აქვს თუ არა ვაქცინაციის ადგილს მაგნიტური რეაქცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

84
VIEWS

12 მაისს ფეისბუკის მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც თან ერთვის აღწერა:  “ფაიზერის მიზიდულობის ძალა!ნიუტონი საფლავში ტრიალებს” ვიდეოს მიხედვით,  ფაიზერით ვაქცინირებული ქალი, რომელსაც პირბადე უკეთია,  ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის ადგილს მაგნიტური რეაქცია აქვს. ამის დასამტკიცებლად იგი მარცხენა მკლავზე მეტალის მონეტას ფრთხილად იდებს და მკლავს ფრთხილადვე ამოძრავებს, საიდანაც მონეტა არ ვარდება.  ამის შემდეგ მას “მაგნიტი” მეორე მკლავზე სწრაფად გადააქვს, რის შემდეგაც მონეტა მკლავიდან ვარდება.  ამის შემდეგ ქალი აცხადებს: “დაჩიპულები ვართ”, ვიდეოს კი თან ერთვის წარწერა “კოვიდ-19-ის აცრას მაგნიტური რეაქცია აქვს.”

1

მტკიცება, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციისას ადამიანების ჩიპირება მინდინარეობს, ხოლო აცრის ადგილს მაგნიტური რეაქცია აქვს უსაფუძვლოა:

  1. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინების  (Pfizer, Moderna, Johnson & Johnson,  AstraZeneca) კომპონენტების შემადგენლობაში ლითონი არ შედის, შესაბამისად მაგნიტს ვერ მიიზიდავს. ჩინურ ვაქცინებში, CoronaVac-ისა  და Sinopharm-ში ალუმინის ჰიდროქსიდს ვხვდებით, რომელიც ადიუვანტის როლს ასრულებს, თუმცა  მაგნიტი ალუმინს არ იზიდავს.
  2. ვაქცინებში მიკროჩიპების ინტეგრირება კონსპირაციაა, რასაც ბილ გეიტს დიდი ხანია უკავშირებენ 

გავრცელებული ვიდეო არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ ვაქცინაციით ადამიანების დაჩიპვა ხდება. პირველ რიგში, უცნობია იყო თუ არა ქალი ვაქცინირებული ან მართლა გამოიყენა თუ არა მან მაგნიტი. (konahonudivers.com) რაც შეეხება ადამიანის კანქვეშ ლითონის პოვნას, ის ჩვეულებრივი მაგნიტის გამოყენებით მართლაც არის შესაძლებელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ოჰაიოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტ ბროდდელის თანახმად,  თუ მაგნიტს კანის ზემოთ მოათავსებთ, მაგნიტი როგორც რენტგენი, ისე იმოქმედებს – კანი მაგნიტისკენ აიწევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეულში რაღაც მაგნიტური იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში არ ჩანს კანის ქვეშ არსებული სხეული, ამ შემთხვევაში ჩიპი, რომელიც მაგნიტის მიმართულებით დაიწყებდა მოძრაობას.

გარდა ამისა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინების  (Pfizer, Moderna, Johnson & Johnson,  AstraZeneca) კომპონენტების შემადგენლობაში ლითონი არ შედის,  შესაბამისად, მაგნიტს ვერ მიიზიდავს. ჩინურ ვაქცინებში, CoronaVac-ისა  და Sinopharm-ში ალუმინის ჰიდროქსიდს ვხვდებით, რომელიც ადიუვანტის როლს ასრულებს, თუმცა   მაგნიტი ალუმინს არ იზიდავს.

ვრცლად ვაქცინების შემადგენლობის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო უცხოელმა ფაქტჩეკერებმაც გადაამოწმეს. AFP USA-ისთან ფეინბერგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორის, ვაქცინების მკვლევრის თომას ჰოუპის თქმით,  შეუძლებელია ვაქცინის კომპონენტებს რეაქცია ჰქონდეთ მაგნიტზე, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ ცილებით, ლიპიდებით, წყალითა და PH-ის შემანარჩუნებელი ქიმიკატებით დამზადებულ ნაერთს. ჩიკაგოს სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციონისტი ექიმი სტეფან შრანცი AFP-სთან კომენტარში აღნიშნავს, რომ მსგავსი ვიდეოები დადგმულია და საქმე შესაძლოა გვქონდეს ორმხრივ წებოვან ლენტთან, რომელიც მეტალზეა მიკრული, რასაც შემდეგ კანზე იდებენ.

Usatoday-ის შეფასებით, გავრცელებული ვიდეო ვაქცინაში ჩიპების არსებობისა და მაგნიტური რეაქციების არსებობის შესახებ მტკიცებულებების გარეშეა.

კოსპირაციები ბილ გეიტსის მიერ ჩიპიზაციის შესახებ

ვაქცინაციისას ჩიპების ინტეგრაციის შესახებ გავრცელებული კონსპირაცია არაერთმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ შეისწავლა. როიტერის მიხედვით, მიკროჩიპებსა და ბილ გეიტსზე გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მაიკროსოფტის დამფუძნებლის TED-ის გამოსვლასა და Reddit-ზე მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეყრდნობოდა, სადაც მან კოვიდ-19-ის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. ამის შემდეგ გეიტსის განცხადებები სხვადასხვა პლატფორმაზე მანიპულაციურად გაშუქდა. სპეკულაციები და კონსპირაციები შეკითხვაზე, “რა უნდა მოიმოქმედოს ბიზნესმა ეკონომიკის დასახმარებლად სოციალური დისტანცირების საჭიროების განმავლობაში?” გაცემულ პასუხს მოჰყვა, სადაც გეიტსმა ციფრული სერტიფიკატები ახსენა, თუმცა მიერ ნახსენები “ციფრული სერტიფიკატი” მიკროჩიპების იმპლანტირების კონსპირაციასთან კავშირში არ არის და გეიტსი ღია პლატფორმის ქონას გულისხმობდა, რომელიც მიზნად ინფორმაციაზე გაფართოებულ წვდომას ისახავს.

უფრო ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები ჩიპიზაციის შესახებ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist