ალიას დეზინფორმაცია: მაკკეინის საქართველოში ვიზიტი მხოლოდ დემონსტრაციულია, ისრაელის დახმარება – რეალური

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

24
53
VIEWS

გაზეთ “ალია”-ს 2016 წლის 9-15 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის სტატია “რითვის ჩამოვიდა სინამდვილეში საქართველოში ჯონ მაკკეინი?”, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ფინანსურად არ ეხმარება და რომ მისი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

გელა ზედელაშვილი, ჟურნალისტი: „კონგრესმა ისრაელს გამოუყო 38 მილიარდ 200 მილიონი დოლარი 10 წლის განმავლობაში, წელიწადში გამოდის დაახლოებით 4 მილიარდი. ახლა რომ ჩამობრძანდნენ, საქართველოს დახმარებაზე ხმა რატომ არ ამოიღეს? ისრაელს რაც ეხება, რეალური საქმეა, აქ ჩამოსვლა კი მარტო დემონსტრაციაა”.

აღნიშნული ინფორმაცია მცდარია, შემდეგი ფაქტების გამო:

USAID-ის მონაცემებით, 1992-2014 წლებში აშშ-მა საქართველოს $5 მილიარდზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო, საიდანაც დიდი წილი ეკონომიკური დახმარებაზე მოდის.

1

მხოლოდ 2014 წელს საქართველომ აშშ-სგან $289,479,545 მილიონი მიიღო, აქედან $235 მილიონზე მეტი ეკონომიკურ მხარდაჭერაზე, ხოლო $53 მილიონზე მეტი ეკონომიკური სექტორის გაძლიერებაზე იყო მიმართული. ეკონომიკურ სექტორში შედის ისეთი სფეროები, როგორიცაა ვაჭრობა, შრომის სექტორი, ჯანდაცვა და სხვა. ამ სექტორის შემადგენელი იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად”-ის მხარდაჭერით ხორციელდება. სამხედრო სექტორში გაწეული დახმარება კი უკავშირდება საერთაშორისო სამხედრო განათლებას, წვრთნებს და სხვა.

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარება საგრძნობლად მაღალია როგორც ევროპის ქვეყნებისთვის გაწეული დახმარების საშუალო მაჩვენებელზე ($6,33 მილიონი), ასევე მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებაზე ($25,9 მილიონი).

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist