2019 წლის ყველაზე აბსურდული 7 Fake

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7 მითი 2019
65
VIEWS

“მითების დეტექტორი” წარმოგიდგენთ 2019 წელს საქართველოში გავრცელებულ 7 ყველაზე აბსურდულ დეზინფორმაციას. 

  1. 2019 წლის 22 ოქტომბერს ტვ ობიექტივის ეთერში დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპორტი დამოკიდებულია თურქეთის ბაზარზე და ხარისხიანი ქართული პომიდორი და კარტოფილი სწორედ იქ იყიდება, სანაცვლოდ კი საქართველოში უხარისხო პროდუქტი შემოდის. სინამდვილეში თურქეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებიდან მხოლოდ მეექვსე ადგილზეა, ხოლო საქართველო თურქეთში პომიდვრისა და კარტოფილის ექსპორტს საერთოდ არ აწარმოებს."
  2. 18 მარტს საინფორმაციო სააგენტო პირველმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით „ეგვიპტეში უცხოპლანეტელის მუმია აღმოაჩინეს“. მასალას ახლდა ფოტო, რომელზეც მუმიას “უცხოპლანეტელის” სახე ჰქონდა. (pckart.net) აღმოჩნდა, რომ Pia-ს მიერ მითითებული წყარო Newsinstact.com უცხოპლანეტელების შესახებ გამოგონილ ამბებზე წერს. ფოტო კი დამუშავებულია და მუმია ეგვიპტის უძველესი ქალაქის მემფისის მმართველი ფენის წარმომადგენელს ეკუთვნის."
  3. მიტროპოლიტმა იოანემ განაცხადა, რომ აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული თბილისის ეკლესიები რუსეთის აღდგენილია, ხოლო რუსი სამხედროები ქართულ ფრესკებს იმიტომ ათეთრებდნენ, რომ ნიკოლოზ მეორის შენიშვნის ეშინოდათ. სინამდვილეში რუსეთი ტაძრებს  ქართული კვალის წაშლის მიზნით ათეთრებდა, ხოლო დანგრეული ტაძრების აღდგენა ქართველების დამსახურებაა."
    ილორი შეთეთრების შემდეგ რუსული გუმბათით
  4. 2019 წლის 23 ოქტომბერს Sputnik-საქართველომ გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით “პროტესტის ტალღა ევროკავშირში – რითი არიან უკმაყოფილონი ევროპელი ფერმერები”. ვიდეოში სხვადასხვა საპროტესტო აქციის კადრები იყო ნაჩვენები და  ტიტრების თანახმად, ფერმერები საყოველთაო სიღატაკეს აპროტესტებდნენ. სინამდვილეში ვიდეოში ნაჩვენები საპროტესო აქციების კადრები სხვადასხვა წელს არის გადაღებული (2015, 2016, 2017 და 2019 წლებში) და დემონსტრაციები სხვადასხვა შინაარსის მატარებელი იყო."
  5. ვუნდერკინდი ქართველი სტუდენტი, რომელმაც რუსულენოვან ვებ-გვერდ pressa-segodnya.online-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად პაპილომასთან ბრძოლის პრეპარატი გამოიგონა, “მითების დეტექტორის” ლაბორატორიის კურსდამთავრებული გიორგი ორკოდაშვილი აღმოჩნდა."
  6. 2 თებერვალს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს 2-3 ძროხის მეპატრონეს 2020 წლიდან ევროკავშირის მოთხოვნის საფუძველზე გადასახადი დაეკისრებოდა."
  7.  ვებ-გვერდებმა Droni.ge, news.coa.ge, itar.ge და საინფორმაციო სააგენტო Prime Time- მა  გამოქვეყნეს იდენტური ინფორმაცია, თითქოს 91 წლის მონაზონი ანტუანეტა დე-ბასილი ქალიშვილობას აქუციონზე ყიდდა, მიღებულ თანხას კი ნოტრ-დამის აღდგენას შესწირავდა. აღმოჩნდა, რომ პუბლიკაციის წყაროდ მითითებული World News Daily Report სატირული გამოცემაა, ხოლო ფოტოზე გამოსახული მონაზონი არა ანტუანეტა დე-ბასილი არამედ 2018 წელს გარდაცვლილი პოლონელი მონაზონი სესილია როზაკი იყო."
თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist