“Американец – свободен!” – მოსკოვში რუსეთის მოქალაქეები დააკავეს, ხოლო ამერიკის მოქალაქე გაათავისუფლეს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

საეგ
137
VIEWS

2019 წლის 12 ივნისს მოსკოვში მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვისა და პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერ აქციაზე შეიკრიბა.

როსგვარდიის თანამშრომლებმა აქციის 200-ე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის “Meduza”-ს და “Коммерсант”-ის ჟურნალისტები. დაკავებულთა შორის ერთი ამერიკის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელსაც ძალოვანები პოლიციის მანქანაში ჩასმას უპირებდნენ, მაგრამ როგორც კი მისი წარმომავლობა გაიგეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

ვიდეოპორტალ Youtube-სა და Twitter-ზე აქციის მონაწილეთა დაკავების კადრები გავრცელდა.

“ეს ხომ რუსი არ არის! ვინ მოიყვანა ამერიკელი? ამერიკელო – თავისუფალი ხარ!”,- ეუბნება ამერიკის მოქალაქეს პოლიციელი.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist