არის თუ არა წმინდა კორონა ეპიდემიებისაგან მფარველი წმინდანი?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

სდსაფდგვ
2.9k
VIEWS

Snopes.com მასალის მიხედვით

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორი, თითქოს არსებობს ეპიდემიისას ადამიანების მფარველი წმინდანი სახელად კორონა. პირველად ეს ინფორმაცია Gloria TV-ზე გამოქვეყნდა.  გამოცემის თანახმად, ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული კორონავირუსი, არსებობს ბაზილიკა წმინდა ვიქტორისა და წმინდა კორონას რელიქვიებით, რომლებიც მე-9 საუკუნით თარიღდება.

Gloria TV-ს წყარო არ მიუთითებია, თუმცა ამის მიუხედავად ეს ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა სხავდასხვა ვებ-გვერდებზე, მათ შორის პოპულარულ კათოლიკურ წყაროებშიც.

ამ ისტორიას არ ადასტურებს ბოსტონის კოლეჯის საეკლესიო ისტორიის პროფესორი, ჰაგიოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი ქეთრინ მუნი. მისი თქმით, არსებობს ათასობით წმინდანი, მათ შორის ზოგიერთი დანამდვილებით არსებობდა, ზოგის შესახებ კი უბრალოდ ლეგენდებიდან ვიცით.

წმინდა კორონას შესახებ ინფორმაცია  ინტერნეტში ადრეც ქვეყნდებოდა, თუმცა დღემდე არსად ჩანდა მისი კავშირი ეპიდემიასთან. მაგალითად, 2008 წელს ვაშინგტონის წმინდა პატრიკის სახელობის ეკლესიამ კორონა დღის წმინდანად გამოაცხადა და მიუთითა, რომ ის ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 176 წელს მეუღლესთან, წმინდა ვიქტორთან ერთად წამებით მოკლეს.

"
ფოტო: snopes.com

catholic.org-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წმინდა კორონა იმპერატორ მარკუს ავრელიუსის მმართველობისას მეუღლესთან ერთად სიკვდილით დასაჯეს და მის სახელზე ხშირად მატერიალური კეთილდღეობისთვის ლოცულობდნენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist