ასახავს თუ არა ფოტო კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

127
VIEWS

19 სექტემბერს, ფეისბუქის მომხმარებელმა მზია ართმელაძემ გამოაქვეყნა მომხმარებელ Zura Jgenti-ს პოსტის სქრინშოტი, რომელზეც შავ პარკში გახვეული გვამებია ასახული. სქრინის წარწერის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები ქუჩაში “ცალი ხელით ეწყობოდა”, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის ზრდა ხელოვნურია. მისივე თქმით, მსოფლიო მედია საზოგადოებაში შიშს თესავდა. იმავე აზრს იმეორებს თავის პოსტში მომხმარებელი მზია ართმელაძეც, რომელიც ამბობს, რომ მედიამ მთელი სამყარო “დააბოლა”, თითქოს კორონავირუსით ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, საზოგადოებას კი ქუჩებში ყალბ გვამებს აჩვენებდნენ. მზია ართმელაძის პოსტს 23 სექტემბრის მდგომარეობით 970 გაზიარება აქვს.

;

მზია ართმელაძის გამოქვეყნებული ფოტო მანიპულაციურია. რეალურად ფოტო მაიმიში გამართულ საპროტესტო აქციას ასახავს, რომელზეც არა გვამები, არამედ გვამების იმიტაციაა ასახული, რაც საპროტესტო აქცია-პერფორმანსის ნაწილი იყო, რომლის მონაწილეები ვირუსისგან გარდაცვლილებს პატივს მიაგებდნენ და სოციალურ პრობლემებზე მთავრობის რეაგირებას აპროტესტებდნენ. აქციის მიზანი გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ ყოფილა. 

ფოტოს გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ის რეალურად სულ სხვა მოვლენას ასახავდ და  2020 წლის 27 მაისს, მაიამიში, ფლორიდის შტატშია გადაღებული. ფოტო საპროტესტო აქცია-პერფორმანსს ასახავს, რომლითაც აქციის მონაწილეები კორონავირუსით გარდაცვლილებს პატივს მიაგებდნენ და პანდემიით გამოწვეულ უმუშევრობაზე მთავრობის ცუდ პასუხს აპროტესტებდნენ. ამისთვის მონაწილეებმა დაკრძალვის სიმბოლური სცენა გამართეს და შავ პარკში გახვეული გვამის ფორმები განათავსეს. ფოტოს ავტორი კი კრისტობალ ჰერერაა.

;

აღნიშნული ფოტო მსგავსი დეზინფორმაციული კონტექსტით გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანაში. ფოტო Poynter-ის ინსტიტუტის საერთაშორისო ფაქტჩექერთა ქსელის (IFCN) ვებგვერდზეც მოხვდა კორონავირუსთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გადამოწმების ფარგლებში.

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist