმა ექიმებმა ვირუსი ჩამოიტანეს.

;
Nina Marji-ის გავრცელებული მტკიცება, თითქოს ვერტმფრენიდან ახალ შტამებს ავრცელებენ, დეზინფორმაციაა. ვერტმფრენი კომპანია UTair-ს ეკუთვნოდა, რომელსაც რუსეთში ვირუსული პნევმონიის მქონე პაციენტი უნდა გადაეყვანა.

ვიდეო ტიკტოკზე მომხმარებელმა bektime85 გაავრცელა, მოქმედება რუსეთის ფედერაციაში ხდება და ნაჩვენებია, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას სოფელ სელიაროვოს (ხანტი-მანსისკის ავტონომიური ოლქი) მცხოვრებლები სამედიცინო პერსონალს იმ მიზეზით, თითქოს ვერტმფრენი ვირუსის გასავრცელებად დაჯდა.

1 ივლისს მომხდარ ინციდენტი მედიაშიც გაშუქდა.  ხანტი-მანსისკის რაიონის სამედიცინო კატასტროფების ცენტრის დირექტორმა, ვასილი კოსტინმა განაცხადა, რომ ვერტმფრენი  კოვიდ19-ით დაინფიცირებული პაციენტის წასაყვანად დაჯდა. მისი თქმით, ვერტმფრენიდან გადმოიტანეს ავადმყოფების გადასაყვანი სპეციალური ყუთი („ინფექციური ბოქსი“) და ელოდებოდნენ, რომ პაციენტს ასაფრენ მოედანზე სამედიცინო მანქანა მიიყვანდა. ამ დროს ადგილზე მივიდნენ ადგილობრივები და სამედიცინო პერსონალის მიმართ აგრესიული ქცევა დაიწყეს, რის შედეგადაც ვერტმფრენს უკან აფრენა და ავადმყოფის სხვა მოედნიდან აყვანა მოუწია. ვასილი კოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ პაციენტი დაბადებულია 1969 წელს და მას Covid19-ით გამოწვეული ვირუსული პნევმონია ჰქონდა.

კომპანია UTair-ს, რომელიც ახორციელებდა გადაფრენას, სასწრაფო საავიაციო დახმარების სერვისი აქვს. კომპანიის საიტზე წერია, რომ 2020 წელს UTair-ის ვერტმფრენებმა  2500-მდე გაფრენა განახორციელეს და რუსეთის ძნელად მისადგომი რეგიონებიდან 4000-ზე მეტი პაციენტის ევაკუაცია მოახდინეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist