Այլք

4 თამაში, რომელიც კრემლის პროპაგანდამ რეალურ ინფორმაციად “გაასაღა”

7 Հոկտեմբեր, 2019

ვიდეო თამაშების ეფექტები დღეს საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება, თუმცა არც ისე რეალისტურად, რომ ნამდვილ ბრძოლაში აგვერიოს. საინტერესო ფაქტია, რომ კრემლისტურ მედიას და სახელმწიფო სტრუქტურებს ეს “შეცდომა” ხშირად მოსდით. გთავაზობთ 4 შემთხვევას, როდესაც ვიდეო თამაშები საბრძოლო კადრებად იყო წარმოდგენილი.

1. ვეტერანთა დღე რუსეთში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ლეიტენანტ ალექსანდერ პროხორენკოს გმირობას აღწერდა, როდესაც რუსეთის სახელმწიფო მედიამ ვიდეო მონტაჟი გაუშვა (2:35 წთ ). რეპორტაჟში საუბარია 2016 წელს სირიაში, პალმირაში განვითარებულ მოვლენებზე:  პროხორენკო ISIS-ის პოზიციებზე საჰაერო თავდასხმას იძახებს და როდესაც უკანდასახევი გზა აღარ რჩება, საკუთარ პოზიციებზე ცეცხლის გახსნას უბრძანებს და ISIS-ის ჯარისკაცებთან ერთად დაიღუპება. Первый Канал-მა მონტაჟისთვის ArmA-ს ვიდეო თამაშიდან საბრძოლო კლიპი გამოიყენა.

1

 

2. რუსეთმა ექსტრემისტი მებრძოლები ქიმიური იარაღით “გამოიჭირა”

რუსეთმა დასავლეთი გამოიჭირა, თუ როგორ გადასცემდა “ექსტრემისტებს” ქიმიური საბრძოლო მასალებით სავსე სატვირთოებს - ყოველ შემთხვევაში მათ ასე ეგონათ. მას შემდეგ, რაც რუსეთის საელჩომ გაერთიანებულ სამეფოში თვითერზე  ეს “უტყუარი მტკიცებულება” გამოაქვეყნა, ისინი მალევე გამოააშკარავეს. გამოყენებული კადრი ვიდეო თამაშ Command and Conquer-დან არის.

2

3. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ს ISIS-ის იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებს

2018 წლის 14 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ Facebook-სა და Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც სამინიტროს მტკიცებით, აშშ-ისა და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" თანამშრომლობას ასახავდა და მასზე 2017 წლის 9 ნოემბერს აბუ ქამალიდან ISIS-ის რაზმის გადაადგილება იყო ასახული.

3

რეალურად ეს ფოტო სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშის, AC-130 Gunship Simulator-ის პრომო-ვიდეოს კადრი აღმოჩნდა.

4

4. Russia Today აშუქებს “ბავშვ ჯარისკაცებს” სუდანში

ინტერვიუში ახალგაზრდა მამაკაცი საუბრობს, თუ როგორ იბრძოდა ბავშვობაში სუდანის სამოქალაქო ომში. ამ დროს კი კამერა (5:36 წთ) სრულიად უადგილოდ გადადის სურათზე ვიდეო-თამაშ Metal Gear Solid V: The Phantom Pain-დან. 

5