Քաղաքականություն

საზოგადოებრივი მაუწყებლის “42-ე პარალელი” და პატრიოტთა ალიანსი კრემლისტურ გზავნილებს ახმოვანებენ

24 Ապրիլ, 2018

2018 წლის 21 აპრილს, საზოგდოებრივი მაუწყებლის გადაცემა “42-ე პარალელის” ეთერში გავიდა არხის ანალიტიკოსის შოთა თხელიძის სიუჟეტი, რომელიც სირიის მოვლენების ანალიზს წარმოადგენს. აშშ-ის მიერ სირიის დაბომბვას თხელიძე სკრიპალის მოწამვლის გამო აგორებული აგრესიული ანტი-რუსული კამპანიის გაგრძელებას უწოდებს. სკრიპალისა და სირიის დაბომბვის შესახებ საუბრისას თხელიძემ განაცხადა, რომ დასავლეთი მნიშვნელოვან საერთაშორისო გადაწყვეტილებებს მტკიცებულებების გარეშე იღებს, რაც საფრთხეს უქმნის “მულტიპორალური სისტემისკენ მიმავალ მსოფლიოს წესრიგს.”  იდენტურ გზავნილს იმეორებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომლის თქმითაც, არ არსებობს არც “ნოვიჩოკის” მტკიცებულება, არც სირიაში ქიმიური თავდასხმის მტკიცებულება.

შოთა თხელიძე, 42-ე პარალელის ანალიტიკოსი: “რეალურად სამხედრო სანქცია იმ ბოლოდროინდელი აგრესიული ანტირუსული კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელიც დასავლეთში სკრიპალის საქმიდან დაიწყო, დიპლომატების მასობრივი გამოძევებით და რუს ოლიგარქებზე უმკაცრესი სანქციების დაწესებით გაგრძელდა. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დასავლეთმა საკუთარი ქმედებით გააგრძელა ის ტენდენცია, როდესაც მტკიცებულებების გარეშე სარისკო გადაწყვეტილებები მიიღება საერთაშორისო პოლიტიკაში.”

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “არც ის არ არის დადასტურებული, რა ნივთიერებით არის მოწამლული [სკრიპალი] და ის ნივთიერება, რომელიც მოიხსენიება ხშირად, ეს „ნავიჩოკი“ ხო, როგორც „ნავიჩოკი“ არ არის ჯერ დადასტურებული, რომ მაინცდამაინც ეს ნივთიერებაა და არ არის დადასტურებული წარმომავლობა ქვეყნის საიდან მოხდა ეს… უცბად, ვიღაცამ დაიყვირა, რომ ქიმიური შეტევაა, შეცვივდნენ საავადმყოფოში, თუ შეყარეს საავადმყოფოში და დაიწყეს წყლის დასხმა ამ ბავშვებზე ვიღაცა ხალხმა.”

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “42-ე პარალელი” და ირმა ინაშვილი სკრიპალის მოწამვლისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სირიაზე საჰაერო თავდასხმის შესახებ კრემლის გზავნილებს ახმოვანებენ. მსგავსადვე, კრემლისტური მედია და რუსი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დასავლეთს არ გააჩნდა მტკიცებულებები არც სკრიპალის მოწამვლაში რუსული კვალის, არც სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მათივე თქმით, სკრიპალის მოწამვლის გამო რუსეთზე დაკისრებული სანქციები ანტი-რუსული კამპანიისა და რუსოფობიის გაღვივებას ისახავს მიზნად.


საზოგადოებრივი მაუწყებელი
გადაცემა “42-ე პარალელი”

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი

კრემლის და კრემლისტური მედიის იდენტური გზავნილები

სირიაზე სამხედრო სანქციით, ტრამპი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამერიკაში “ნეგატიურ მოვლენათა კასკადი” ტრამპის წინააღმდეგ ლიბერალური ელიტის შეთქმულებებია. კერძოდ: ა. FBI-ს მიერ ტრამპის ადვოკატის სახლის ჩხრეკა; ბ. პორნო-ვარსკვლავებთან დაკავშირებული სკანდალები; გ. პოლ რაიანის მიერ პოსტის დატოვება.

 

სირიაზე თავდასხმით ტრამპი შიდა პრობლემების გადაფარვას ცდილობს

  • ვიაჩესლავ მატუზოვი,
  • “არაბულ ქვეყნებთან მეგობრული და საქმიანი თანამშრომლობის საზოგადოების” დირექტორი.
  • Царьград, რუსი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევის ტელევიზია

სკრიპალის მოწამვლისა და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ დასავლეთს მტკიცებულებები არ ჰქონდა. დასავლეთი კვლავ აგრძელებს მტკიცებულებების გარეშე გადაწყვეტილებების მიღებას.

  1. არარსებობს “ნოვიჩოკის” გამოყენებისა და მისი წარმომავლობის შესახებ მტკიცებულებები
     
  2. სირიაში ქიმიური თავდასხმა დადასტურებული არ არის

     1. სკრიპალის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთს მტკიცებულებები არ აქვს

  • RT
  • Sputnik
  • სერგეი ლავროვი
  • მარია ზახაროვა
  • НТВ
  • Коммерсантъ
  • РИА Новости

       2. დასავლეთს არ აქვს მტკიცებულებები, რომ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა

  • RT
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
  • ТАСС
 

სირიაზე თავდასხმით დასავლეთი აგრძელებს სკრიპალის მოწამვლით დაწყებულ აგრესიულ ანტი-რუსულ კამპანიას

 

სკრიპალის მოწამვლის საკითხი ანტი-რუსული კამპანიისთვის გამოიყენება

  • ვლადიმირ პუტინი
  • მარია ზახაროვა
  • დმიტრი პესკოვი
  • ვასილ ნებენზია, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი
  • Sputnik
  • ვიაჩესლავ ნიკოლოვი, დუმის დეპუტატი
  • Россия 24

რეალური ფაქტები

  • 7 აპრილს, ქალაქ დუმაში სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)   ცნობით, 500-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა. სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების, მაშველებისა და მედიკოსების ცნობებით თავდასხმამ 40-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სირიელი მოხალისე მაშველების ჯგუფის „თეთრი ჩაფხუტების“ და „სირიულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაციის“ ინფორმაციით 19:45 წუთზე 500 პაციენტზე მეტი, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, საავადმყოფოებში ქიმიური აგენტის მოწამვლის სიმპტომებით   მიიყვანეს.  
  • 14 აპრილს, აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო შეტევები განახორციელეს სამ ობიექტზე, რომელიც მათი განცხადებით, დაკავშირებული იყო სირიის მთავრობის ქიმიური იარაღის პროგრამასთან.
  • 2018 წლის 4 მარტს, რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სკრიპალები ე.წ. ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს, რომელიც 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირში დამზადდა. ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ნოვიჩოკი სკრიპალების მოსაწამლად რუსეთმა გამოიყენა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ნივთიერების ევროპაში გამოყენების პირველი შემთხვევაა.
  • სკრიპალების მოწამვლაზე საპასუხოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რუსეთის წარმომადგენლებთან ყველა მაღალი დონის შეხვედრა გააუქმა და ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა. ბრიტანეთს 20-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა, რომლებმაც ჯამში 100-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. აშშ-მა პუტინთან დაკავშრებულ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა.