ანტი-დასავლური კონსპირაცია სალვადორ დალის ნახატზე „გეოპოლიტიკური ყრმა“

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

erti
4.3k
VIEWS

2019 წლის 15 თებერვალს Facebook გვერდზე iNews – აინიუსი გამოქვეყნდა ვიდეო სათაურით “სალვადორ დალის სატანური ნახატი sos გეოპოლიტიკური ყრმა sos ნატოს საიდუმლო გეგმები”.  ვიდეოს მიმოხივლველი ამტკიცებს, რომ  დალის სიურეალისტურ ნამუშევარზე ,,გეოპოლიტიკური ყრმა ახალი ადამიანის დაბადებას უმზერს“ ანტიქრისტეს დაბადებაა გამოსახული, ხოლო მის თავზე არსებული ქოლგა ნატოს წარმოადგენს.

Inews: ,,ეს ნახატი ნატოს შტაბ ბინაში ჰკიდია, ტილოზე გამოსახულია გეოპოლიტიკური ყრმა, რომელიც უყურებს ახალი ადამიანის გამოჩეკას, ის ვინც კვერცხიდან იჩეკება ახალი ადამიანია, ახალი საზოგადოება, ან თვით ანტი ქრისტეა…შემთხვევითი არ არის, რომ კვერცხის თავზე არის 13 ნაწილისგან შემდგარი ქოლგა, რომელიც მოკრუხებული ურჩხულის როლს ასრულებს, იცავს და ათბობს ახლადგამოჩეკილ ურჩხულს, უღმერთო ადამიანს. თავდაპირველად ნატოშიც 13 ქვეყანა იყო, არაა გამორიცხული ეს ქოლგა ნატოს ძალებს გამოსახავდეს, რომელიც დღესდღეობით მსოფლიო მთავრობის დამსჯელ ძალოვან ორგანოს წარმოადგენს”.

"

ვიდეოში მიმომხილველი აცხადებს, რომ  ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავის რიგებში მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ქვეყანა  რელიგიასა და ეროვნულ ღირებულებებზე უარს იტყვის, დააკანონებს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს და მოქალაქეებს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას დაავალდებულებს.

"""

განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული დალის ტილოზე ასახულ ზრდასრულ ადამიანზე, რომელიც ჰერმაფროდიტად არის  მოხსენიებული და რომლის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი თითქოსდა საქართველოზე მიუთითებს.

"

მტკიცება, თითქოს დალის ცნობილ ტილოზე ანტიქრისტეს დაბადებაა გამოსახული, მას ნატოსთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს, ხოლო ზრდასრული ადამიანის ფიგურა საქართველოსკენ იშვერს თითს, კონსპირაციის თეორიაა. აბსურდული პარალელებით და კონსპირაციის თეორიით ვიდეო ამძაფრებს მითს, თითქოს დასავლეთი საქართველოსგან ინტეგრირების სანაცვლოდ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს და მაყურებელს ნეგატიურ, ანტიდასავლურ განწყობას უქმნის.

დაუსაბუთებელი პარალელები

სიუჟეტში გადმოცემულ ინფორმაციას აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს სალვადორ დალის სიურეალისტული ნაწარმოებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთმანეთთან სრულიად აბსურდული და დაუსაბუთებელი დაკავშირების გზით.

დალის ამ ცნობილი ნამუშევრის ინტერპრეტირება ბევრნაირად შეიძლება. თუმცა, ავტორზე უკეთ ნახატს ვერავინ განმარტავს. შემორჩენილია სალვადორ დალის მიერ ნახატთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერები, რომლებშიც ვკითხულობთ: “1. პარაშუტი, პარენესანსი (sic), დაცვა, გუმბათი, პლაცენტა, კათოლიციზმი, კვერცხი, დედამიწის დამახინჯება, ბიოლოგიური ოვალი. გეოგრაფია იცვლის კანს ისტორიული განაშენიანების შედეგად”.

დალის მუზეუმის ვებ-გვერდზე განმარტებულია, რომ ხელოვანის სხვა ტილოებისაგან განსხვავებით, ამ ნახატის გაშიფრვა უფრო მარტივია, რადგან მისი სიმბოლიზმი უფრო კანონიკურია. “ახალი” ადამიანი ცდილობს, გამოაღწიოს დიდი კვერცხიდან/დედამიწიდან. ის იბადება “ახალი” ერიდან/მსოფლიო ძალიდან – აშშ-დან, რომელშიც დალი ნახატის შესრულების დროს ცხოვრობდა. აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის გადიდება მესამე სამყაროს მზარდ მნიშვნელობას ასახავს”.

"

ერთ-ერთი ინტერპრეტაციის თანახმად კი, კვერცხის თავზე  აღმართული ქსოვილი არა “ქოლგა”, არამედ პლაცენტაა, რომელიც ახალშობილის დაბადებას წინ უსწრებს.

ყალბი ფაქტები

გარდა იმისა, რომ ვიდეოში სალვადორ დალის ნახატზე გამოთქმული მოსაზრება კონსპირაციის თეორიაა, მასში მცდარი ფაქტიც არის მოყვანილი. მთხრობელი ამტკიცებს, რომ კვერცხის თავზე გამოსახული “ქოლგა” 13 ნაწილისაგან შედგება, ხოლო ნატოში თავდაპირველად სწორედ 13 ქვეყანა იყო.  სინამდვილეში ნატოში თავდაპირველად არა 13, არამედ 12 ქვეყანა იყო გაერთიანებული.

"

ვინ გააზიარა ვიდეო?

ანალოგიური ვიდეოები, სადაც სალვადორ დალის ნახატს მცდარი ინტერპრეტაციებით ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს უკავშირებენ   სხვადასხვა დროს ზიარდებოდა ვებ-გვერდებსა და ვიდეოპორტალებზე, მათ შორის რუსულ ენაზეც.

"

"

"

"

კონსპირაციის თეორიის ავტორი

Youtube-ზე გამოქვეყნებული რუსულენოვანი ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ თეორია 2010 წელს ბესო მიქავამ შეიმუშავა. “იბერიულ-კავკასიური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბესო მიქავა 2013 წელს ტელეკომპანია იმედის ეთერში  ამავე თემაზე გასული სიუჟეტის რესპონდენტი იყო, სადაც თავის თეორიაზე ისაუბრა.

წყაროს შესახებ

Facebook გვერდი iNews – აინიუსი 2015 წლის ოქტომბერში შეიქმნა. გვერდს “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ინფორმაცია მითითებული არ აქვს, თუმცა 2017 წლის ივნისში გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ მისი “დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი” ლაშა ლოლაძეა.

"

2018 წელს CRRC საქართველომ აინიუსი 65 Facebook გვერდის სიაში შეიყვანა, რომელიც  დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს. ამასთან, აინიუსი პერიოდულად აქვეყნებს მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერ, პრორუსულ, რასისტულ და ჰომოფობიურ პოსტებს.

"

"

"


მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist