ՆԳՕ

NDI-ს დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანია online და offline

23 Հունվար, 2020

16 იანვარს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ორგანიზაციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოკითხვის შედეგებს პოლიტიკური მანიპულაცია უწოდა, ხოლო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ NDI-ს არ ენდობა. მმართველი პარტიის ამ პათოსს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა  ინაშვილი უფრო მწვავე ფორმით შეურთდა, ორგანიზაცია ტერორში დაადანაშაულა და NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.  საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ვებ-პორტალმა www.mediacritic.ge-მ კი სახელისუფლებო არხის POSTV-ის წამყვანის გური სულთანიშვილის სტატია გამოაქვეყნა, სადაც ის NDI-ის საზოგადეობრივი აზრის კვლევის მონაცემებს, რომელიც მთელი ქვეყნის მოსახლეობიდან ითვლება, არჩევნებზე მისულთა მონაცემებს ადარებდა და ორგანიზაციის საქმიანობის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მიერ NDI-ს მისამართით გამოთქმული კრიტიკის პარალელურად სოციალურ ქსელებში, ონლაინ და ტრადიციულ მედიაში სხვადსხვა აქტორების მხრიდან ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის ლორა თორნტონის წინააღმდეგ ორგანიზებული და კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობდა. 

NDI-სა და ლორა თორნტონის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდებოდა შემდეგი გზავნილები:

  • NDI არასანდო ორგანიზაციაა  და კვლევებს აყალბებს
  • NDI-ს საქმიანობა პრობლემაა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და ასაკრძალია
  • NDI და ლორა თორნტონი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან
  • NDI და ლორა თორნტონი კორუმპირებულები არიან
  • NDI ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენს

გზავნილი

ციტატა

ვინ ავრცელებს 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

NDI არასანდო ორგანიზაციაა  და კვლევებს აყალბებს

“როგორც უნდათ, ისე დაწერენ ციფრებს
________________________________________
“მთლიანობაში მანიპულაციაა გარკვეული ციფრებით”
________________________________________
NDI-ს ქართული ოფისი “კვლევებს აყალბებს” 
________________________________________

“NDI წლების განმავლობაში ცდილობდა, მათ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საგრძნობლად შეემცირებინა სახელისუფლებო პარტიისა თუ კანდიდატთა მიმართ ხალხის მიერ გამოხატული ნდობა”
________________________________________

“რატომ გაახსენდა NDI“ -ის გავრილოვის ღამე ნოემბერში? ძალიან მაინტერესებს ვაშინგტონში რომელიმე ოპოზიციურ პარტიას კაპიტოლიუმზე შეტევა რომ განეხორციელებია, რას იტყოდა ლორა თორტონი ამასთან დაკავშირებით?
________________________________________

ამერიკელმა ნეოლიბერალებმა, ამჯერად ისევ NDI-ის ანუ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” სახით, კვლავ შემოყარეს ე. წ. “გამოკითხვის შედეგები” ანუ ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე.
________________________________________

“დიდი ალბათობით, NDI-მ უბრალოდ გადაადგილა ციფრები”
________________________________________

“NDI-მ, მორიგი, დროსა და სივრცეში აცდენილი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ტრადიციულად უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს და საზოგადოების უნდობლობას იწვევს
________________________________________
“ქალბატონი ლორა თორნტონი და მისი ჯგუფი, რომელიც მოკალათებულნი არიან ძალიან სერიოზულ საერთაშორისო ინსტიტუტში, რომელსაც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ჰქვია, წლების მანძილზე პრაქტიკულად შეურაცხმყოფელ მოქმედებას სჩადის ქართული საზოგადოების მიმართ, ქართული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებს, რომელიც, როგორც წესი, დაყრდნობილია სიყალბეზე”

კახა კალაძე, “ქართული ოცნება”
__________________________
გია ვოლსკი, “ქართული ოცნება”
__________________________
ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი
__________________________

გური სულთანიშვილი, კომუნიკაციების ერვნული კომისიის ვებ-პორტალი www.mediacritic.ge

__________________________


ვალერიან გორგილაძე, ტელეკომპანია იმედი





__________________________



“ნიუს ფრონტი”, კრემლისტური მედი


__________________________


საქინფორმი
__________________________


დავით ჩიხელიძე,  დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი

___________________________


 

გოგა ხაინდრავა რეჟისორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

NDI და ლორა თორნტონი პოლიტიკურად მიკერძოებულიები არიან

ორგანიზაციების ქართული ოფისები კვლევებსა და გამოკითხვებს აყალბებენ, რაც "ნაციონალური მოძრაობისადმი მათი პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო ხდება"
________________________________________

“საზოგადოება მიეჩვია, რომ ამერიკული ე. წ. “ინსტიტუტები”  NDI და IRI ავრცელებენ არასწორ, განზრახ დამახინჯებულ რეიტინგებს და ამას ყოველთვის “ნაციონალების” და სხვა ლიბერასტური, ანტიქართული ძალების სასარგებლოდ აკეთებენ.”
________________________________________

“სოციოლოგიური კვლევები, რომლებშიც რეალობის მოდელირება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ხდება”
________________________________________

საინტერესოა, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დასკვნები ხშირად ემთხვევა ოპოზიციის ინტერესებს და ასევე ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან დიდი სანდოობით სარგებლობს.
________________________________________

“ქალბატონი ლორა თორნტონი და მისი ჯგუფი...არის ცალსახად პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან, რასაც ის ჩადის, არის ერთი დეგრადირებული და სრულიად მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა“


ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი


___________________________


ნიუს ფრონტი





___________________________


ჯაბა ხუბუა, ასავალ-დასავალი (20 – 26 იანვარი)

___________________________


გური სულთანიშვილი, კომუნიკაციების ერვნული კომისიის ვებ-პორტალი www.mediacritic.ge
___________________________



გიორგი ხაინდრავა, რეჟისორი

NDI-ს საქმიანობა პრობლემაა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და ასაკრძალია

“ეს ე.წ. კვლევები პირდაპირ უქმნის საშიშროებას ჩვენს სახელმწიფოს და უკვე იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად...საერთოდაც, საბოლოო ჯამში, ვითხოვთ, რომ აიკრძალოს ამ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში"


ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი

 

 

NDI ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენს

“NDI ამ შემთხვევაში ჩემთვის არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ინტრუმენტი რაღაცა გარკვეული ბნელი ძალის ხელში, რომელსაც სურს მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაცია. ზოგადად ქრისტიანობის დიკრედიტაცია, და განსაკუთრებულად რა თქმა უნდა მართლმადიდებლური ეკლესიის..”
________________________________________

“ბრძოლა მიმდინარეობს დღესაც, NDI-ს და მისი მსგავსი ორგანიზაციების მიერ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ”




დეკანოზი საბა ჭიკაიძე





___________________________

ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი

 

 

NDI და ლორა თორნტონი კორუპირებულები არიან

“NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს”
________________________________________

„ენდიაის“ ქართული ოფისის საქმიანობა, როგორც მინიმუმ, პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავს.



ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი




___________________________


ჯაბა ხუბუა, ასავალ-დასავალი (20 – 26 იანვარი)


“Facebook გვერდების ორგანიზებული კამპანია NDI-ს წინააღმდეგ

16 იანვრიდან  NDI-სა და ლორა თორნტონის წინააღმდეგ Facebook-ზე ორგნიზებული კამპანია მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ძირითადად ვრცელდებოდა შემდეგი გზავნილები:

  • NDI და ლორა თორნტონი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან
  • NDI არასანდო ორგანიზაციაა 
  • NDI სახელმწიფო გადატრიალებებს ორგანიზებს 
  • ლორა თორნტონი ლგბტ აქტივისტი და აბორტების მომხრეა

გზავნილებს ავრცელებდნენ შემდეგი აქტორები:

  • ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილი Facebook გვერდები,
  • ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდი 
  • სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის Facebook მედიები
  • ანტილიბერალური გვერდები
  • პრურუსული გვერდი

ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილი გვერდები

მმართველი პარტიის მხარდამჭერი გვერდი

ფსევდო მედია

ანტილიბერალური გვერდები

პრორუსული

ნაცია - ადამიანი ?

ლიდერი 41

webmedia.ge

Liberastuli seni

Politicano • პოლიტიკანო

სირცხვილის კორიდორი

სამოქალაქო საზოგადოება - XXI. civil society

პოლიტ მაცნე

Pressტიტუცია / Presstitution

 

სექტა

   

Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძე

 

ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო 

   

Antiliberal League - ანტილიბერალური ლიგა

 

ორი გვამი უნდათ

   

ანტი-პარადოქსი

 

პოლიტიკური მოთვალთვალე

       

"
 


NDI და ლორა თორნტონი პოლიტიკურად მიკერძოებულიები არიან

გზავნილს, რომ ეროვნული დემოკრატიული იინსტიტუტი და მისი თბილისის ოფისის ხელმძრღვანელი  პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან ავრცელებდნენ როგორც “ქართული ოცნების” ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული, ისე ანტილიბერალური გვერდები. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ისინი იდენტურ ვიზუალურ მასალებს იყენებდნენ. მაგალითად, ანტილიბერალურმა გვერდებმა “Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძე” და “Pressტიტუცია / Presstitution”, ასევე ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ შექმნილმა გვერდმა “სირცხვილის კორიდორი” გამოაქვეყნეს “ტაბულას” მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილისა და თორნტონის ერთობლივი ფოტო.   

""

|

ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულმა გვერდმა “ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” და ანტილიბერალურმა “Antiliberal League - ანტილიბერალური ლიგამ” NDI-ს ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირების სადემონსტრაციოდ ერთნაირი მიმები გამოიყენეს, რომლებზეც დავით ბაქრაძე და ირმა ნადირაშვილი არიან გამოსახულები. 

""

NDI არასანდო ორგანიზაციაა 

2020 წლის 13 იანვარს შექმნილმა გვერდმა “პოლიტიკური მოთვალთვალე”  დასპონსორებული პოსტით გამოაქვეყნა დიაგრამა, რომელზეც მანიპულაციურად იყო ასახული “აცდენა” NDI-სა და ცესკოს  მონაცემებს შორის. გვერდის პოსტი გადააზიარა “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გვერდმა “სამოქალაქო საზოგადოება - XXI. civil society”. ასევე, იდენტური დიაგრამა გააზიარა ანტილიბერალურმა გვერდმა “Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძე”. 

""

"

NDI-ს გამოკითხვის შედეგებს ფანტასტიკის სფერო უწოდა ანტილიბერალურმა გვერდმა “Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძე”, ხოლო ქართული ოცნების მხარდამჭერმა გვერდმა “ლიდერი 41” აბსურდის თეატრად მოიხსენია. 

""

NDI-ს, როგორც ორგანიზაციის არასანდოობაზე ტელეკომპანია იმედის პოლიტიკური თოქშოუს წამყვანის ვალერიან გორგილაძის შეფასება გააზიარეს ფსევდო Facebook მედიებმა: “webmedia.ge”  და “პოლიტ მაცნე”. 

""

ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულმა გვერდებმა “სექტა” და “სირცხვილის კორიდორი “ NDI-ს მიერ წარსულში, მათ შორის საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვები გაიხსენეს და მანიპულაციური პოსტები მიუძღვნეს. 

""

საზოგადოებრივი აზრის “ალტერნატიული” კვლევა ჩაატარა ანტლიბერალურმა გვერდმა “ანტი-პარადოქსი” და დაადგინა, რომ მისი გამომწერები ორგანიზაციას არ ენდობიან. 

"

NDI სახელმწიფო გადატრიალებებსა ორგანიზებს 

პრორუსულმა ფეისბუკ გვერდმა “პოლიტიკანომNDI-ს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, სადაც ორგანიზაციის ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან კავშირზე ისაუბრა და და კიევში, ვენესუელასა და ჰონგ-კონგში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. 

"

ლორა თორნტონი ლგბტ აქტივისტი და აბორტების მომხრეა

ანტლიბერალურმა გვერდმა “Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძე” ლორა თონრტონის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი გადმოაკოპირა, რომელშიც NDI-ს ხელმძღვანელი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სხვა საკითხებთან ერთად აბორტების პოლიტიკის გამკაცრების გამო აკრიტიკებდა.აღნიშნული სტატუსის გამო Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძემ” თონრტონს ლგბტ აქტივისტი და აბორტების მომხრე უწოდა.

"

დეტალური ინფორმაცია, NDI-ის წინააღმდეგ გავრეცელებულ ნარატივებზე, ხელმისაწვდომია მასალაში  “ქართული ოცნების” არითმეტიკა საარჩევნო აქტივობას ეფუძნება, NDI-ის კვლევა - მთლიანი მოსახლეობიდან გამოითვლება”