აფინანსებს თუ არა “ღია საზოგადების ფონდი” პარტიებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

121
VIEWS

2 სექტემბერს ფეისბუკ გვერდ “ალტ-ინფოს” ონლაინ გადაცემა პარტია “პატრიოტთა ალიანის” რუსული დაფინანსების საკითხს შეეხებოდა. “ალტ-ინფო”-ს წამყვანმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ პროდასავლური პოლიტიკურ პარტიები საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდებიან და “ევროპულ საქართველოსა” და სხვა პარტიებს  “ღია საზოგადოების ფონდი”  (ე.წ. სოროსის ფონდი) აფინანსებს

შოთა მარტინენკო, “ალტ-ინფო”: „…თუ უცხოეთიდან დაფინანსებაზე პრეტენზიებს ვაცხადებთ კანონმდებლობის იმ ნაწილში, რა კანონმდებლობაც ჩვენ გვაქვს, მაშინ მაგ აკრძალვების ქვეშ მოექცევა ბევრად წარმატებით კონკრეტულად ეს პარტია [“ევროპული საქართველო”] და მთელი დასავლური სპექტრი, იმიტომ რომ ყველას ესმის რო, დაფინანსების მასშტაბი ამ ხალხის, უცხოეთიდან წამოსული თუ არსებობს პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში, ბევრად უფრო მეტია ამათი… ყველას ესმის და ნებისმიერი დაწერს რაღაც საიტზე და არაერთხელ დაწერილა, რომ ესენი ფინანსდებიან დასავლეთიდან, სოროსის და სხვა დონერების მიერ და გასაგებია რო ამათი დაფინანსება ბევრად აღემატება…“

“ალტ-ინფოს” მტკიცება, თითქოს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს “ღია საზოგადოების ფონდი” აფინანსებს, დეზინფორმაციაა. ფონდი, შიდა პოლიტიკის თანახმად, პოლიტიკური პარტიებს ან მისი მხარდამჭერი/საწინააღმდეგო კამპანიებს არასოდეს აფინანსებს. გარდა ამისა, პროექტის დაფინანსების ონლაინ განაცხადშიც აღნიშნულია, რომ პროექტი პოლიტიკური პარტიის/პირის მხარდამჭერ საქმიანობას არ უნდა ითვალისწინებდეს. 

“ღია საზოგადოების ფონდი”, შიდა პროცედურების თანახმად, პოლიტიკური პარტიებს ან მისი მხარდამჭერი/საწინააღმდეგო კამპანიებს არასოდეს აფინანსებს

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” “ღია საზოგადოების ფონდს” დაუკავშირდა. ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით “ღია საზოგადოების ფონდის” მანდატსა და პროცედურებში გაწერილია, რომ ფონდი პოლიტიკური პარტიის ან მის მხარდამჭერ/საწინააღმდეგო კამპანიას არასოდეს აფინანსებს.

პროექტის დაფინანსების ონლაინ განაცხადში აღნიშნულია, რომ პროექტი პოლიტიკური პარტიის/პირის მხარდამჭერ საქმიანობას არ უნდა ითვალისწინებდეს

“ღია საზოგადოების ფონდის” ვებ გვერდზე განთავსებულ ონლაინ საგრანტო განაცხადის ფორმაში მითითებულია, რომ დაფინანსებისათვის წარდგენილი პროექტი პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირის ან კანდიდატის მხარდამჭერ საქმიანობას არ უნდა ითვალისწინებდეს.

"

აღსანიშნავია, რომ მედიის განვითარების ფონდის 2019 წლის ანტიდასავლური პროპაგანდის კვლევის თანახმად ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ მიმართული გზავნილები წინა წლების მსგავსად 2019 წელსაც აქტუალური იყო.  დომინირებდა გზავნილი, რომ სოროსი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. ისმოდა, როგორც სოროსის ფონდის აკრძალვის მოთხოვნა, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების შეზღუდვისა და გაკონტროლების მოწოდებებიც.  ჯორჯ სოროსს  წლების მანძილზე აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა პროტესტის დაფინანსებასა და ორგანიზებაში სდებდნენ ბრალს. შეთქმულების თეორიები მას ევროპის დესტაბილიზაციაში სდებენ ბრალს და პოსტ-საბჭოთა სივრცეში (საქართევლო, უკრაინა, სომხეთი) “ფერადი რევოლუციების” და სამოქალაქო პროტესტების მთავარ დამფინანსებელ წყაროდ მოიაზრებენ.

თემატიკა: პოლიტიკა, სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist