4 ტყუილი ქერჩის სრუტის მოვლენების შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

40
VIEWS

2018 წლის 26 ნოემბერს ტვ “ობიექტივის” ეთერში პრორუსული პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ავთანდილ ენუქიძემ ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ უკრაინული კატარღებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ სატელეფონო ჩართვისას ისაუბრა. მისი მტკიცებით,  უკრაინის გემებმა კანონი დარღვიეს, რადგან მათი გადაადგილება რუსეთთან შეთანხმებული არ ყოფილა და მომხდარი პრეზიდენტ პოროშენკოს მხრიდან იყო პროვოცირებული. იდენტური მოსაზრება იმავე გადაცემაში გენერალმა გურამ ნიკოლაიშვილმა გაახმოვანა, რომლის მტკიცებით,  უკრაინის მხრიდან რუსეთის სასაზღვრო ზოლის დაარღვევა პორპშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებისათვის გათვლილი „პიარი“ იყო. 27 ნოემბერს   ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადება კრემლისტურმა ონლაინ გამოცემა “საქინფორმმაც” გამოაქვეყნა, რომელშიც მომხდარი  პრეზიდენ პოროშენკოს ინტერესს უკავშირდებოდა, საომარი მდგომარეობის გამოცხადებით გადაევადებინა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები.

ავთანდილ ენუქიძე, პატრიოტთა ალიანსის წევრი: „ეს დაარღვიეს უკრაინელებმა დღეს და სხვა დროში გაიარეს შეუთნხმებლად … მეორე, იქ არ შეიძლებოდა სამხედრო გემების გასვლა… რუსებმა ჩააყენეს ე.წ. სუხაგრუზი, რომელმაც გადაკეტა გასასვლელი და ე.ი. ფაქტიურად უკრაინელები მიდიოდნენ იმაზე, რომ უნდა დატაკებულიყვნენ ამ სუხაგრუზს. … ე.ი. რა ომს იწყებდნენ?  რაც შეეხება პარაშენკოს…მაგას აწყობს, რო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს ეხლა…”

გურამ ნიკოლაიშვილი, გენერალ-ლეიტენანტი: „…ქერჩის ყურე, იქ, სადაც სასაზღვრო ზოლი არის 12 მილიანი ზოლი, რომელსაც რუსეთმა ანექსია კი გაუკეთა ყირიმს და საერთოდ ოკუპაციაც არის იმ ტერიტორიის გაკეთებული, მიიერთა ყველაფერი და ამიტომ მოითხოვს ყველა ქვეყნებისაგან, მათ შორის უკრაინისგანაც, რომ დაიცვას ეს ზონები, რომლებიც 12 მილიან ზონასთან არის დაკავშირებული, ეს არ დაიცვა ამ გემებმა… ამიტომაც იყო რომ გამოიყენეს ძალა…შეთანხმება ამაზე არ არის გაკეთებული, სამხედრო გემებს – უკრაინის, გასვლა იმ ხიდის ქვეშ არ შეუძლიათ.“

საქინფორმი:  „უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ საკუთარ ქვეყანაში ნულოვანი რეიტინგის მქონე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 2019 წლის მარტსა და ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გზით წავიდა და რუსეთის ფედერაციის საომარი მოქმედებისაკენ პროვოცირება გადაწყვიტა … კიევის ხელისუფლების მიერ შემოღებული სამხედრო მდგომარეობა საშუალებას მისცემს ა – უკრაინაში განუსაზღვრელი დროით გადაიდოს არჩევნები, ბ – შემოღებული იქნეს ლიმიტები და ბარათები პროდუქტებზე და ჰუმანიტარული კატასტროფა და ეკონომიკის დანგრევა საომარ მდგომარეობას გადააბრალონ, გ- გამოიწვიონ დასავლეთში ანტირუსული ისტერიის მორიგი აფეთქება…“

ქერჩის სრუტესა და შავ ზღვაში განვითარებული მოვლენების შესახებ ქართულ მედიაში გაჟღერებული გზავნილები რუსეთის გამართლებას და მომხდარში უკრაინის დადანაშაულებას ისახავს მიზნად. პატრიოტთა ალიანსი, საქინფორმი და გურამ ნიკოლაიშვილი ქერჩის მოვლენების კრემლისეულ ვერსიას პირდაპირ იმეორებენ. რეალურად, 1. აზოვის ზღვის მილიტარიზაციას რუსეთი უკანონოდ ახდენს; 2. ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემების გადაადგილებისათვის უკრაინას რუსეთის ნებართვა არ სჭირდება; 3. რუსეთმა ცეცხლი უკან გაბრუნებულ გემებს გაუხსნა; 4. უკრაინულ კატარღებს რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული აკვატორიის საზღვარი არ გადაუკვეთავთ; 5. საომარ მდგომარეობა დეკემბრის ბოლოს სრულდება, ხოლო არჩევნები მარტშია დაგეგმილი.

რუსული გზავნილი N 1. რუსეთის ნებართვის გარეშე ქერჩის სრუტეში გადაადგილების უფლება უკრაინის გემებს არ ჰქონდათ.

ფაქტი 1. ქერჩის სრუტეში უკრაინის დროშის ქვეშ მცურავი გემების თავისუფლად გადააადგილება უკრაინასა და რუსეთს შორის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით არის უზრუნველყოფილი;  აზოვის ზღვის მილიტარიზაციას რუსეთი უკანონოდ ახდენს.

ქერჩის სრუტეში და აზოვის ზღვაში გემების გადაადგილებას რუსეთსა და უკრაინას შორის 2003 წელს დადებული ორმხრივი  ხელშეკრულებააწესრიეგებს, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ არის ხელმოწერილი. ხელშეკრულების თანახმად, ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის, შიდა წყლად არის მიჩნეული და ორივე ქვეყანა თანაბარი უფლებებით სარგებლობს.

EU vs. Disinformation-ის მიხედვით, ქერჩის სრუტეზე  ხიდის მშენებლობა რუსეთმა უკრაინის თანხმობის გარეშე დაიწყო, რაც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას წარმოადგენს. ამავდროულად, რუსეთი ახდენს აზოვის ზღვის მილიტარიზაციას და ცდილობს უკანონო კონტროლი დააწესოს საზღვაო გზებსა და სრუტეებზე. რუსეთს ქერჩის სრუტის უკანონოდ ჩაკეტვისა და ინსპექტირების შეწყვეტისაკენ ევროკავშირმაც მოუწოდა.

რუსული გზავნილი N 2. შავ ზღვაში უკრაინულ გემებზე რუსეთის ფლოტის თავდასხმა უკრაინის პროვოკაცია იყო.

ფაქტი 2. უკრაინის 3  კატარღა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ გადაადგილდებოდა, სადაც რუსულთან ერთად უკრაინული პორტებიც მდებარეობს, თუმცა რუსეთმა ქერჩის სრუტე ჩაკეტა. მიუხედავად ამისა,  უკრაინული სამხედრო ფლოტის მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ცეცხლი უკრაინის კატარღების მიმართულებით რუსეთის საზღვაო სანაპირო დაცვამ მაშინ გახსნა, როდესაც უკრაინული კატარღები უკან ბრუნდებოდნენ.

უკრაინის მხრიდან მდგომარეობის ესკალაციის თავიდან არიდების სურვილზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ უკრაინის საზღვაო ძალებმა  კატარღების გადაადგილების შესახებ რუსულ მხარეს შეტყობინება გაუგზავნეს, მიუხედავად იმისა, რომ  ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ქერჩის პორტი და სრუტე რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ უკანონოდ გადავიდა.

რუსულმა გემებმა ქერჩის სრუტე უკანონოდ ჩაკეტეს და უკრაინული კატარღები არ შეუშვეს, რის შედეგადაც კატარღები უკან გამობრუნდნენ. რუსეთის სანაპირო დავცვის ხომალდებმა კი სწორედ უკანა გზაზე, შავ ზღვაში გაუხსნეს ცეცხლი უკრაინულ კატარღებს და შეიპყრეს. უფრო მეტიც, რუსეთის ფედერაციამ ინციდენტშო ავიაცია და ნავსაწინააღმდეგო ხომალდიც ჩართო. დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაური.

რუსული გზავნილი N3. უკრაინის გემებმა რუსეთის ტერიტორიული წყლების საზღვარი დაარღვია (12 მილი ქვეყნის კუთვნილი სანაპირო ზოლიდან), ამიტომ რუსეთის მიერ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო.

ფაქტი 3. ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლიდან რუსეთის მიერ არის ანექსირებული და მას რუსეთის შემადგენლობაში არცერთი სახელმწიფო აღიარებს. მეტიც, რუსეთმა უკრაინული გემები თვითგამოცხადებული საზღვრის მიღმა დააკავა.

რუსული მხარე უკრაინულ კატარღებს  რუსეთის ტერიტორიული წყლების საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს, გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის მიხედვით, 12 მილი სანაპირო ხაზიდან სახელმწიფოს კუთვნილი აკვატორიაა. ამ შემთხვავაში, რუსეთი ყირიმს საკუთარ ტერიტორიად ცნობს, თუმცა საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო საზოგადოების თანახმად ყირიმი უკრაინის შემადგენლობაშია. შესაბამისად, უკრაინული გემები აღნიშნულ პრინციპს ვერ დაარღვავდა.

უფრო მეტიც, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რუკის თანახმად, უკრაინულ გემები რუსეთის ფლოტმა ყირიმის სანაპირო ზოლიდან 12 მილის მიღმა დააკავა.

"
წყარო: უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა სამინისტრო

რუსული გზავნილი N4. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამიზნულად მოაწყო პროვოკაცია, რათა საომარი მდგომარეობის გამოცხადების საბაბი შეექმნა და უკრაინაში მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გადაეწია

ფაქტი 4. პეტრო პოროშენკოს მიერ გამოცხადებული საომარი მდგომარეობა ძალაში 28 ნოემბერს შევიდა და მისი ვადა 30 დღეა. საომარი მდგომარეობა დეკემბრის ბოლოს მოიხსნება და გავლენას მარტში დაგეგმილ არჩევნებზე  ვერ მოახდენს.

იდენტური გზავნილები რუსულ მედიაში

ობიექტივის ეთერში პატრიოტთა ალიანსის წევრის ავთანდლილ ენუქიძისა და გენერალ-ლეიტენანტი  გურამ ნიკოლაიშვილის მიერ შავ ზღვაში განვითარებული მოვლენების შეფასება, ისევე როგორც საქინფორმის მიერ გამოქყვეყნებული განცხადება იმ გზავნილების იდენტურია, რომლებსაც კრემლთან დაკავშირებული მედია საშუალები ავრცელებენ. EU VS Disinformation-ის მიმოხილვის თანახმად  25 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს უკრაინის,  კონკრეტულად ურაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად აფასებს რასია 1 ( 25 და 26 ნოემბრის სიუჟეტებში), ПЕРВЫЙ КАНАЛ,  Rusvesna.su, Ria-  ФАН, Russia Today და სხვ.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist