3 მითი დეპორტირებული მესხების შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ერერ
484
VIEWS

სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მესხების შესახებ ქართულ პრო-კლემლისტურ მედიაში მითები და დეზინფორმაცია ხშირად გვხვდება. ძირითადი გზავნილები მესხების დისკრედიტაციას და მათ ფაშისტებად ან თურქეთის მოკავშირეებად წარმოჩენას ისახავს მიზნად. კრემლისტური მედია მესხების დისკრედიტაციით სტალინის პოლიტიკისა და მესხების დეპორტაციის გამართლებას ცდილობს.

ერთ-ერთი ასეთი ინტერვიუ “საქართველო და მსოფლიომ” 2019 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა, სათაურით “დღევანდელ ხელისუფალთაგან, სამწუხაროდ, ბევრი დაუფარავად ლობირებს თურქეთის ინტერესებს”, “უფლებადამცველთა გაერთიანების” წარმომადგენელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ მესხების შესახებ გავრცელებული მითები გაიმეორა და ეს პროცესი ევროსაბჭოს ნეგატიურ კონტექსტში დაუკავშირა (“პარტნიორი” ევროსაბჭოს “რეკომენდაცია”). ინტერვიუში მჟავანაძემ 1944 წელს სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მესხები არა საბჭოთა საქართველოდან რეპრესირებულ ადამიანებად, არამედ თურქებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მათი გადასახლების მიზეზი მესხების ფაშისტებთან კავშირი იყო.

მითების დეტექტორი გთავაზობთ დეპორტირებულ მესხებზე გავრცელებულ სამ მითს და ფაქტებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებულენზე უნდა ვიცოდეთ. 

მითი N1: მესხები ფაშისტების დასაყრდენს წარმოადგენდნენ

რეალური ფაქტი N1: 30000-ზე მეტი მუსლიმი მესხი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სწორედ საბჭოთა კავშირის მხარეს ფაშისტების წინააღდმეგ იბრძოდა

საბჭოთა კავშირმა მესხების წინააღდმეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 1923 წელს დაიწყო, როდესაც ეთნიკურად ქართველი მესხები ,,აზერბაიჯანლებად“ ჩაწერეს, ქართული გვარები აზერბაიჯანულად მასობრივად გადაუკეთეს და მესხეთი აზერბაიჯანის კულტურულ ავტონომიად გადააქციეს. 1944 წლის ივლისში სტალინის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით ლავრენტი ბერიას საქართველოს რაიონებიდან მოსახლეობის გადასახლება დაევალა. მათ შორის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბოგდანოვკის რაიონებიდან და აჭარიდან “86 000” თურქი უნდა გადასახლებულიყო.

'

საბჭოთა ხელისუფლება თავის ეთნიკური ინჟინერიის პოლიტიკას სხვადასხვა ვერსიებით ამართლებდა. აღსანიშნავია, რომ ძირითად ვერსიად ამ კონკრეტული ხალხების საფრთხეს ასახელებდნენ, თუმცა გადასახლებული 100 000 ადამიანიდან უმრავლესობას ქალები და ბავშვები წარმოადგნენდნენ. 30000 -ზე მეტი მუსლიმი მესხი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სწორედ საბჭოთა კავშირის მხარეს ფაშისტების წინააღდმეგ იბრძოდა. მათ სამცხე-ჯავახეთში დაბრუნებისას სახლები კარაჭედილი დახვდათ.

სამცხე-ჯავახეთიდან გადასახლებულები შუა აზიის სახელმწიფოებში ჩაასახლეს, სადაც მათ გარკვეულ კონფლიქტებში მოუწიათ ჩართვა. საბჭოთა კავშირი მსგავს პოლიტიკას სხვა სახელწმიფოებშიც მიმართავდა. ის ხალხის ნაწილს აიძულებდა, დაეტოვებინა სამშობლო და შემდგომ თავისუფალ ტერიტორიაზე “უფრო სანდო” ჯგუფებს ასახლებდა. მაგალითად, ბალტიის ტერიტორიიდან გადასახლებული მოსახლეობის ადგილას რუსები დაასახლეს. გარდა ამისა, გადასახლებებით, სსრკ შრომითი რესურსების სხვადასხვა სახელმწიფოში გადასროლას ახერხებდა.

"

მითი N2: ევროპის საბჭოს რეკომენდაცია მესხების დაბრუნებაზე თურქეთის ძალისმხევის შედეგია

რეალური ფაქტი N2: საქართველომ მესხების რეპატრიაციის ვალდებულება ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აიღო

1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ საქართველომ დეპორტირებული მესხების რეპატრიაციაზე პასუხისმგებლობა აიღო. ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიის განმტკიცებას, კანონის უზენაესობის დაცვას და ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება. მესხთა რეპატრიაციის სისტემა  ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების პრინციპებს ეფუძნება და  ეტაპობრივ რეპატრიაციას ითვალისწინებს. სსრკ-ის პერიოდში სსრ საქართველოს მოქალაქე დეპორტირებული მესხები სხვადასხვა ქვეყანამ შეიფარა. სწორედ ამიტომ საქართველომ თავისი მოქალაქეების რეპატრიაციის ვალდებულება აიღო.

აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტად დანიშვნის შემდგომ დაიწყო, როდესაც საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა განიზრახა. 1996 წელს დამოკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრების წევრი სახელმწიფოები სპეციალურ კონფერენციაზე შეიკრიბნენ, სადაც სსრკ-ის პერიოდში დეპორტირებული ადამიანებისა და ლტოლვილების საკითხები უნდა განეხილათ. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, ეუთო და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ძალადობრივად დეპორტირებულ პირებს უფლება აქვთ, სურვილისამებრ დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში.

ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იმ ინდივიდებისთვის, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, მართლაც მნიშვნელოვანია. მესხების ისტორია დეპორტაციის დროს და მის შემდგომ საკმაოდ ტრაგიკულია და მრავალ არაადამიანურ მოპყრობასთან არის დაკავშირებული. ჯერ კიდევ გადასახლების პერიოდში სხვადასხვა წყაროს მიხედვით 17 000 ადამიანი დაიღუპა, ვინაიდან პირობები საკმაოდ მკაცრი იყო და გადარჩენას ბევრი ვერ ახერხებდა. როგორც ერთ-ერთი დეპორტირებული ნაზირა ვაჩნაძე საკუთარ წიგნში აღწერს, შუა აზიისკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ ბევრი ეპიდემია ვრცელდებოდა და მრავალი ადამიანი იღუპებოდა. ასევე არ იყო საკმარისი საკვები და სამედიცინო მომსახურება.

დეპორტაციის შემდგომ მესხებს სპეციალურ გეტოებში მოუწიათ შრომა და მათი პირობები საკმაოდ მძიმე იყო. აღსანიშნავია, რომ მესხებმა მეორე დიდი შეტევა საბჭოთა კავშირის უკანასკენლ წლებში განიცადეს. სსრკ-ის დაშლასთან ერთად ნაციონალიზმის აგრესიულმა ფორმამ სხვადასხვა ქვეყანაში იჩინა თავი, მათ შორის უზბეკეთში, სადაც დეპორტირებული მესხები ცხოვრობდნენ. უზბეკებმა 1988 წლის დასასრულს ტაშკენტსა და ანდიჟანში არაუზბეკური ჯგუფების (რუსები, მესხები, თათრები) შევიწროება და დევნა დაიწყეს. უკვე 1989 წელს ფერგანის ხეობაში ეთნიკური კონფლიქტი კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც მრავალი მესხი ადამიანის განადგურება გამოიწვია. შედეგად განადგურდა მათი სახლები და დაიჭრა ბევრი მათგანი. (buy modafinil with visa) ამის შემდგომ მესხებს კვლავ დიდი გადასახლება მოუწიათ და უზბეკეთი საფრთხისგან თავის არიდების მიზნით 50 000-მა მათგანმა დატოვა. ნაწილი აზერბაიჯანში წავიდა, ზოგმა კი უზბეკეთის მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა თავი.

აღსანიშნავია, რომ მესხების მიმართ ჩადენილმა დიდმა და ხანგრძლივმა დანაშაულმა სსრკ-ის დაშლის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია და ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვანი გახდა და იმ მესხთა სურვილისა და უფლების დაკმაყოფილება, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში დაბრუნება სურდათ.

"
მესხები ფერგანის ხეობაში, 1989 წ. (ფოტო: ალექსანდრე ბეგიაშვილი) 

მითი N3: სამცხე-ჯავახეთიდან გადასახლებულები მესხები კი არა, თურქები იყვნენ

რეალური ფაქტი N3: სამცხე-ჯავახათედიან დეპორტირებული მესხების წარმომავლობა ისტორიკოსებისთვის დავის საგანია

თურქ/მაჰმადიან მესხებად ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-ის მესხეთის რეგიონიდან იძულებით გადასახლებულ მესხებს მოიხსენიებენ, რომლებიც შუა აზიის ქვეყნებში გადაასახლეს. მათ გადასახლებასთან დაკავშირებულ დადგენილებებსა თუ წერილებში მესხებს საბჭოთა კავშირი მათი რელიგიური იდენტობის გამო თურქებად მოიხსენიებდა.

დეპორტირებული მესხების ეთნიკური წარმომავლობა დავის საგანია. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ტომი ეთნიკურად ქართველი იყო და ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიის პერიოდში თურქიზაცია განიცადა. ამ მეცნიერთა აზრი ახალციხის 1870 წლის აღწერას ემყარება, სადაც 20 855 ადამიანი სუნიტ ქართველად მოიხსენიება. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მესხები თავს ,,იერლი მისლიმანად” მოიხსენიებდნენ, რაც ადგილობრივ მუსლიმს ნიშნავდა. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ მესხები ეთნიკურად თურქები იყვნენ და მათზე ქართული გავლენა ვრცელდებოდა. მათი აზრით, იმ პერიოდის მუსლიმი მესხები აღმოსავლეთ ანატოლიის თურქებისგან საერთოდ არ განსხვავდებოდნენ. თურქულ ისტორიულ-პოლიტიკურ დისკურსში ამ ადამიანებს აჰისკა (ახალციხელი) თურქებს უწოდებენ. მესხების ნაწილი დღეს თავს ქართველად, ხოლო ნაწილი კი თურქად მიიჩნევს, ნაწილს კი გამოკვეთილი ეთნიკური იდენტობა არ გააჩნია.

 

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist