აქვს თუ არა კავშირი “მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას” 5G-სთან და კოვიდის ვაქცინასთან?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

261
VIEWS

17 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გამოქვეყნა პოსტი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასა და 5G ინტერნეტს შორის კავშირზეა საუბარი. მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინა ნანონაწილაკებს, შეიცავს, რომელიც ორგანიზმში მოთავსების შემდეგ მე-5 გენერაციის სატელიტების მსგავს რხევებს თავად ქმნის. ამასთან დათო სალუქვაძე ამტკიცებს, რომ ვაქცინა გენმოდიფიცირებისთვის არის განკუთვნილი. აღნიშნული თეორიის ნამდვილობის დასადასტურებლად კი ტექსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც დათო სალუქვაძის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი კლაუს შვაბი შემდეგ სიტყვებს ამბობს: “რისკენაც მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია მიგვიყვანს არის ჩვენი ფიზიკური, ჩვენი ციფრული და ჩვენი ბიოლოგიური იდენტობების შერწყმა.” ვიდეოს 21 დეკემბრის მონაცემებით 72 გაზიარება აქვს.

იმავე დღეს მსგავსი შინაარსის რუსულენოვანი ვიდეო, სადაც კორონავირუსსა და 5G ინტერნეტს შორის კავშირზეა საუბარი, მომხმარებელმა ირაკლი ლომიძემ გამოაქვეყნა. ვიდეოში ნათქვამია, რომ ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების გამო, ადამიანები 5G ინტერნეტის ანძებს წვავენ. ამის დასადასტურებლად ვიდეოში რამდენიმე კადრია მოყვანილი, სადაც ცეცხლმოკიდებული ანძა ჩანს. აღნიშნულ ვიდეოს 21 დეკემბრის მონაცემებით, 132-მდე რეაქცია და 556 გაზიარება აქვს.

;;

კლაუს შვაბის მონაწილეობით გამოქვეყნებული ვიდეოპოსტი მანიპულაციურია, რადგან იგი ჯერ კიდევ COVID-19-ის გავრცელებამდე 2019 წლის მაისშია გადაღებული, შესაბამისად მასში შვაბი არც კორონავირუსს და არც 5G-ს არ ახსენებს, იგი რეალურად სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებასა და საკუთარ წიგნზე “მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაზე” საუბრობს. ირაკლი ლომიძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო კი როგორც დეზინფორმაციას ასევე კონსპირაციის თეორიებს შეიცავს.

  1. კლაუს შვაბის მონაწილეობით გამოქვეყნებული ვიდეო COVID-19-ის გავრცელებამდე, 2019 წლის მაისშია გადაღებული და მასში შვაბი სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებაზე საუბრობს. 

კლაუს შვაბი გერმანელი ინჟინერი და ეკონომისტია, რომელმაც 1971 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია “მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი” დააფუძნა. ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში ყოველი წლის ბოლოს შეხვედრას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც  ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერები, ეკონომისტები, სხვა ცნობილი სახეები და ჟურნალისტები მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად იკრიბებიან.

დათო სალუქვაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სწორედ 2019 წლის 13 მაისს გამართული ერთ-ერთი ასეთი ფორუმიდანაა, მაშასადამე ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ახალი კორონავირუსის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ვიდეოში კლაუს შვაბი არც კორონავირუსს და არც 5G ინტერნეტს არ ახსენებს და მხოლოდ საკუთარ წიგნისა და სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების შესახებ საუბრობს.

;

კერძოდ, ორიგინალ ვიდეოში კლაუსი ამბობს, რომ მის ახალ წიგნს “მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია უწოდა” რაც ტრანსფორმაციული კონცეფციაა, როგორც ეკონომისტებისთვის, ასევე პოლიტიკოსებისა და დანარჩენი საზოგადოებისთვის, რადგან, პირველი ინდუსტრიული რევოლუცია ორთქლის ძრავის გამოგონებას უკავშირდებოდა, მეორე – პროდუქციის მასიურ წარმოებას, მესამე ინდუსტირული რევოლუცია კომპიუტერის ხანასთან ერთად დაიწყო, თუმცა მისი აზრით, მეოთხე ინდუსტრიული როვოლუცია არა უბრალოდ მესამეს გაგრძელება, არამედ რაღაც უფრო მეტი იქნება. ვიდეოში 15:50 წუთზე შვაბი აღნიშნავს, რომ ეს იქნება ტექნოლოგიების კომბინაცია, ჩვენი ფიზიკური, ციფრული და ბიოლოგიური იდენტობების ერთობა და სწორედ ესაა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირველი განმასხვავებელი ნიშანი სხვა ინდუსტრიული რევოლუციებისგან. მეორე განმასხვავებელი ნიშანი კი არის სისწრაფე, რადგან ის, რაც 3 წლის წინ სამეცნირო ფანტასტიკა გვეგონა, დღეს შესაძლებელი ხდება.

პოსტში შვაბის ციტატა, სადაც ის ფიზიკური, ციფრული და ბიოლოგიური იდენტობების ერთობას ახსენებს, მანიპულაციურად არის გამოყენებული და 5G-სთან დაკავშირებული. შვაბი ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას გულისხმობს, მას მაგალითად ბლოკჩეინი და თვითმართვადი მანქანები მოჰყავს, რომლის შესახებაც 2 წლის წინ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, ახლა კი მათ ბევრი ქვეყანა იყენებს. არაფერია ნათქვამი ციფრული საშუალებებით ადამიანის მართვაზე და დაჩიპვაზე. შვაბის ციტატა ასევე არ უკავშირდება კოვიდ19-ის რნმ ვაქცინებს და ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ ვაქცინა გენეტიკას ცვლის. ვაქცინა რომ ადამიანის დნმ-ზე არ მოქმედებს, ამის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

  1. ირაკლი ლომიძის მიერ გამოქვყენებული ვიდეოს კადრებში ნაჩვენები ანძების ნაწილი 5G ინტერნეტს არ უკავშირდება, ასევე არ არსებობს კავშირი კორონავირუსის გავრცელებასა და 5G ინტერნეტს შორის, ვიდეოში კი სხვა კონსპირაციის თეორიებიც არის გაჟღერებული.

ირაკლი ლომიძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ანძის კადრებით იწყება, სადაც ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ ბოლო დროს მოსახლეობა ხშირად წვავს ანძებს 5G ინტერნეტის მავნე ზემოქმედბისაგან თავის დავის მიზნით, თუმცა რამდენიმე კადრში გამოსახული ანძის დაწვის სცენა 5G ინტერნეტს არ უკავშირდება. უფრო მეტიც, ერთ-ერთი ანძის ხანძრის კადრები 2011 წელს არის გადაღებული და ლიბურნში, აშშ-ში სატელეკომინიკაციო ანძაზე გაჩენილ უეცარ ხანძარს ასახავს.

;

;;

კიდევ ერთი კადრი, რომელიც 5G ინტერნეტს არ უკავშირდება, ვიდეოში 00:41 წამზე ჩნდება. აღნიშნული კადრი 2018 წელს, ქალაქ კურჩატოვში სადოვაიას ქუჩაზე მდებარე ავტო სერვისში გაჩენილ ხანძარს ასახავს.

; ;
კადრი კურჩატოვიდან 2018წ. კადრი ვიდეოდან

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის მხრიდან მსგავს ქმედებას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგალითად ვიდეოში ნაჩვენები ერთ-ერთი კადრი ბირმინგემში დამწვარ ანძას ასახავს, რომელიც ადგილობრივებმა სწორედ 5G ინტერნეტი შესახებ გავრცელებული კოსნპირაციული მოსაზრებების გამო დაწვეს.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით ბრიტანეთის კულტურის, მედიის, ციფრული და სპორტის დეპარტამენტმა Twitter- ზე გააკეთაგანცხადება, რომ  5G ინტერნეტ-სა და კორონავირუსს შორის კავშირის შესახებ  არავითარი ”სანდო მტკიცებულება არ არსებობდა” , ხოლო ბრიტანეთის სავაჭრო ორგანომ – Mobile UK-მ განაცხადა, რომ ასეთი ჭორები და შეთქმულების თეორიები ”შემაშფოთებელი” იყო.

ვიდეოში ასევე შემდეგი ტიპის კონსპირაციული მოსაზრებები იკვეთება:

  • კორონავირუსის ვაქცინა უკვე დიდი ხანია არსებობს, მას და კრიპტოვალუტას ადამიანებში ჩიპების ჩასასმელად გამოიყენებენ. შეადგენენ ადამიანების სოციალურ რეიტინგებს, როგორც ეს ჩინეთშია და ყველა სახის ფული ციფრული გადახდის სისტემით ჩანაცვლდება, რაც 5G ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული.

კოვიდ19-ის ვაქცინებზე მუშაობა, 2020 წელს დაიწყო და არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვაქცინა მანამდეც არსებობდა. ამასთან, კრიპტოვალუტა ელექტრონულ ვალუტის აღმნიშვნელი ტერმინია და ფიზიკურად შეუძლებებლია, მისი ჩიპიზაციის მიზნით გამოყენება.

რაც შეეხებასოციალურ რეიტინგებს, მსგავსი სისტემა ჩინეთში მართლაც არსებობს, თუმცა იგი სრულად არ ამოქმედებულა. სოციალური რეიტინგი არის  ჩინეთის მთავრობის მიერ შემქნილი სისტემა, სადაც თითოეული მოქალაქე რანჟირებულია მისი “კარგი ქცევის” მიხედვით. თუ მოქალაქე არღვევევს წესებს და მიიჩნევა “არასაიმედოდ”, მას შეიძლება უეცრად გარკვეულ საზოგადოებრივ სერივებზე წვდომა შეეზღუდოს. თუმცა, აღნიშნულ სისტემაზე საუბარი ჩინეთში 2007 წელს დაიწყო და მას არანაირი კავშირი არ აქვს 5G ინტერნეტთან, კოვიდ19-თან და ადამიანების დაჩიპვასთან.

  • 5G ინტენეტის გაშვების შემდეგ, ადამიანების შესახებ სამედიცინო პროფილები თავს ერთ დიდ კომპიუტერში მოიყრის. დაიწყება ე.წ.  Пси-террор- ადამიანების კომპიუტერული კონტროლი, ფსიქოლოგიური კონტროლი და ზომბირება ჩიპებით, რისთვისაც ილონ მასკი კოსმოსში თანამგზავრებს უშვებს.

5G ქსელით ისეთი ტალღების გავრცელება ხდება, რომლებიც ადამიანისთვის საფრთხის შემცველი არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაცგაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 5G-ის გამოსხივების სიხშირე 3,5 გიგაჰერცია, რაც მოქმედი მობილური ტელეფონების სადგურების გამოსხივების სიხშირის იდენტურია. შეუძლებელია 5G ინტერნეტმა ადამიანების ფსიქოლოგიაზე ისეთი გალენა მოახდინოს, რომ კომპიუტერის გამოყენებით მისი კონტროლი შესაძლებლი გახდეს.

რაც შეეხება ილონ მასკის მირ გაშვებულ თანამგზავრებს, 2020 წელს მასკიმ კოსმოსში 60 თანამგზავრი გაუშვა, რაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 5G ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერნეტის გავრცელების მიზანს ემსახურება.

  • ვუჰანში 5G ინტერნეტის გამოცდა პანდემიის დაწყების პერიოდს ემთხვევა, რაც აღნიშნულ მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, ქალაქ ვუჰანში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ  ვირუსის წარმოქმნა “ზღვის პროდუქტებისა და ცოცხალი ცხოველების ბაზართან” არის დაკავშირებული,  სადაც სავარაუდოდ ადამიანი ვირუსით ცხოველისგან დაინფიციცრდა. ამის შემდეგ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გავრცელდა, მისი სიმპტომები კი მოიცავს სიცხეს, დაღლილობას, ხველას და ქოშინს და ა.შ.  რაც შეიძლება დაინფიცირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდეს.

5G ინტერნეტის მოქმედების მექნანიზმი ზემოთ უკვე განვიხილეთ, სადაც აღნიშნულია, რომ 5G რადიოტალღების გამოყენებით მუშაობს, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა ვერ ექნება. ამას ადასტურებს ისიც, რომ კორონავირუსის ისეთ ადგილებშიც გავრცელდა, სადაც 5G ინტერნეტის დაფარვა ჯერ არ ვრცელდება, მაგალითად ბანგლადეშში, მალაიზიაში და სხვა.

ზემოთ აღნიშნული მტკიცებების გარდა, გავრცელებული ვიდეო დამატებით შეიცავს კონსპირაციებს, რომლებიც “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა:

კონსპირაცია #1: კორონავირუსი აშშ-ში, ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად ბევრად დიდი ხნის წინ შეიქმნა
კონსპირაცია #2: ბილ გეითსი ვაქცინაციით დეპოპულაციის გეგმას ახორციელებს.
კონსპირაცია #3: 5Gკლავს ჩიტებს, ახმობს ხეებს და იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას
კონსპირაცია #4 5G ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist