აეროპორტში ელექტრონული თერმომეტრით არავაქცინირებული “ინგლისელი კაცის” ამოცნობის ამბავი გამოგონილია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

19
VIEWS

სოციალურ ქსელში ისევ აქტიურად ზიარდება ფესიბუქ ანგარიშის მა რიამი-ის მიერ 25 მარტს გამოქვეყნებული სქრინი, რომელიც ფეისბუქ მომხმარებლის ბესარიონ შარაშენიძის პოსტს ასახავს. პოსტში მოთხრობილია “ინგლისელი ადამიანის” ამბავი, რომელმაც, ფეისბუქ მომხმარებლების თანახმად, საზღვრის გადაკვეთისას სავალდებულო კარანტინისთვის თავიდან ასარიდებლად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყალბი ცნობა დაამზადებინა, თუმცა გაყალბებული დოკუმენტით ვერ ისარგებლა, რადგან აეროპოტში დამონტაჟებულმა ტემპერატურის საზომმა ხელსაწყომ მისი ვაქცინაციის სტატუსი ამოიცნო. პოსტში განმარტებულია, რომ ვაქცინაციით ადამიანის ორგანიზმში რადიოაქტიური მეტალები შეჰყავთ და აეროპორტში დაყენებული ელექტრონული თერმომეტრები სწორედ ამ მეტალების იდენტიფიცირებას ახდენს. პოსტში დაკონკრეტებული არ არის როდის ან რომელ აეროპორტში მოხდა აღნიშნული შემთხვევა, ხოლო “ინგლისელი ადამიანის” იდენტიფიცირება შეუძლებელია.

2021 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, მა რიამ-ის პოსტს 558 გაზიარება აქვს. იდენტურ ისტორიას კიდევ ერთი ფეისბუქ მომხმარებელი Nana Juluxadze-ც ავრცელებდა.

4

აუცრელი, უცნობი “ინგლისელი ადამიანის” ამბავი სხვადასხვა ქვეყნის სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ პლატფორმებზე მცირედი ვარიაცებით უკვე რამდენიმე თვეა ვირუსულად ვრცელდება, თუმცა არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მსგავსი შემთხვევა რომელიმე აეროპორტში მართლაც მოხდა. მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინები რადიოაქტიურ მეტალებს შეიცავს, რომელთა იდენტიფიცირება სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობითაა შესაძლებელი, დეზინფორმაციაა და ის სოციალურ ქსელში ადრეც ვრცელდებოდა. 

ინგლისელი კაცის ამბავი, რომლის ვაქცინაციის სტატუსი თითქოს აეროპორტში ელექტრონულმა თერმომეტრებმა და მეტალდეტექტორებმა ამოიცნეს, რუსულყაზახურლატვიურ ინტერნეტსივრცეში 2021 წლის გაზაფხულიდან ვრცელდებოდა, თუმცა ამბის მოქმედი გმირის ან აეროპორტის სახელი, ისევე, როგორც ინფორმაციის პირველწყარო არცერთ ვერსიაში არ გვხვდება. ლატვიურ სოციალურ ქსელებში გაზიარებულ პოსტში ნათქვამი იყო, რომ აეროპორტში არავაქცინირებული არა ელექტრონულმა თერმომეტრებმა, არამედ მეტალდეტექტორმა ამოიცნო. ამბის ზოგიერთი ვერსიის მიხედვით კი, ვაქცინაციის ყალბი მოწმობა ინგლისელ კაცს დედამ დაუმზადა, რომელიც ლონდონის ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელი იყო. რეალურად, ინგლისის ან მსოფლიოს სხვა რომელიმე ქვეყნის აეროპორტში არავაქცინირებულის მეტალდეტექტორით ამოცნობის შესახებ ინფორმაცია ღია და სანდო წყაროებში არ გვხვდება და სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსულად გავრცელებული ამბავი გამოგონილია.

სიმართლეს არ შეესაბამება ცნობებიც, თითქოს კორონავირუსის ვაქცინებში რადიოაქტიური მეტალები შედის, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ რადიაციას ასხივებენ. როგორც რნმ ვაქცინების Pfizer-ისა და Moderna-ს, ისე კორონავირუსის სხვა აღიარებული ვაქცინების შემადგენლობის შესახებ სრული ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების ვებგვერდებზე ღიადაა ხელმისაწვდომი და კორონავირუსის არცერთი ამჟამად გამოყენებული ვაქცინა რადიოაქტიურ აგენტებს არ შეიცავს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინების უმეტესობა (Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnson & Johnson) მეტალებს საერთოდ არ შეიცავს, ხოლო ჩინურ ვაქცინებში მცირე დოზით ალუმინი გვხვდება, რომელიც ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უვნებელია და ვაქცინების წარმოებაში 1930-იანი წლებიდან გამოიყენება. კორონავირუსის ვაქცინების შემადგენლობისა და ვაქცინებში საშიში მეტალების არარსებობის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ სტატიები:

აღსანიშნავია, რომ ვაქცინებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში მეტალების არსებობის შესახებ დეზინფორმაცია არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა ვირუსების საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებითაც პოპულარულია. გასულ წლებში ქართველი ფეისბუქ მომხმარებლები აქტიურად აზიარებდნენ პოსტს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გეგმიურ აცრებში შემავალი ალუმინი ბავშვის ტვინში აღწევს და ხანდაზმულობის პერიოდში ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზია. სინამდვილეში, ალუმინი ვაქცინებში მცირე რაოდენობით გამოიყენება – 2 მილიგრამზე ნაკლები ალუმინის მარილები და 1 მილიგრამზე ნაკლები რეალური ალუმინი, რაც ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხო დოზაა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

რა ვიცით ვაქცინების შემადგენლობის შესახებ?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist