Քաղաքականություն

ითხოვენ თუ არა გერმანიაში რუსეთისთვის სანქციების მოხსნას? - სპუტნიკის მანიპულაცია

20 Մարտ, 2020

18 მარტს sputnik-georgia.ru-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “კორონავირუსის გამო გერმანიაში რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვენ” (В Германии призвали снять санкции с России из-за коронавируса). სტატიის თანახმად, გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა ვალდემარ ჰერდტმა რუსულ გამოცემა Известия-ს განუცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე გერმანიამ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს. ჰერდტის ინიციატივას მხარს ალექსანდერ ნოი უჭერს. 

sputnik-georgia: “ბუნდესტაგის საერტაშორისო კომიტეტის წევრმა ვალდემარ ჰერდტმა განაცხადა, რომ გერმანიამ უნდა გადახედოს თავის დამოკიდებულებას რუსეთისადმი და გააუქმოს არაპროდუქტიული სანქციები ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე.”

სპუტნიკის სტატიის სათაური მანიპულაციურია და მკითხველებს უქმნის შთანეჭდილებას, თითქოს რუსეთისათვის სანქციების მოხსნა გერმანიის ხელისუფლების პოზიციაა მაშინ, როდესაც ამ ინიციატივას ბუნდესტაგში მხოლოდ 2 მომხრე ჰყავს: დეპუტატები ჰერდტი და ნოი.  ორივე მათგანი ღია პრორუსული განწყობით გამოირჩევა.

2014 წელს  ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე მოკავშირე ქვეყანამ  რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულის მიტაცებისა და აღმოსავლეთ უკრანიაში, დონეცკსა და ლუგანსკში, სეპარატისტების მხარდაჭერისთვის ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, რომელთა მთავარი სამიზნე საბანკო სფერო და რუსეთის ენერგეტიკაა.

სანქციების ვადები პერიოდულად ხანგრძლივდება. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციები 6 თვით, 2020 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივეს. სანქციების ვადის გაგრძელება  პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და კანცლერ ანგელა მერკელის ანაგარიშს მოჰყვა, რომლის თანახმადაც რუსეთი კვლავ არ ასრულებდა უკრაინის საკითხზე გაფორმებულ მინსკის შეთანხმებას. 

ვინ არიან ვალდემარ ჰერდტი და ალექსანდერ ნოი

ბუნდესტაგის წევრები ვალდემარ ჰერდტი და ალექსანდერ ნოი წლებია მხარს უჭერენ რუსეთის პოლიტიკას ყირიმთან მიმართებით. ნოი არ იყენებს ტერმინს “ოკუპაცია” და ყირიმის ანექსიას “რუსეთთან მიერთებად” მოიხსენიებს, მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ გამძიებას კი პოლიტიკური ინტერესებით მოტივირებულს უწოდებს.  ჰერდტი რუსული გამოცემებისათვის მიცემულ ინტერვიუებში რუსეთთან მიერთების მიზნით  ყირიმის მსოახლეობის რეფერენდუმს ლეგიტიმურად მიიჩნევს. Spiegel-ის ინფორმაციით, 2018 წელს მას რუსეთის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ

მასალის მულტიპლიკაცია ინტერნეტში 

ანალოგიური ან მსგავსი სათაურით ინფორმაცია გამოქვეყნა ათეულობით რუსულენოვანმა ვებ-გვერდმა,მათ შორის: ria.ru, tass.ru, ntv.ru, rubaltic.ru, gorod48.ru, rg.ru, klops.ru, gazeta.ru, pnp.ru. 

""

""

"


მოამზადა ნანა რაფავამ