ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

არის თუ არა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კოვიდ-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ-ზე უკეთსი?

4 აგვისტო, 2020

1 აგვისტოს ვებ-გვერდმა News-front საქართველომ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “Worldometer: კორონავირუსით სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში”. სტატიაში პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კოვიდ-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი აშშ-თან არის შედარებული. ავტორის მტკიცებით, აშშ-სგან განსხვავებით, სადაც კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 3,33%-ია, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ ან ოდნავ აღემატება. News-front-ს მაგალითად რუსეთის მონაცემები მოჰყავს, სადაც ამ ვირუსის მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,66 %-ია. 

News-front საქართველო: ““კოვიდით” ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მსოფლიო ლიდერ შეერთებულ შტატებში  სულ დაავადდა 4 მილიონ 707 ათას 401 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი შეადგენს 156 762-ს (3,33%). განსხვავებით “მაღალგანვითარებული” აშშ-ისგან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სიკვდილიანობა არ აღემატება ან ოდნავ აღემატება 1%-იან მაჩვენებელს (რუსეთში, მაგალითად, 1,66%-ია სიკვდილიანობა – 14 058 გარდაცვლილი, 845 443 დაავადებულიდან. “

News-front-ის მიერ მოყვანილი სტატისტიკა მანიპულაციურია. ოფიციალური მონაცემების თანახმად, კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა პოსტ-საბჭოთა 14 ქვეყნიდან 8-ში  1%-თან ახლოს არის. გარდა ამისა, რუსეთში კოვიდ-19-ის სტატისტიკასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა: კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილის აღრიცხვის მეთოდოლოგია განსხვავებულია და წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით  სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, ასევე, სტიტისტიკური მონაცემების დამალვისა და სტატისტიკურ მონაცემებში არსებული აუხსნელი შეცდომებია გამოაშკარავებული. კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები კითხვებს შუა აზიის ქვეყნებსა და ბელარუსშიც ბადებს.

1. ოფიციალური მონაცემების თანახმად, კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა პოსტ-საბჭოთა 15 ქვეყნიდან 8-ში  1%-თან ახლოს არის

worldometers.info-ს მონაცემების თანახმად, რომელიც სტატსისტიკური ინფორმაციის ერთ-ერთი ავტორიტეტული წყაროა და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ სტატისტიკას ძირითადად ქვეყნის მთავრობების  და სანდო მედიებიდან მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით აგროვებს, პოსტ-საბჭოთა 15 ქვეყნიდან კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 1%-თან ახლოს 8 ქვეყანაშია. აღნიშნული 8 ქვეყნიდან 1%-ზე ნაკლები არის: უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ბელარუსში და ყაზახეთში. ამ მაჩვენებლით აშშ-ს მსგავსი მონაცემები პოსტ-საბჭოთა სივრცის 4 ქვეყანაში (ესტონეთი, მოლდოვა, ლიეტუვასა და ყირგიზეთში) ფიქსირდება. 

Worldometers-ის 3 აგვისტოს მონაცემების მიხედვით, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, ამ ვირუსი გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

  ქვეყანა

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

სიკვდილიანობის მაჩვნებელი (%)

უზბეკეთი

26,066

157

0,6%

ტაჯიკეთი

7,538

61

0,8%

ბელარუსი

68,166

571

0,83%

ყაზახეთი

92,662

793

0,85%

აზერბაიჯანი

32,684

468

1,43%

საქართველო

1,179

17

1,44%

რუსეთი

856,264

14,207

1,66%

სომხეთი

39,102

762

1,95%

უკრაინა

73,158

1,738

2,37%

ლატვია

1,246

32

2,56%

ესტონეთი

2,080

63

3.02%

მოლდოვა

25,482

800

3,13%

ლიეტუვა

2,120

80

3,77%

ყირგიზეთი

37,129

1,420

3,82%

თურქმენეთი

-

-

-


2. ბრალდებები რუსეთში კოვიდ-19-ის სტატისტიკის  გაყალბებაზე

რუსეთში კრორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 1,66%-ია, თუმცა ქვეყანა არაერთხელ გახდა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი კოვიდ-19-თან დაკავშირებული მონაცემების გაყალბებისა ან/და დამალვის გამო. რუსეთში კოვიდ-19 თან დაკავშირებული სტატისტიკა ეჭვქვეშ დგება ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის აღრიცხვის მეთოდოლოგიის, წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით აუხსნელად გაზრდილი გარდაცვალების რაოდენობის, გამოაშკარავებული სტსტისტიკური მონაცემების დამალვისა და სტატისტიკურ მონაცემებში არსებული აუხსნელი შეცდომების გამო.

რუსეთში კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილის აღრიცხვის მეთოდოლოგია განსხვავებულია

Guardian-ის სტატიის თანახმად, რუსეთის სიკვდილიანობის დაანგარიშების მეთოდი განსხვავდება არაერთი დასავლური სახელმწიფოს მეთოდებისგან. კრემლი კოვიდ-19-ით დაინფიცირებული ადამიანის სიკვდილს არ ითვალისწინებს კოვიდის ოფიციალურ სტატისტიკაში, იმ შემთხვევაში თუ პაციენტის სიკვდილი სხვა დაავადებამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, დედაქალში გარდაცვლილი დაინფიცრებული პაციენტების 60%-ზე მეტი ქალაქის ოფიციალურ სიკვდილიანობის სტატისტიკაში არ შეიყვანეს, რადგან აუტოფსიით სიკვილის მიზეზი სხვა დაავადება დასახელდა. Financial time-ის კვლევამ აჩვენა დიდი ცდომილება ოფიციალურ და რეალურ სტატისტიკებს შორის, გამოცემის მტკიცებით, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ოფიციალური სტატისტიკასთან შედრაებით, შესაძლოა 70%-ით უფრო მეტი იყოს. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსეი რაკშა, რომელმაც 3 ივლისს დატოვა სამსახური, აღნიშნავს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით  რეალურად 3-ჯერ მეტია. ისიც სტატსისტიკური მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიაზე ამახვილებს ყურადღებას.

Bloomberg-ის თანახმად,   რუსეთის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მიერ ივლისში გამოქვეყნებული კოვიდ-19-თან დაკავშირებული გარდაცვალების მონაცემები აპრილისა და მაისის თვეებში, აჩვენებს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მანამდე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით 3-ჯერ მეტია. ახალი მონაცემებით, 2 თვის ამნზიზე გარდავლილთა რაოდენობა 15 277-ია, რაც 9 192-ით აღემატება მანამდე არსებულ ინფორმაციას. ახალი მონაცემებით ამ ვირუსის მიერ გამოწველი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორ თევში 3.7%-ია. 

რუსეთში წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი აუხსნელად გაზრდილია 

რადიო თავისუფლების თანახმად, სანკტ-ეტერბურგში მაისში გარდაცვლილთა რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელს 31%-ით აღემატებოდა. მოსკოვში მი აპრილში გარდაცლილთა რაოდენობა ბოლო 10 წლის საშუალო მაშვენებელს 20%-ით აღემატებოდა. სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელს კოვიდ-19-ის 1.66%-იანი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ვერ ხსნის. 

შეცვლილი სტატისტიკური მონაცემები

“მედუზას” თანახმად, სამედიცინო პერსონალს რუსეთის ჯანმრთელობის სამინისტროსგან ინსტრუქციები აქვთ მიღებული და მათი სავაადმყოფოების წამყვანი ექიმებიც აგულიანებენ, რომ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დაასახელონ. 

აუხსნელი შეცდომები სტატისტიკაში

მედუზას ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების მონაცემებთან დაკავშირებით რუსეთის სტატისტიკაში აუხსნელ შეცდომებსაც ვხვდებით. მაგალითად, ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონული სტატისტიკიდან  ერთი ქალაქი მთლიანად გაქრა. საროვში კორონავირუსის გავრცელების შესახებ მონაცემები ფედერალური სტატისტიკიდან მთლიანად ამოღებულია. ოფიციალურ ვებგვერდზე StopCoronavirus.rf  საროვში კორონავირუსის ახალი შემთხვევა მაისის დასაწყისიდან არ დაფიქსირებულა.

3. სტატისტიკური მონაცემები კითხვებს იწვევს შუა აზიის ქვეყნებსა და ბელარუსში

ამერიკის ხმის მიხედვით, თურქმენეთში, ჩრდილოეთ კორეის მსგავსად კორონავირუსის შემთხვევა საერთოდ არ ფიქსირდება. თუმცა რადიო თავისუფლების ინფორმაციით ქვეყნაში ბევრი პნევმონიის შემთხვევაა, ტაჯიკეთშიც მაისამდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ იყო. 

აპრილში, ლიეტუვას პრეზიდენტმა განაცხდა, რომ შესაძლოა ბელარუსი ინფიცორებულთა და გარდაცვლილთა რეალურ სტატისტიკას მალავს და ქვეყანაში მდგომარეობა ბევრად უარესია. 


მოამხადა თამარ ჩხარტიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია