ՆԱՏՕ

დეზინფორმაცია: ტრამპმა მერკელს NATO-ს მომსახურების ქვითარი გადასცა

28 Մարտ, 2017

2017 წლის 26 მარტს tb24.ge-მა, რუსულ გამოცემა Lenta.ru-ზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპმა მას NATO-ს მომსახურების 300 მილიარდიანი ქვითარი გადასცა. იგივე ინფორმაცია Geworld.ge-მაც გაავრცელა:

TB24: "აშშ-ს პრეზიდენტის არაერთგზის განცხადებით, მომავალში ამერიკა აღარ აპირებს ნატოს 70% -ით დაფინანსებას და ეს თანხა საგრძნობლად შეიკვეცება, რაც ფაქტობრივად NATO-ს აღსასრულს უდრის.”

აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა ოფიციალურად უარყო. ამის შესახებ თავად დონალდ ტრამპაც დატვიტა:

"მიუხედავად იმისა, რაც ფეიკ სიახლეებისგან შეიტყეთ, მე დიდებული შეხვედრა მქონდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. თუმცა გერმანიას NATO-სა და შტატების მიმართ დიდი თანხა მართებს იმ ძლიერი და საკმაოდ ძვირი თავდაცვისთვის, რომელსაც NATo და აშშ გერმანიისთვის უზრუნველყოფენ.”

დონალდ ტრამპი

ინფორმაციის პირველწყარო

პირველად დონალდ ტრამპის მიერ მერკელისთვის ქვითრის გადაცემის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა გაავრცელა. გამოცემა გერმანიის ერთ-ერთ მინისტრს ეყრდნობა, თუმცა ვინაობას არ ასახელებს.

"თბილისი 24”-ის შესახებ: საინფორმაციო სააგენტო შპს "თბილისი 24" საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) არიან. გოჩა ნაჭყებია, რომელიც ამავდროულად "თბილისი 24"-ის დირექტორია, პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირია.

დეტალური ინფორმაცია "თბილისი 24”-ის შესახებ ხელმისაწვდომია mediameter.ge-ს ვებ-გვერდზე.