პოლიტიკა

6 “ღირსშესანიშნავი” ფაქტი რუსეთის რეფერენდუმის შესახებ

3 ივლისი, 2020

ვლადიმერ პუტინის ინიციატივით საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 25 ივნისიდან 1 ივლისამდე რუსეთში ეროვნული რეფერენდუმი გაიმართა.  ცვლილებები წინა საპრეზიდენტი ვადების განულებასაც გულისხმობს,  რაც ვლადიმერ პუტინს 2036 წლამდე პრეზიდენტად დარჩენის შესაძლებლობას მისცემს.

რუსეთში რეფერენდმუმის  შესახებ meduza-მ საინტერესო ფაქტებს მოუყარა თავი. 

  • რუსეთში საკონსტიტუციო  ცვლილებებს მოქალაქეების 77.92 %-მა დაუჭირა მხარი, 22.27%-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.  რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისსის მიხედვით, მათ ხმების 99.97% დათვალეს და საბოლოო შედეგები 4 დღეში გამოცხადდება. ოფიციალური მონაცემებით რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის 65%მა მიიღო. რუსეთის ორ რეგიონში, მოსკოვსა და ნიჟნი ნოვგოროდში ელექტრონულად ხმის მიცემაც იყო შესძლებელი,  ამ რეგიონებში ამომრჩეველთა აქტივობამ 93 %-ს გადააჭარბა. 
  • საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმში მოსახლეობის აქტივობამ და მხარდაჭერამ თავად კონსტიტუციის მიღების (1993 წელი ) მაჩვენებლებებს გადააჭარბა. 1993 წელს კონსტიტუციის მიღებას 58%-მა დაუჭირა მხარი, რეფერენდმში მონაწილეობა კი 54.8%-მა მიიღო. Meduza-ს ცნობით, ვლადიმერ პუტინი მიზნად ამ მონაცემების გაუმჯობესებას ისახავდა . კრემლს თავდაპირველად სურდა 1993 წლის მხარდაჭერთა  რაოდენობისთვის გადაეჭარბებინა ( 33 მილიონმა დაუჭირა მხარი), მოგვიანებით კი მათი მიზანი 50 მილიონი ხმის მოგროვება გახდა. 
  • ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ჩეჩნეთში დაფიქსირდა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს 97.92%-მა დაუჭირა მხარი , აქტივობა კი 95.14% იყო. მხარდაჭერის მაჩვენებლით მეორე ადგილი ტუვამ(96.79 %) დაიკავა, მესამეზე  - ყირიმი (90.07%), მეოთხეზე კი დაღესტანი (89.19%) აღმოჩნდა. ნენეტსის ავტონომიურ ოლქში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. ნიუ-იორკში  რეფერენდუმში მონაწილე 861 რუსეთის მოქალაქიდან 505-მა ცვლილებების საჭინააღმდეგოდ მისცა ხმა. 
  • რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კომის რესპუბლიკაში თავდაპირველად საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობა დააფიქსირა, მაგრამ შემდეგ მონაცემები რადიკალურად შეიცვალა, რაც მეტი ბიულეტინის დათვლით ახსნეს. ხმების 5.2%-ის დათვლის შემდეგ, ცესკო-ს მონაცემებით 68.88% საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა, საბოლოოდ კი სურათი რადიკალურად შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ 66.19 %  ცვლილებებს მხარს უჭერს.
  • რუსეთის ცენტრალური საარჩევნი კომისიის თანახმად არც ერთი საჩივარი მიუღიათ, რომელიც განხილვას იმსახურებს. 1 ივლისის მონაცემებით არჩევნების მონიტორინგის მოძორაობამ “Golos”-მა 682 დარღვევა დააფიქსირა. მედიაც სხვადასხვა დარღვევებზე საუბრობდა, მათ შორის,  რეფერენდუმში მონაწილეობისთვის საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ერთი პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა, სხვის მაგივრად ხმის მიცემა და ა.შ.
  • 1 ივლისს ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტა. მოსკოვში, წითელ მოედანზე 8 აქტივისტმა საკუთარი სხეულებით “2036” განასახიერეს, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად ეს რიცხვი პუტინის საპრეზიდენტო ვადის დასასრულია. პოლიციამ დემონსტრანტები დაკავა, თუმცა ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა. საღამოს რამდენიმე ასეული ადამიანი მოსკოვში, პუშკინის მოედანზე შეიკრიბა. პროტესტს  სანკტ-პეტერბურგში დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა, რამდენიმე მათგანი პოლიციამ დააკავა. იგივე განმეორდა სხვადასხვა ქალაქებში. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ქვეყანაში საპროტესტო აქციების 20-ზე მეტი მონაწილე დააკავა.