მედია

ახალი კონსპირაცია MH17-ზე: ბოინგის ჩამოგდებას აშშ უკრაინაში ნატოს ჯარების შეყვანის საბაბად იყენებდა

21 აგვისტო, 2019

DFRLab-ის მასალის მიხედვით

2019 წლის 23 ივლისს ვებ-გვერდმა Zerohedge.com გამოაქვეყნა სტატია MH17-ის ახალ მიგნებებზე. სტატიაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოყვანილია განცხადებები, თითქოს აშშ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის (MH17) ჩამოგდებას საბაბად იყენებდა, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში ნატოს ჯარები შეეყვანა.

მედიუმ1
წყარო: @nikaaleksejeva/DFRLab

აღნიშნული კონსპირაცია მომდევნო დღეებში რუსულ მედიაშიც გავრცელდა, მათ შორის 24 ივლისს Komsomolyskaya Pravda-მ და News Front-მა გაავრცელეს იდენტური ნარატივი, თითქოს FBI ცდილობდა მალაიზიის სამხედრო პოლკოვნიკი, მოჰამად საკრი აღმოსავლეთ უკრაინაში არ შეეშვა და ჩამოგდებული თვითმფრინავიდან ამოღებული შავი ყუთები მოეპარა.

მედიუმ2

მედიუმ3
წყარო: @nikaaleksejeva/DFRLab

Zerohedge და კრემლისტური მედიები იმოწმებენ მალაიზიის სამხედრო პოლკოვნიკის მოჰამად საკრის Bonanza Media-ს საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუს და ახდენენ ნათქვამის არასწორ ინტერპრეტაციას. საკრის თქმით, შავი ყუთის წაღების უფლებას მას უკრაინის მთავრობა არ აძლევდა. ამას გარდა, Zerohedge დამატებითი “ფაქტებით”, რომლებიც ინტერვიუში ნახსენები არ არის, ქმნის კონსპირაციის თეორიას დონბასის რეგიონში ნატოს ინტერვენციაზე.

BuzzSumo-ს სოციალური მედიის ანალიზის ინსტრუმენტის მიხედვით, Zerohedge-ის სტატიას სოციალურ მედიაში 1 700 გამოხმაურება ჰქონდა, ხოლო Komsomolyskaya Pravda-ს 555. 

medium4

ინგლისურენოვან მედიაში, გარდა Zerohedge-ისა, DFRLab-მა MH17-ის ინციდენტის შემდეგ ნატოს მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დაგეგმვაზე კონსპირაცია Essence of Time-ზეც ნახა, სადაც წყაროდ Rossa Primavera News Agency არის მითითებული.

აღნიშნული ქეისი კარგად წარმოაჩენს თუ როგორ შეიძლება ინგლისურენოვან მედიაში გავრცელებული კონსპირაციის თეორია, სწრაფად აიტაცოს კრემლისტურმა რუსულენოვანმა მედიამ. ინფოგრაფიკაზე მოცემულია ის მედიები, რომლებმაც იდენტური დეზინფორმაცია 23, 24 და 25 ივლისს გაავრცელეს.

medium5
წყარო: @nikaaleksejeva/DFRLab

Zero Hedge-ის შესახებ

Zero Hedge ინგლისურენოვანი გამოცემაა და ფინანსური საკითხების გამშუქებელ სააგენტოდ პოზიციონირებს. 2016 წლამდე ვებ-გვერდზე ყველა სტატია ანონიმურად ქვეყნდებოდა, ცნობილი წიგნისა და ფილმის “მებრძოლთა კლუბის”-ის მთავარი პერსონაჟის, ტაილერ დურდენის სახელით. 2016 წელს ბლუმბერგმა გამოაქვეყნა ტაილერ დურდენის უკან არსებული რეალური პირების სახელები: კოლინ ლოკი, ტიმ ბაკშალი და დანიილ ივანჯიისკი - ბულგარეთში დაბადებული, აშშ-ში ბაზირებული ყოფილი საინვესტიციო ბანკირი. Zero Hedge-ის სტატიები ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერით გამოირჩევა. ვებ-გვერდი ხშირად ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და კონსპირაციის თეორიებს.

პროფილები: