5 გზავნილი და 12 ტროლი ლონდა თოლორაიას წინააღმდეგ

კითხვის დრო: 9 წუთი

კითხვის დრო: 9 წუთი

304
VIEWS

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების შექმნას გეგმავს. ამ ფაქტს თავად სახელმწიფო ინსპექტორიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი სამსახურის გაუქმების შესახებ “კონსპირაციულად” დაინიცირებული კანონპროექტის შესახებ მედიიდან შეიტყო. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ეს არა რეფორმა, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტის და ამ უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ამ გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რომლებმაც ფაქტი დამოუკიდებელ უწყებაზე მიზანმიმართულ, დაგეგმილ თავდასხმად და ანგარიშსწორებად შეაფასეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტოს მიზანმიმართული თავდასხმები დამოუკიდებელ ინსიტიტუტებზე და მისცეს საშუალება ინსპექტორს სრულად განახორციელოს საკუთარი მანდატი. ხელისუფლებას ინსპექტორის გაუქმების ინიციატივის გაწვევისკენ მოუწოდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმაც, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა კი აღნიშნა, რომ პროცესი ნაჩქარევი და შემაშფოთებელია. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ, დუნია მიატოვიჩმა კი საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა და თქვა, რომ მიღების შემთხვევაში კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს, დაასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების ფუნქციონირებას.

ამის პარალელურად, სოციალურ და ტრადიციულ მედიაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და, კონკრეტულად კი, ლონდა თოლორაიას მისამართით სხვადასხვა მადისკრედიტირებელი განცხადებები გამოჩნდა. სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ დისკრედიტაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სახელისუფლებო ექსპერტების გარდა, სამთავრობო ექსპერტები, პრო-სახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუქ გვერდები, ასევე, ანტიდასავლური და კრემლისტური აქტორებიც ჩაერთნენ. სოციალურ ქსელში ასევე გააქტიურდნენ ყალბი ანგარიშები, რომელთა სამიზნე არა მხოლოდ ლონდა თოლორაიას, არამედ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ამერიკისა და გერმანიის ელჩები გახდნენ,

დისკრედიტაციის კამპანიის დროს 5 საერთო გზავნილი გამოიკვეთა:

  1. ლონდა თოლორაიამ კანონპროექტი უკანონოდ მოიპოვა;
  2. ინსპექტორის სამსახური არაეფექტიანი, ანტისახელმწიფოებრივი ინსტიტუტია;
  3. ინსპექტორის სამსახური დასავლეთიდან იმართება/დასაველთი შიდა პროცესებში ერევა;
  4. ინსპექტორის სამსახური ნაციონალების ინტერესებს ატარებს/ლონდა თოლორაია ადეიშვილის კადრია;
  5. ლონდა თოლორაია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას კადრია და მის დავალებებს ასრულებს.

1. ლონდა თოლორაიამ კანონპროექტი უკანონოდ მოიპოვა

მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელობა პარლამენტს კონსპირაციულად, მათი უწყების ჩართულობის და კონსულტაციის გარეშე საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის გამო აკრიტიკებდა, სახელისუფლებო მედიებმა ინსპექტორის აპარატის მიერ კანონპროექტის მოპოვება მიიჩნიეს საეჭვოდ.

27 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტო Postv-მ ლონდა თოლორაია კანონპროექტის “უკანონოდ მოპოვებაში” დაადანაშაულა და მასალა სათაურით “ლონდა თოლორაია არ პასუხობს შეკითხვას, თუ ვინ გადასცა მას კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთ დაგზავნილი” გამოაქვეყნა. პოსტ ტვზე დაყრდნობით, იდენტური ინფორმაცია იდენტური სათაურით ამავე დღეს სხვა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე საინფორმაციო სააგენტოებმაც გაავრცელეს. ესენია: imedinews.gekvira.gelid.gereportiori.gedigest.pia.ge. საინფორმაციო სააგენტოების გარდა, კანონპროექტის “უკანონოდ მოპოვებაში”, რომელიც მხოლოდ ბიუროს წევრებს უნდა ჰქონოდათ სახელისუფლებო ექსპერტებმა, გია აბაშიძემ და ანდრია გვიდიანმა დაადანაშაულეს.

""

2. ინსპექტორის სამსახური არაეფექტიანი, ანტისახელმწიფოებრივი ინსტიტუტია

როგორც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პარლამენტარი სოზარ სუბარი, ასევე კრემლისტური გამოცემა “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი სახელმწიფო ინსპექტორის, როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობას და ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ. სუბარმა ინსტიტუტს მახინჯი და არაეფექტიანი უწოდა, არნო ხიდირბეგიშვილმა კი – ანტისახელმწიფოებრივი.

სოზარ სუბარი, ქართული ოცნების დეპუტატი

“განვლილმა ორმა წელმა აჩვენა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურ​ის არაეფექტურობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, არ მოვერიდები ამ სიტყვას, თავიდანვე მახინჯი სისტემა იყო.”

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი

“…პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, როგორც ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, თავისი აპარატებითურთ, წარმოადგენს მთავარ ანტისახელმწიფოებრივ და ძირგამომთხრელ ინსტიტუტს საქართველოში!”

3. ინსპექტორის სამსახური დასავლეთიდან იმართება/დასაველთი შიდა პროცესებში ერევა

კრემლისტური აქტორები, მათ შორის ძალადობრივ პლატფორმა “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული ნიკოლოზ მჟავანაძე და ბექა ვარდოსანიძე, ასევე ონლაინ გამოცემა “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი და პარტია “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა სახელმწიფო ინსპექტორის დისკრედიტაციის მიზნით მას, ისევე როგორც სახალხო დამცველს, დასავლეთიდან მართულს უწოდებდნენ. ხოლო სამხედრო ბლოგერი დავით ნემსაძე ამერიკის ელჩს სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების გამო გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში სდებდა ბრალს.

ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნა გახარიას უშუალო ჩართულობით, ევროპელი ბოსების მოთხოვნის საფუძველზე. სამსახურის ხელმძღვანელის – ლონდა თოლორაიას ძირითადი საქმიანობა მიმართული იყო ლგბტ უფლებების და ე. (Atticsandmore.com) წ. ოჯახური ძალადობის მიმართულებით.”

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი

“ლონდონიდან მართული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, როგორც ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, თავისი აპარატებითურთ, წარმოადგენს მთავარ ანტისახელმწიფოებრივ და ძირგამომთხრელ ინსტიტუტს საქართველოში!”

ნიკოლოზ მჟავანაძე, ალტ-ინფოს წამყვანი, უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი

“2021 წელს უნდა გავატანოთ ნინო ლომჯარია, სალომე ზურაბიშვილი, ლონდა თოლორაია, ნაცები, ლიბერალური მედია,  სიროსის ლეკვები და ყველა საქართველოს შიდა და გარეშე  მტერი.”

ბექა ვარდოსანიძე, ბლოგერი

“ლომჯარიას კელი დეიდა იცავს !!! ლონდა თოლორაიას კელი დეიდა იცავს!!! კი მაგრამ ხალხი რატო არ იცავს?”

დავით ნემსაძე, სამხედრო ბლოგერი

“თქვენ [კელი დეგნანი, აშშ ელჩი საქართველოში] უკვე დაუფარავად კარნახობთ ხროვად ქცეულ უავტორიტეტო საქართველოს ხელისუფლებას შიდა პოლიტიკური ცხოვრების დოგმებს… ჩემთვის ყოვლად გაუგებარია თქვენი მოწოდებები თუ რა გადაწყვეტილება უნდა მოოღოს საქართველოს პარლამენტმა, ნაპრემიერალი გახარიას ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გაკეთებული ,,კანტორის” გაუქმების პროცესში, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის ბუნაგი დაარქვეს.?

4. ინსპექტორის სამსახური ნაციონალების ინტერესებს ატარებს/ლონდა თოლორაია ადეიშვილის კადრია

სახელისუფლებო ექსპერტები, ისევე როგორც კრემლისტური, ანტი-დასავლური გამოცემები და ფეისბუქ გვერდები სახელმწიფო ინსპექტორის დისკრედიტაციის მიზნით მას ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში სდებდნენ ბრალს. ამ მოსაზრებას კი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საქმეზე ინსპექტორის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ასაბუთებდნენ, ასევე იმ ფაქტით, რომ თოლორაია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის პერიოდში იმავე სისტემაში მუშაობდა. ერთ-ერთ არგუმენტად ასავე დასახელებული იყო ლონდა თოლორაიას მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუკში ენმ-თან დაკავშირებული პირის პოსტის მოწონების ფაქტი. ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე კი თოლორაიასთა ერთად სახალხო დამცველის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა, რადგან მისი განცხადებით, ეს ინსტიტუტები ნაციონალებისა და ლიბერალების ინტერესების დამცველ უწყებებად ჩამოყალიბდნენ.

სახელისუფლებო ექსპერტები

კრემლისტური/ანტი-დასავლური აქტორები

ზაალ ანჯაფარიძე, სახელისუფლებო ექსპერტი: “მისმა დასკვნამ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრების გასაჯაროებაზე, დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ინსპექტორმა ვერ ჩააბარა გამოცდა მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე. იმიტომ ხომ არა, რომ თავად არის სააკაშვილის სისტემის პირმშო? ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ მისი დანიშვნით რაც დათესა, ის მოიმკო, ისევე როგორც ლომჯარიას და კიდევ არაერთი.”

მათი [არასამთავრობოების] და როგორც აღმოჩნდა სააკაშვილის ინტერესიც არის ერთი – თანამდებობაზე შეინარჩუნონ მათთვის მისაღები ფიგურა ლონდა თოლორაია, მისი პოზიციების გამო სააკაშვილის საქმეზე.”

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: “ლონდას და ლომჯარას კანტორები არა მარტო უნდა დაიხუროს,არამედ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ლომჯარია,რომელმაც სახალხო დამცველის ინსტიტუტი გააპარტახა და ის სააკაშვილის,ლიბერასტების,სოროსელების დამცველ ქვეწარმავალთა ბუდედ აქცია ”

ანდრია გვიდიანი, ექსპერტი: “ფაქტია, სახელმწიფო ინსპექტორი და ოპოზიცია, სრულ კოლაბორაციაში არიან და შეთანხმებულად მოქმედებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის აღიარება თოლორაიას უჭირს.”

ირაკლი ჯანყარაშვილი, “თვალსაზრისის” ავტორი: “აი, ამიტომაც არ არის გასაკვირი, თუ რატომ იცავდა ასე გულმხურვალედ ინსპექტორის სამსახური ციხეში მჯდარ სააკაშვილს, როგორც ნაც_ლომჯარია დანიშნეს და სახალხო დამცველის ინსტიტუტი ჩაუგდეს ხელში ნაცებს ”კობახიძე – მდინარაძემ,” ისე გადაულოცეს ინსპექტორის სამსახურიც…”

ირაკლი ლატარია, ექსპერტი: “კიდევ ერთხელ დელონდარიზაციაზე – რომ ვამბობ, ყოფილი ნაცი არ არსებობს მეთქი, ზოგიერთები  შემომივარდებით აქ კომენტარებში და ათას სისულელეს მიწერთ. აგერ ბატონო, ლონდა თოლორაია გულებს უწერს და სიყვარულს უხსნის სოციალურ ქსელში მამალ ნაც დავით საყვარელიძეს… რა არის ეს თუ არა ნაცობა და ნაცების სიყვარული?”

ლონდა თოლორაია არის ადეიშვილის ხელის გოგო, მისი გამოზრდილი და მის წიაღში აღმოცენებული ჯალათი!”

დავით ნემსაძე, სამხედრო ბლოგერი: [ლონდა თოლორაიას] “ცოტა სამარცხვინოა შენ რომ პერსონალური ინფორმაციის დამცველი ინსპექტორი გქვია… ნაცების დროს სისხლიანი პროკურორი იყავი, პოლიტიკურ საქმეებზე უდანაშაულოდ სვამდი ხალხს ციხეებში… დღეს შენ ერთადერთი მისია გაქვს გააპრაო სააკაშვილი და შენ ამას ასრულებ… შენი კანტორა აუცილებლად უნდა დაინგრეს და ზედ საძირკვლებში მარილიც უნდა მოეყაროს რომ ვერასოდეს გაიხაროს ანტისახელმწიფოებრივმა ინტერესებმა.”

ზურაბ ქადაგიძე, ანალიტიკოსი: “თავის დროზე რომ დაგეჯერებინათ გოგიჩასთვის და ადეიშვილის ხელის გოგო არ დაგენიშნათ ინსპექტორად, ახლა სხვა სიტუაცია იქნებოდა. ამ ქალმა წლები იმსახურა ადეიშვილის ხელქვეითად და თავიდან ბოლომდე აქვს შესისხლხორცებული მისი მეთოდები, რაც სახეზეა.“

ანტიდასავლური დოქტრინა: “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მდინარაძეს თავისი ნაცსაძმაკაცო ყავდა დასაქმებული და ეს ინსტიტუტი როგორც სახალხო დამცველის ისევე იდგა ნაცების სამსახურში.”

ლევან ნიკოლეიშვილი, ანალიტიკოსი: ოცნება, შენ რაგითხარი, ადეიშვილის კადრი რომ შეინარჩუნე და მერე დააწინაურე! ახია! სასწრაფოდ მოაცილეთ ეს ჯალათი სტრუქტურას.“

ჯაბა ხუბუა, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი: “იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება ნაცსექტის წკავწკავის გამო უკან არ დაიხევს და კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი ხელმძღვანელის თანამდებობის გაუქმებას გულისხმობს, კანონად აქცევს! ეს უწყება, რომელიც ნაცებისა და ლიბერასტების აპეკუნობის გარდა არაფერს აკეთებს, გასაუქმებელია! ეს ქალი – ადეიშვილის ლონდა და ლანდი – მოსაშორებელია!”

"
გაზეთი “ასავალ-დასავალი”, სათაური “ეს ქალი მოაშორეთ! ადეიშვილის ლონდა და ლანდი!”

სახელისუფლებო და ანტიოპოზიციური ფეისბუკ გვერდები, “GeoPress”, “პოლიტიკური აბსურდი”, ასევე მედიასაშუალება Prime Time ლონდა თოლორაიას დისკრედიტაციის მიზნით და იმის წარმოსაჩენად, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ნაციონალების კადრია, ყოფილი პარლამენტარის, ლევან გოგიჩაიშვილის, ძველ ციტატასაც ავრცელებდნენ, სადაც გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ლონდა თოლორაია ადეიშვილის ყოფილი პროკურორია.

"
ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი, Zaza Kevlishvili კი ავრცელებდა სქრინს, რომელშიც დავით საყვარელიძის ფეისბუქ პოსტის რეაქციები ჩანდა, ტექსტით “ეს ლონდა თოლორაია სააკაშვილის პირად შნირს საყვარელიძეს გულებს რომ უხატავს და თან ასეთი მნიშვნელოვანი უწყების შეფია არაუშავრა ხო?”

"
გარდა ამისა, სახელისუფლებო მედია “პოსტვ-მ” გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ირწმუნება, რომ თოლორაიას მხარდამჭერ აქციაზე ენმ-ს წევრებს ფულს ურიგებენ. აღნიშნული ვიდეო საინფორმაციო სააგენტომ “მარშალპრესი”, აგრეთვე, “კვირა”, For.ge, “Lid.ge”, “რეპორტიორი”, “infopostalioni.com”, “ექსკლუზივ ნიუსი”, “Age.ge”, და ანტიოპოზიციურმა გვერდებმა “სირცხვილის კორიდორი”,  “პოლიტიკური აბსურდი” და “სიმართლის დროა” კოორდინირებულად გამოაქვეყნეს.

""

5. ლონდა თოლორაია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას კადრია და მის დავალებებს ასრულებს

სახელისუფლებო ექსპერტი ირაკლი ლატარია და პარტია “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უკავშირებდნენ და ამბობდნენ, რომ ლონდა თოლორაია გახარიას კადრი იყო და მის დავალებებს ასრულებდა.

ირაკლი ლატარია, ექსპერტი:

“ლონდა თოლორაია არის გახარიას დაწინაურებული და მისი ხელდასხმით დანიშნული ინსპექტორი. თოლორაია არის მოღალატე გახარიას დავალებების შემსრულებელი! ეს არის სიმართლე და ყველამ იცის, მაგრამ არავინ ლაპარაკობს! თოლორაია არის ის ადამიანი, რომელიც ვერასოდეს იქნება ობიექტური და მუდამ იმას გააკეთებს, რასაც ეტყვის ნაც.მოსთან ოფიციალურად შერწყმული გახარია!

ლევან ჩაჩუა, ქართული იდეა

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნა გახარიას უშუალო ჩართულობით, ევროპელი ბოსების მოთხოვნის საფუძველზე.”

ყალბი ანგარიშები

სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების სამიზნე ლონდა თოლორაიასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ამერიკისა და გერმანიის ელჩები გახდნენ, რომლებმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებული პაკეტის შესახებ კრიტიკული შეფასებები გამოთქვეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმების შესახებ 27 დეკემბერს განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 28 დეკემბერს ლონდა თოლორაიას მიმართ მხარდაჭერა გამოხატა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და პარლამენტის მიერ მომზადებულ პაკეტს საქართველოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები უწოდა.  პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ასევე გამოეხმაურნენ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

ყალბი ანგარიშები შემდეგი საინფორმაციო სააგენტოების: რადიო თავისუფლებაInterpressnews.geTabula – ტაბულა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებზე მადისკრედიტირებელ კომენტარებს ტოვებდნენ.
“მითების დეტექტორმა” სულ  12 ყალბი ანგარიში გამოავლინა:

  • 12-დან 4 ყალბი ანგარიში პროფილზე სხვა ადამიანების ფოტოს იყენებს, 8 კი იდენტობას მალავს;
  • 1 ანგარიში ახლადშექმნილია;
  • 2 ანგარიშს პროფილის ბმულში განსხვავებული დასახელება აქვს მითითებული;
  • 2 ყალბი ანგარიში (ნინი ამირეჯიბი, დაათ ცაბაძე) მადისკრედიტირებელ კამპანიებში ადრეც იყვნენ ჩართულნი.

იპარავს სხვის იდენტობას 

1.Ana dadiani
"

იპარავს ფოტოს, რომელსაც ფოტოგრაფიულ ბლოგებსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებელი იყენებს. მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გვერდები.

"

2.Mina Mania
"

ახლადშექმნილი ანგარიში, პროფილის ვიზუალად იყენებს ქალის სათვალეების რეკლამაში გამოყენებულ ფოტოსმოწონებული აქვს მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოების გვერდები.
"

3.ნინი ამირეჯიბი
"

იპარავს Vkontakte.ru-ს მომხმარებლის, Ангелина Лебединская-ს იდენტობას. ჰყავს 24 მეგობერი. მოწონებული აქვს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გვერდები. ანგარიში ჩართული იყო ნინო ლომჯარიას მადისკრედიტირებელ კამპანიაშიც.
"

4.Kote afxazi
"

პროფილის ფოტოდ იყენებს ქართველი საზოგადო მოღვაწის, კოტე აფხაზის ფოტოს.

მალავს იდენტობას

5.Bubu Write
"

მალავს იდენტობას, ჰყავს 25 მეგობარი. ანგარიშის კედელზე მხოლოდ პროფილისა და ქავერის ფოტოს შეცვლის აქტივობები ფიქსირდება.

6.Enrique Victor
"

მალავს იდენტობას, არ აქვეყნებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და სხვა სახის პოსტებს.

7.Best Besta
"

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს გვერდები: POSTV – ანალიტიკაPOSTV – გართობაPOSTVშინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia,მიხეილ უკრაინოლოგიPOSTV – ახალი ამბები

8.ბოგვერი უსი
"

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს საინფორმაციო სააგენტოების გვერდები

9.Pavel poliak
"

მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი giorgio.moschino

10. Tamta Dgebuadze
"

არ ავრცელებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, არ აქტიურობს პირად კედელზე.

11.დაათ ცაბაძე
"

დაათ ცაბაძე სოციალურ ქსელში 2019 წლიდან აქტიურობს, მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიაში, 2021 წლის თებერვალში, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ამერიკულ დემოკრატიას აკრიტიკებდა.

12.საქართველოს იმპერია
"

მალავს იდენტობას, მხარს უჭერს “კონსერვატიულ მოძრაობას”.


ყალბი ანგარიშები ლონდა თოლორაიას, სალომე ზურაბიშვილსა და ნინო ლომჯარიას ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაში სდებდნენ ბრალს და ასევე აღნიშნავდნენ, რომ მთელი დროის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, ლონდა თოლორაია კი ამპარტავანი და “გატუტუცებული” გოგოა, რომელმაც სამსახურის დაკარგვა ვერ აიტანა. ყალბი ანგარიშები ასევე ელჩებს მოუწოდებდნენ, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ ჩარეულიყვნენ, რადგან მათი შეშფოთება უკვე არავის აინტერესებდა.

""

კომენტარები კელი დეგნანისა და  ჰუბერტ ქნირშის შეფასებაზე:
""

კომენტარები სალომე ზურაბიშვილისა და ნინო ლომჯარიას შეფასებებზე:
"
"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist