Այլք

რუსული რობოტი სამხრეთ კორეული აღმოჩნდა

17 Մայիս, 2019

23 აპრილს საინფორმაციო სააგენტომ РИА Новости ტვიტერზე გაავრცელა ვიდეო სათაურით “რუსული სამხედრო რობოტები პუტინის წინაშე მოთელვას აკეთებენ”.

EU vs Disinfo გვიყვება, რომ სუვოროვის სამხედრო სასწავლებელში ვლადიმირ პუტინის სტუმრობისას  ერთ-ერთმა პატარა მოსწავლემ პრეზიდენტს “საკუთარი გამოგონება” წარუდგინა.

სინამდვილეში რობოტი სუვოროვის სასწავლებელში არ შეუქმნიათ და საერთოდაც, რუსული არ არის.

დამოუკიდებელი საინფორმაციო პორტალის Znak.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  სოციალური მედიის მომხმარებლებმა პუტინისთვის წარდგენილ “რუსულ” რობოტში მარტივად ამოიცნეს სამხრეთ კორეული კონსტრუქტორი Robotis Biolid, რომელიც უკვე 7 წელია eBay-ზე 1100 აშშ დოლარად, ხოლო Amazon-ზე 1199.90 აშშ დოლარად იყიდება. რობოტის შეფუთვაზე წარწერაა - “Made in S. Korea” (დამზადებულია სამხრეთ კორეაში).