Այլք

რუსულ თვითმფრინავებს წმინდანების სახელებს დაარქმევენ

6 Հունիս, 2019

რუსეთის სახელმწიფო დუმამ თვითმფრინავებისთვის წმინდანების სახელების დარქმევის იდეა მოიწონა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Москва ავრცელებს. მმართველი პარტიის “ედინაია როსიას” დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა განაცხადა, რომ ამ იდეას მხოლოდ “ათეისტურად განწყობილი ზაზუნა” შეეწინააღმდგება.

იდეა მოსწონს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასაც. ოფიციალური განცხადების თანახმად, თვითმფრინავებისა და სხვა ობიექტებისათვის წმინდანის სახელის დარქმევა მიღებული პრაქტიკაა.

რუსული ავიაკომპანია “ირ აეროს” შემადგენლობაში უკვე არის რამდენიმე თვითმფრინავი, რომელსაც მართლმადიდებელი წმინდანის სახელი ჰქვია. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ მოხმარებელმა ტვიტერზე ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის ფოტო გაავრცელა, სადაც ფრენის უსაფრთხოების წესებთან ერთად 90-ე ფსალმუნია დაბეჭდილი.
"
ფოტო: regnum.ru