1 უკვე მრავლობითია – ანგარიში რუსულად

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

სფს
48
VIEWS

EUvsDisinfo-ს მასალის მიხედვით

რუსული გრამატიკა რთულია, როგორც ჩანს, თავად რუსულენოვნებისთვისაც. ზოგიერთ რუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიებში დაშვებული ლინგვისტური შეცდომები კი უნებლიეთ კრემლის ნარატივში ჯდება. მაშინ როდესაც კრემლისტური გამოცემა ამტკიცებს, რომ საერთაშორისო მედია (მრავლობითში) რუსეთის მთავრობას აქებს, რეალურად მსგავსი განცხადება, თავად კრემლის მედიის მითითებით, მხოლოდ ერთი წყაროში იძებნება.

“ფრანგული მედია-საშუალებები რუსეთის დედოლარიზაციის წარმატების შესახებ იუწყებიან” – ამ სათაურით სტატია რამდენიმე კრემლისტურმა გამოცემამ, მათ შორის RIA Novosti-მ და RT-მ გამოაქვეყნეს. რუსული ზმნები [сообщили, отметили, константировали] მრავლობითშია გამოყენებული, თუმცა სტატიებში მხოლოდ ერთ ფრანგულ მედია-საშუალება Les Echos-ს იმოწმებენ.

"
წყარო: euvsdisinfo.eu

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლის მედიამ უცხოეთში მოსკოვის პოლიტიკის პოპულარობა გააზვიადა. “გერმანული მედია-საშუალებები რუსეთის ყირიმის ‘რენესანსზე’ საუბრობენ” – 2019 წლის 14 მარტს ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია RIA Novosti-მ და მხოლოდ ერთი წყარო Der Globus Deutschland მიუთითა.

"

თემატიკა: მედია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist