4 თამაში, რომელიც კრემლის პროპაგანდამ რეალურ ინფორმაციად “გაასაღა”

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

თამაშები
224
VIEWS

ვიდეო თამაშების ეფექტები დღეს საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება, თუმცა არც ისე რეალისტურად, რომ ნამდვილ ბრძოლაში აგვერიოს. საინტერესო ფაქტია, რომ კრემლისტურ მედიას და სახელმწიფო სტრუქტურებს ეს “შეცდომა” ხშირად მოსდით. გთავაზობთ 4 შემთხვევას, როდესაც ვიდეო თამაშები საბრძოლო კადრებად იყო წარმოდგენილი.

1. ვეტერანთა დღე რუსეთში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ლეიტენანტ ალექსანდერ პროხორენკოს გმირობას აღწერდა, როდესაც რუსეთის სახელმწიფო მედიამ ვიდეო მონტაჟი გაუშვა (2:35 წთ ). რეპორტაჟში საუბარია 2016 წელს სირიაში, პალმირაში განვითარებულ მოვლენებზე:  პროხორენკო ISIS-ის პოზიციებზე საჰაერო თავდასხმას იძახებს და როდესაც უკანდასახევი გზა აღარ რჩება, საკუთარ პოზიციებზე ცეცხლის გახსნას უბრძანებს და ISIS-ის ჯარისკაცებთან ერთად დაიღუპება. Первый Канал-მა მონტაჟისთვის ArmA-ს ვიდეო თამაშიდან საბრძოლო კლიპი გამოიყენა.

1

 

2. რუსეთმა ექსტრემისტი მებრძოლები ქიმიური იარაღით “გამოიჭირა”

რუსეთმა დასავლეთი გამოიჭირა, თუ როგორ გადასცემდა “ექსტრემისტებს” ქიმიური საბრძოლო მასალებით სავსე სატვირთოებს – ყოველ შემთხვევაში მათ ასე ეგონათ. მას შემდეგ, რაც რუსეთის საელჩომ გაერთიანებულ სამეფოში თვითერზე  ეს “უტყუარი მტკიცებულება” გამოაქვეყნა, ისინი მალევე გამოააშკარავეს. გამოყენებული კადრი ვიდეო თამაშ Command and Conquer-დან არის.

2

3. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ს ISIS-ის იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებს

2018 წლის 14 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ Facebook-სა და Twitter-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც სამინიტროს მტკიცებით, აშშ-ისა და ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” თანამშრომლობას ასახავდა და მასზე 2017 წლის 9 ნოემბერს აბუ ქამალიდან ISIS-ის რაზმის გადაადგილება იყო ასახული.

3

რეალურად ეს ფოტო სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშის, AC-130 Gunship Simulator-ის პრომო-ვიდეოს კადრი აღმოჩნდა.

4

4. Russia Today აშუქებს “ბავშვ ჯარისკაცებს” სუდანში

ინტერვიუში ახალგაზრდა მამაკაცი საუბრობს, თუ როგორ იბრძოდა ბავშვობაში სუდანის სამოქალაქო ომში. ამ დროს კი კამერა (5:36 წთ) სრულიად უადგილოდ გადადის სურათზე ვიდეო-თამაშ Metal Gear Solid V: The Phantom Pain-დან.

5

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist