2012 წლიდან საქართველოში სტალინის ძეგლი 9-ჯერ აღადგინეს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

frg
350
VIEWS

28 ივლისს News-front-ის ქართულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “მტრების ჯიბრზე! ზესტაფონში გენიალური სტალინის ძეგლი ამაყად დგას”. მასალაში სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნულია, რომ ზესტაფონში სტალინის ძეგლი წინა წლის დეკემბრიდან დგას. News-front-ის თანახმად, სტალინის ძეგლის დადგმის იდეა რუბენ ჩინჩალაძემ, სტატიის ავტორის შეფასებით “პატრიოტმა ქართველმა კაცმა” განახორციელა. რუბენ ჩინჩალაძე შპს ამ-ნარას მფლობელია.

2011 წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “თავისუფლების ქარტია, რომლის ერთ-ერთ  მიზანს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და კომუნისტური/ფაშისტური სიმბოლიკის, მათ შორის ძეგლების, აღმოფხვრა წარმაოდგენს. კანონის კომუნისტური სიმბოლიკის საჯარო სივრცეში გამოყენებას დასჯადს ხდის.

2011 წელს მიღებული კანონის “თავისუფლების ქარტიის” შემდეგ, საქართველოში კომუნისტური სომბოლიკის, მათ შორის ძეგლების საჯარო სივრცეში განთავსება კანონით ისჯება. მიუხედაავდ ამისა, 2012 წლიდან დღემდე უკანონოდ საქართველოში სტალინის ძეგლი სულ მცირე 9-ჯერ აღადგინეს, მათ შორის 4-ჯერ სოფელ აკურაში. სტალინის ძეგლები დადგეს: თელავში,  ზემო ალვანში, აკურაში, ვანთაში, ატენში და შორაპანში. 2011 წლიდან სამოქალაქო აქტივისტები სტალინის ბიუსტებსა და ძეგლებს პროტესტის ნიშნად ღებავენ. 

შორაპანი

2015 წლის 1 ნოემბერს  დაბა შორაპანში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მეორე მსოფლიო ომის მემორიალურ დაფასთან სტალინის ძეგლი დადგეს. მონუმენტი შორაპნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, ზესტაფონის საკრებულოს წევრმა, კობა გოჩელეიშვილმა აღმართა, ის ერთ -ერთ ქარხნის ეზოდან გადაიტანა.  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, მაჟორიტარმა დეპუტატმა სტალინის ძეგლი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე დადგა.

სამოქალაქო აქტივისტებმა ძეგლი 2 ნოემბრის ღამეს გადაღებეს.

2015 წლის 2 ნოემბერს, დადგმიდან ერთ დღეში,  შორაპანში სტალინის ძეგლის დემონტაჟი მოხდა. დემონტაჟისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, პოლიციამ ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი, სოფლის მაჟორიტარი კობა გოჩალეიშვილი დააკავა.

თელავი

2013 წლის 1 სექტემბერს თელავში “სტალინელისა” და ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით, სტალინის ძეგლი გაიხსნა. მონუმენტი შემოწირულობებით გაკეთდა. ის იმავე ღამეს აქტივისტებმა  ყვითელი საღებავებით გადაღებეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, უკანონოდ დადგმული სტალინის ძეგლი დემოტაჟი ტენდერში გაამრჯვებულმა კომპანიამ განახორციელა.

2013 წლის 31 დეკემბერს ტაბულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სამოქალაქო განათლების ფონდმა თელავში სტალინის ძეგლის დემონტაჟი მოახდინა.

"
წყარო: ტაბულა

აკურა, თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის რაიონის სოფელ აკურაში სტალინის ძეგლი 2012-2019 წლებში 4-ჯერ აღადგინეს. პირველად ძეგლი 2012 წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან უკანონოდ 2012 წლის დეკემბერში დადგეს. 2 წლით ადრე დემონტაჟირებული სტალინის ძეგლი ერთ-ერთი ადგილობრივის ბადრი გოგიაშვილის სახლში ინახებოდა. 2013 წელს ძეგლი ვარდისფრად შეღებეს და დააზიანეს, თუმცა, 2014 წლის 11 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი კვლავ აღადგინეს. ერთი დღის შემდეგ, 12 აგვისტოს კი ძეგლი  მოხსნეს. ერთი წლის შემდეგ, 2015 წელს 9 მაისთან დაკავშირებით  სტალინის ძეგლი კიდევ ერთხელ აღადგინეს. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, რომ , ბიუსტის დემონტაჟთან ერთად, საქმეში სამართალდამცველებიც ჩაერთვებიან, რათა იმ პირთა გამოვლენა მოხდეს, ვინც სტალინის მონუმენტი უკანონოდ დადგა. მიუხედაავდ ამისა, სოფელ აკურაში სტალინის ძეგლი მეოთხედ 2019 წლის მაისში მაინც აღადგინეს.

ვანთა, თელავის მუნიციპალიტეტი

2013 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში იოსებ სტალინის ბიუსტი ტვ “ობიექტივის” წამყვანის და პარტია ნეიტრალური- სოციალისტური საქართველოს ლიდერის ვალერი კირვალიძის საცხოვრებელი სახლის გალავანზე, მაღაზიის წინ იდგა. თელავის გამგეობით თქმით, სოფელ ვანთაში სტალინის ძეგლი თელავზე ადრე (2013 წლის სექტემბერი) დაიდგა.  აღნიშნულ სახლში მცხოვრებმა დალი კირვალიძემ განაცხადა, რომ  ის უცნობმა პირებმა თვითნებურად მაშინ დადგეს, როდესაც ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. 2013 წლის სექტემბერში თელავის გამგეობამ სოფელ ვანთაში დადგმული სტალინის ბიუსტის საკითხი განიხილა. თელავის მერიის წარმომადგენელმა სოფელ ვანთაში, გიორგი ნაპირელმა  “მითების დეტექტორთან” საუბარში აღნიშნა, რომ ამჟამად ბიუსტი სოფელში აღარ დგას.

ზემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი

სოფელ ზემო ალვანში, ახმეტის მუნიციპალიტეტში,  სტალინის ძეგლი 2011 წლის 17 ივნისს, ღამის 01:00 საათზე აიღეს.  2012 წლის ნოემბერში კი ძეგლი დააბრუნეს.  21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეზე  ძეგლის გახსნას პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა და საზოგადოება “სტალინელის” თავმჯდომარე გრიშა ონიანი დაესწრნენ. 2013 წლის 19 იანვარს კი ახალდადგმული ძეგლი საღებავით შეღებეს.

"
წყარო: ტაბულა

ატენი, გორის მუნიციპალიტეტი

2016 წლის 9 მაისს  სოფელ ატენში, გორის მუნიციპალიტეტში,  ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სტალინის ძეგლი აღმართეს. იმავე ღამეს ძეგლი გადაღებეს. მეორე დღეს, 10 მაისს, გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა  ძეგლის დემონტაჟი მოახდინა.

"
წყარო: ტაბულა

სამოქალქო აქტივისტების პროტესტი – ძეგლების გადაღებვა 

2019 წლის აგვისტოში   მუხრანში, მცხეთის მუნიციპალიტეტში და ყვარელში სტალინის ბიუსტები ჯერ კიდევ იდგა. 17 აგვისტოს მუხრანში სამოქალაქო აქტივისტემა სტალინის ბიუსტი შეღებეს, 30 აგვისტოს კი ყვარელში მდგარი სტალინის ბიუსტიც შეღებეს.

"
სტალინის ბიუსტი ყვარელში, 2019
წყარო: On.ge

2011 წელს საქართველოში სტალინის ძეგლების წინააღმდეგ აქცია დაიწყო სახელწოდებით, „სტალინის 50 ძეგლი, რომელიც უნდა შეღებო, სანამ ცოცხალი ხარ“. საქართველოს ტერიტორიაზე სტალინის ძეგლების ვარდისფრად გადაღებვა 19 იანვარს დაიწყო. პირველად საღებავი ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის ცენტრში აღდგენილ სტალინის ძეგლს შეასხეს, შემდეგ კი თელავის რაიონის სოფელ აკურაში აღდგენილ ძეგლს. 9 თებერვალს კიკეთის დასახლებაში, სოფელ დიდებაში არსებული სტალინის ბიუსტიც გადაღებეს. ვარდისფრად შეღებეს ჩოხატაურში, კონოთეატრის ეზოში მდგარი სტალინის ძეგლიც. 2013 წელს თელავში სტალინის ძეგლი აღმართვისთანავე, ღამე ყვითლად გადაღებეს.

"
სტალინის ძეგლი ჩოხატაურში, 2011
წყარო: ამერიკის ხმა

გორში სტალინის ძეგლის ხელახალი დადგმის ყოველწლიური  მოთხოვნა

სტალინის  6-მეტრიანი მონუმენტი გორის ცენტრში 1952 წლიდან 2010 წლამდე იდგა. ძეგლის დემონტაჟი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განხორციელდა. თავდაპირველად ის ქალაქგარეთ, ერთ-ერთ საწყობში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოათავსეს და 10 წელია იქ ინახება.

2013 წლის 17 ივლისის საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თხოვნა, სტალინის ძეგლის აღდგენისა და მისი მუზეუმის ეზოში აღმართვის შესახებ დაკმაყოფილდა. 2015 წელს გორის საკრებულოში სტალინის მუზეუმის ეზოში სტალინის ძეგლის დადგმის საკითხი განიხილეს, თუმცა ამ ინიციატივას საკრებულომ მხარი არ დაუჭირა.

""
წყარო: ამერიკის ხმა 

კომუნისტური პარტია, სტალინის საზოგადოება და საზოგადოების ნაწილი გორში სტალინის ძეგლის აღდგენას ყოველწლიურად მოითხოვს. მსვლელობბეი ეწყობა სტალინის გარდაცვალების დღესთან და 9 მაისთან დაკავშირებით.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist