აეკრძალათ თუ არა ავსტრალიაში არავაქცინირებულებს დაცემინება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

36
VIEWS

2021 წლის 12 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა “Voice of Georgia from Stalingrad” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ავსტრალიაში აუცრელ ადამიანებს საჯარო სივრცეში დაცემინებისთვის 13 000$-ით დააჯარიმებენ ან 6 თვით დააპატიმრებენ. პოსტს თან ახლავს ავსტრალიური ტელეარცის “7 News”-ის სიუჟეტის 30 წამიანი ნაწყვეტი, რომელშიც პოლიციელი ამბობს, რომ ყველა, ვინც აცემინებს, ახველებს ან იფურთხება შესაბამის რეაგირებას მიიღებს და რეგულაციის აღსრულებას პატრული გააკონტროლებს.  13 დეკემბერს იდენტური პოსტი კიდევ ერთმა ფეისბუქ ანგარიშმა Sheldon Cooper-მა გამოაქვეყნა.

 

"

მტკიცება, თითქოს ავსტრალიაში აუცრელ ადამიანებს საჯარო ადგილებში დააჯარიმებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ავსტრალიაში ერთ-ერთ შტატის როგორც აცრილი, ისე აუცრელი მოქალაქეები მაღაზიების, რესტორნების და მომსახურების სფეროში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის მიზანმიმართულად მიფურთხების, მიხველების ან დაცემინებისთვის დაჯარიმდებიან. აღნიშნული რეგულაცია საჯარო სივრცეში მომუშავე პირების დასაცავად გასული წლიდან მოქმედებს და იგი არა აუცრილებისთვის ზოგადად დაცემინების აკრძალვას, არამედ პანდემიის პირობებში სხვადასხვა სექტორის თანამშრომლების უსაფრთხოებისა და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას ემსახურება. 

დაცემინებაზე, დახველებასა და მიფურთხებაზე დაწესებული ჯარიმა ახალი რეგულაცია არ არის. ჯერკიდევ 2020 წლის აპრილში ავსტრალიის შტატის, ქვინსლენდის ჯანდაცვის ოფიცერმა დირექტივა გამოსცა, რომლის თანახმადაც, პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პირობებში საჯარო პირების, ოფიციალური უწყებების წარმომადგენლების, სამედიცინო პერსონალისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ სექტორში მომუშავე პირებისთვის მიზანმიმართულად მიფურთხების, მიხველების ან მათთან დაცემინების შემთხვევაში მოქალაქეების 13 000$-მდე თანხის ოდენობის ჯარიმა დაუწესდებოდა. როგორც 2020 წლის აპრილში აღნიშნული რეგულაციის მიღებისას ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, აღნიშნული რეგულაცია პანდემიის პერიოდში წინა ხაზზე მომუშავე პირების პრობლემების გათვალისწინებით მიიღეს.

სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ მანიპულაციურად გავრცელებული ავსტრალიური არხის სიუჟეტის ნაწყვეტი რეალურად სწორედ 2020 წლის აპრილში მიღებული რეგულაცით გათვალისწინებული დაცვის არეალის გაფართოებას ეხება და არა აუცრელი პირებისთვის საჯარო სივრცეში დაცემინებაზე დაწესებულ ზოგად აკრძალვას. კერძოდ, 2021 წლის დეკემბრიდან ქუინსლენდის პოლიციას შეეძლება მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მიზანიმართულად მიფურთხების, მიხველების ან მათი თანდასწრებით დაცემინების შემთხვევაში, როგორც აცრილი, ისე აუცრელი, მოქალაქეები დააჯარიმოს ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს. აღნიშნული რეგულაციის მიღება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მიზანმიმართულად მიფურთხების და მიხველების შემთხვევები გახშირდა.

აღსანიშნვია, რომ რეგულაციაში ეს ცვლილება ძალაში 2021 წლის 17 დეკემბრიდან, არავაქცინირებულებისთვის საჯარო ადგილებში შესვლაზე დაწესებულ აკრძალვებთან ერთად შევა, რის გამოც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შეცდომით მიიჩნიეს, რომ არავაქცინირებულებს საჯარო სივრცეებში დაცემინებაც ეკრძალებათ. ამჟამად, ავსტრალიის 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 89.7% სრულად ვაქცინირებულია. 15 დეკემბრის მონაცემებით, ავსტრალიაში 16 467 აქტიური კოვიდ შემთხვევაა, რომელთაგანაც ჰოსპიტალიზებული 610 პაციენტია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ავსტრალიაში COVID-19-ით სულ 2113 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი “Voice of Georgia from Stalingrad” 2021 წლის 28 ოქტომბერს შეიქმნა და 1 ადმინისტრატორის მიერ რუსეთიდან იმართება. გვერდი ძირითადად ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს და რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სიახლეებს აზიარებს. “Voice of Georgia from Stalingrad”-ის და მის მიერ გავრცელებული ანტივაქსერული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist