Գաղթականներ

ფოტომანიპულაცია: ბანგლადეშის მოქალაქეების პროტესტი გერმანიის მოქალაქეების მხარდაჭერის ნაცვლად

12 Մայիս, 2017

10 მაისს ფეისბუქ გვერდებმა Geo Pepe-ი და ანტილიბერალური კლუბი მანიპულაციური ფოტო, წარწერით „მერკელი უნდა დარჩეს!" -გერმანიის ქალაქებში მერკელის მხარდასაჭერად ათეულობით ათასი გერმანელი გამოვიდა" გაავრცელეს. ფოტოს აღწერილობაში მოცემული ინფორმაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მასზე გამოსახული ადამიანები გერმანიის მოქალაქეები არიან, რომლებიც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მხარდაჭერას გამოხატავენ.

რეალურად ფოტოზე ასახულია არა გერმანიის მოქალაქეების მხარდაჭერა ანგელა მერკელის მიმართ, არამედ 2012 წელს ბანგლადეშის მოქალაქეების პროტესტი ქალაქ დაკაში.


რეალური ფაქტები

ფოტოს გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ Geo Pepe-ისა და ანტილიბერალური კლუბის ფეისბუკ გვერდებს გამოყენებული აქვთ 2012 წლის 14 სექტემბერს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ისლამური პარტიის აქტივისტების მიერ გამართული აქციის ამსახველი ფოტო. აქციაზე 10 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, მათ ამერიკისა და ისრაელის დროშები დაწვეს და აშშ-ს საელჩოს მიმართულებით გაემართნენ ინტერნეტით გავრცელებული ანტი-ისლამური მოკლემეტრაჟიანი ფილმის გასაპროტესტებლად, რომელმაც მუსლიმთა შორის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. აღნიშნული ფილმის გამო საპროტესტო აქციები ბანგლადეშის გარდა, გაიმართა ლიბიაში, ტუნისსა და ეგვიპტეში.

აღნიშნულ ფოტოს არავითარი კავშირი აქვს ანგელა მერკელის მიმართ გერმანიის მოქალაქეების მხარდასაჭერ აქციასთან.
ფოტომანიპულაცია გამიზნულია იმ ანტიდასავლური გზავნილის გასამყარებლად, რომლის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების მოზღვავებაა.

 

მოამზადა მარიამ წიწიკაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია