3 ანტიდასავლური გზავნილი აშშ-ში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

18
VIEWS

25 მაისს მინეაპოლისში (აშშ)  ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული მასშტაბური საპროტესტო აქციების შესახებ კრემლის ადგილობრივი აქტორები და ანტილიბირალური ჯგუფები სხვადასხვა გზავნილებს აქტიურად ავრცელებენ და პარალელს ქართულ რეალობასთან ავლებენ. ხშირ შემთხვევაში გავრცელებული ნარატივები ანტიამერიკული ხასიათისაა  და თანხვედრაშია კრემლის ოფიციალურ პოზიციასთან.

კრემლის პოზიციის თანხვედრა ძირითადად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მეიდებთან (საქართველო და მსოფლიო, საქინფორმი, ტვ ობიექტივი) და პოლიტიკოსებთან (პატრიოტთა ალიანსი, ქართული დასი), ანტილიბერალურ ჯგუფებთან და რუსეთის სახელისუფლებო მედიებთან (Sputnik Georgia, Abkhazia, Ossetia) და სხვა აქტორებთან იკვეთებოდა. მათ შორის იყო საქართველოში რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული გენერალი  ტრისტან წითელაშვილიც, რომელიც უკრაინაში მაიდნის საპროტესტო აქციებში ამერიკულ კვალზე და დაქირავებულ ქართველ სნაიპერებზე რუსულო პროპაგანდისტული ფილმის ერთ-ერთი წყაროა.

“მითების დეტექტორმა”  ქართულენოვან სოციალურ ქსელებსა და კრემლისტურ მედია საშუალებებში და ასევე რუსეთის სახელისუფლებო მედიაში  აშშ-ში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით ძირითადი, ყველაზე მეტად გავრცელებული ნარატივები გამოავლინა, რომლებიც მანიპულაციური განცხადებებით, დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების  გავრცელებით ანტი-ამერიკული განწყობების გაღვივებას ან/და საქართველოსა და აშშ-ში პროტესტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მედიაზე დაკვირვების შედეგად 3 ძირითადი გზავნილის იდენტიფიცირება მოხდა:

  1. აშშ არადემოკრატიული სახელმწიფოა
  2. აშშ არატოლერანტურლი, რასისტული სახელმწიფოა
  3. აშშ-ში პროტესტი მართული პროცესია.

"

1. აშშ არადემოკრატიული სახელმწიფოა

კრემლისტური მედია საშუალებები და პრო-რუსი აქტორები აშშ-ში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით ნერგავენ მოსაზრებას, რომ აშშ არადემოკრატიული სახელმწიფოა. ასევე, ავითარებენ აზრს, რომ აშშ-ში საპროტესტო აქციების დარბევა მიღებული პრაქტიკაა, რასაც საქართველოს კონტექსტთან აკავშირებენ და საქართევლოში საპროტესტო აქციების დარბევის გამართლებას ან ამ მიმართულებით ხელისუფლების კრიტიკის უსაფუძვლობაში საზოგადოების დარწმუნებას ცდლობენ. ამასთან ერთად, ამკვიდრებენ შეხედულებას, რომ აშშ სუტდება, კრიზისშია, მას სიტუაციის მართვა არ შეუძლია და ამ კუთხით საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ სკეპტიციზმს თესავენ. საყურადღებოა, რომ აშშ-ს არადემოკრატიულობისა და ქვეყენაში მიმდინარე უკონტროლო პროცესების, კრიზისის ჩვენების შემდეგ კრემლისტური აქტორების მთავარი გზავნილი არის ის, რომ აშშ-ს არ აქვს უფლება სხვა სახელმწიფოს დემოკრატიის ან კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდოს. ქართულ მედია სივრცეში ამ გზავნილის ამერიკელი  კონგრესმენების  მიერ ივანიშვილის მიმართ კრიტიკული ანგარიშის/წერილების კონტექსტთან დაკავშირება ხდებოდა.


გზავნილი

ციტატა

 

 

 

 

 

 

 

აშშ არადემოკრატიული სახელმწიფოა

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი: „ამერიკელებს არათუ მორალური, არამედ არანაირი უფლება არ აქვთ სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრონ”

გიგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსი: „…უნდა დავინახოთ, თუ რა ყოფილა ამერიკაში დემოკრატიული პრინციპები, ადამიანის უფლებების დაცვა”.

ზვიად ავალიანი, ტვ “ობიექტივის” წამყვანი: „სწორედ, სულ რამდენიმე კვირის წინ იყო გარკვეული საკმაოდ სერიოზული უკმაყოფილება ქართულ საზოგადოებაში იმიტომ, რომ კონგრესმენების ნაწილი ამბობდა ისეთ რამეს, რაც ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად… ახლა, თითქოს მართლა ბედის ირონიაა, მაგრამ, სწორედ ამერიკულმა დემოკრატიამ აჩვენა, რომ პრობლემები იქაც არის.”

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: “დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ამერიკული დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა … წმიდა წყლის ბლეფია!”

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის რედაქტორი: “ამერიკულმა „დემოკრატიის შუქურამ“ ათასობით მოქალაქე დახოცა, მაგრამ საქართველოში არ ყოფილა დარბევები, როგორც აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გამო!! …. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ვუთხრა – ბიჭებო, წადით, თქვენს თავებს მიხედეთ, სახლში წესრიგი დაამყარეთ! …

ვალერი კვარაცხელია, ტვ “ობიექტივის” წამყვანი: “აშშ თავს დემოკრატიის მთავარ ბაირახტარად წარმოაჩენს…..სინამდვილეში დემოკრატიის ნასახი არ აქვთ…”.

აშშ-ში საპროტესტო აქციების დარბევა მიღებული პრაქტიკაა

ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევების ცენტრი: „ახლა იქ [ამერიკაში]…10 000 ადამიანი მარტო დაკავებულია და ეხლა მე მგონი კიზინგერი დადის ეხლა საკან-საკან და ყველას ნახულობს, რომ სია შეადგინოს პოლიტმატიმრების“.

 

 

 

 

 

აშშ სუსტდება, კრიზისშია, მდგომარეობა უკონტროლოა

ვალერი კვარაცხელია, საქართველო და მსოფლიოს ავტორი: “ეს ყველაფერი ერთად …ძირგამომპალი საწარმოო ძალებისა და საწარმოო ურთიერთობების სასიკვდილო აგონიის აშკარა გამოვლენაა..ეპოქალური კატაკლიზმების შეუქცევადი პროცესის მაუწყებელია”.

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი:  “მისტერ ტვისტერებო, თქვენ ყურები გამოუჭედეთ საქართველოს იმ ”ინსტიტუციური რეფორმებით”…თუმცა აღმოჩნდა, რომ თავად თქვენ შორს ხართ სრულყოფილებისგან!! …. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ ვუთხრა – ბიჭებო, წადით, თქვენს თავებს მიხედეთ, სახლში წესრიგი დაამყარეთ! …”

საქართველო და მსოფლიო, რედაქცია: აშშ-ში არეულობის დროს მოძრავ მატარებლებს ძარცვავენ – მასობრივმა არეულობამ აშშ–ში ძარცვა–ქურდობის შემთხვევების არნახული ზრდა გამოიწვია, რადგან პოლიცია თავს ვერ ართმევს საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებას”.

გიგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსი:უნდა დავინახოთ.. როგორი ყოფილა საზოგადოებრივი წესირგის დაცვასთან ამერიკის ხელისუფლების როგორც ფედერალური, ასევე შტატების დონეზე მათი მოქმედებები. ანუ აქაც სრული უსუსურობა და ის მდგომარეობა,… ასევე სრული ფიასკო…”


2. აშშ არატოლერანტული, რასისტული სახელმწიფოა

კრემლისტური აქტორები აშშ-ს არატოლერანტულ, რასისტულ სახელმწიფოდ წარმოჩენას ცდილობენ, რისთვისაც ისტორიულ ფაქტებს დღევანდელობასთან  ხელოვნურად აკავშირებენ. წარსულით მანიპულირებით ისინი  აშშ-ში რასიზმის პრობლემას ისეთივე სიმძაფრით წარმოაჩენენ, როგორც ეს წარსულში იყო.


გზავნილი ციტატა
აშშ არატოლერანტურლი, რასისტული სახელმწიფოა

გიორგი კასრაძე, ობიექტივის წამყვანი:„ერთი მხრივ აი ამ ფლიოდის გარდაცვალებამ გვიჩვენა ის, რომ ნაკლებად ტოლერანტული საზოგადოებაა სინამდვილეში.“

 

 

აშშ-ში რასიზმის პრობლემა დღესაც ისეთივე მძაფრია, როგორც წარსულში

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი:„რასიზმის პრობლემა დღემდე შეერთებულ შტატებში არსებობს…მულტიკულტურალიზმის სრული კრახი .“

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი:  “აღმოჩნდა, რომ იქ როგორც იყო რასიზმი, ისე არსადაც არ გამქრალა, თანაც, თეთრიცა და შავიც…”

ვალერი კვარაცხელია, ტვ “ობიექტივის” წამყვანი: “აშშ-ში რასიზმის არსებობას ყველა აღიარებს, რომელსაც ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და, სამწუხაროდ, დღემდე აღმოფხვრილი არ არის…“


3. აშშ-ში პროტესტი მართული პროცესია

აშშ-ში მინდინარე პროტესტის შესახებ სხვადასხვა შეთქმულების თეორია ვრცელდება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აშშ-ში პროტესტი მართული პროცესია და მას სოროსთან, დემოკრატიულ პარტიასთან ან ლიბერალურ ძალებთან აკავშირებენ. კრემლისტური ატორები ავითარრებენ მოსაზრებას, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში რევოლუციეისა და აშშ-ში მიმიდარე მოვლენების უკან ერთი და იგივე ძალა დგას, რითაც ამ პროცესების დისკრედიტაციას ცდილობენ.


გზავნილი ციტატა
 

 

 

 

აშშ-ში არეულობას სოროსი აფინანსებს

ტრისტან წითელაშვილი, გადამდგარი გენერალი: “მას[ტრამპს] დაუპირისპირდა სოროსის და ჯო ბაიდენის ტანდემი.”

ირაკლი გოგავა, საქართველოს განვითარების ლაბორატორია: „კიდევ არის ორგანიზებული ჯგუფები, მინესოტაში, მინეაპოლისში .. იქ 80% იყო ჩასული … დაფიქსირდა ჯგუფი ანტიფა-ს მოძრაობა და აქტივობა. ეს ანტიფა გახლავთ რადიკალური მემარცხენეების ჯგუფი, რომელსაც აფინანსებს ტრადიციულად სოროსი…“

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი: სოროსის ოფისი … პირდაპირ და ღიად მოქმედებს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ და მოქმედებს უკანონოდ.“

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: „ეს არის ტრამპის დასამხობად დაწყებული სოროსული “შავი რევოლუცია”!

ალტ-ინფო: „ჯორჯ სოროსის მიერ მხარდაჭერილმა სენტ-ლუისის პროკურორმა ფლიოდის გამო გამართულ საპროტესტო აქციებზე ყველა დაკავებული ციხიდან გაუშვა“

 

აშშ-ში პროტესტი და არეულობა ლიბერალური ძალების პროვოცირებულია

გია გაბრიჭიძე, ჟურნალისტი: “ის ვაკხანალია რაც მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოში ხდება არის ე.წ. აგრესიული ლიბერალიზმის უკვე შეიარაღებული ბრძოლა ნორმალური, ჯანსაღი ცხოვრების წესის წინააღმდეგ“.

ჯონდი ბაღათურია, ქართული დასი:„… აქ გამოჩნდა ლიბერალების ასე ვთქვათ ყველაფრის მკადრებლობა.“

 

 

პროტესტი დემოკრატიული პარტიის პროვოცირებულია

ტრისტან წითელაშვილი, გადამდგარი გენერალი: “ჯო ბაიდენს საკუთარ ქვეყანაში არ მოერიდა არეულობის მოწყობა და საქართველოს მითუფრო არ დაინდობს”

საქინფორმის რედაქცია: ” ტრამპის გადადგომისა და საქართველოში …ხელისუფლების დათმობის იძულების მცდელობა იმართება აშშ-ის ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯოზეფ ბაიდენის შტაბიდან..”.

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „უკვე ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ეს “შავი რევოლუცია” პირადად დონალდ ტრამპს მოუწყვეს სოროსელმა ლიბერასტებმა და ჯო ბაიდენის დემოკრატიურლი პარტიის ბანდამ!…

 

 

 

 

აშშ-ში მოვლენები ფერადი რევოლუციების სცენარით მეორდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: По американским методичкам совершались революции, свергались законные правительства. Как несуразно эти требования выглядят теперь, на фоне нынешней внутриамериканской ситуации.”

ტრისტან წითელაშვილი, გადამდგარი  გენერალი: “ეს დირიჟორები თავიდან იშორებენ ყველას…მოაწყვეს ფერადი რევოლუციების ესტაფეტა, „დემოკრატიის დაცვის“ საბაბით..  ფერადი რევოლუციის აჩრდილმა ამერიკასაც მიუკაკუნა!

ივან დანილოვი, РИА Новости-ის კოლუმნისტი:“… Старая формула, гласящая, что в Вашингтоне не может быть Майдана, потому что в Вашингтоне нет американского посольства, уже явно не работает “.

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი:  არანაირი „პირველი ეკონომიკა“ აღარ უშველის და ამერიკას მაშინ დიდ დეპრესიაზე უარესი მოელის. მაგალითად, “ფერადი რევოლუცია”, რომელსაც იგი ოსტატურად აწყობს მთელ მსოფლიოში“

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist