ასავალ -დასავალის დეზინფორმაცია და ფოტომანიპულაცია, თითქოს „გუგლში აღმაშენებლის გამზირს Arab Street – ს ეძახიან! “

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

hhhhhhhhhhh
30
VIEWS

გაზეთ ასავალ-დასავალის 11-17 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ფოტო, წარწერით „გუგლში აღმაშენებლის გამზირს უკვე Arab Street – ს ეძახიან! “, რომელზეც Google-ის საძიებო სისტემაში ჩაწერილი სიტყვები Arab Street Tbilisi და 12 ფოტოსურათია ასახული. ფოტო თან ერთვოდა მასალას, რომელშიც ჟურნალისტი საფრთხეების კონტექსტში თბილისში არსებული აღმაშენებლის გამზირის გადაგვარებაზე და იქ არაბების მომრავლებაზე საუბრობს.

"

“ასავალ-დასავალის” მიერ წარმოდგენილი ფოტოკოლაჟი ფაბრიკაციას წარმოადგენს, რადგან 12-დან 7 ფოტოზე სინგაპურსა და დუბაიში არსებული არაბული ქუჩებია (Arab Street) ასახული, 2 ფოტოზე – თბილისში ივანე მაჩაბლის და ერეკლე II -ის ქუჩებზე არსებული კაფეები, 2-ზე  – აღმაშენებლის ხეივანზე განთავსებული სასტუმრო (Tbilisi Times, booking.com) და რესტორანი (Spice Garden Restaurant, tripadviser.com) შესაბამისი ქართული დასახელების ქუჩების მითითებით. 1 ფოტო კი dgbgeorgia.weebly.com-ის  მასალიდანაა, სათაურით „Тбилиси“, სადაც სიტყვა Arab მერვე საუკუნეში მურვან ყრუს და ხაზართა შემოსევების აღწერის მიზნითაა გამოყენებული.

ამასთანავე, “ასავალ-დასავალის” მტკიცება აბსურდულია, რადგან Google-ის საძიებო სისტემის მუშაობის პრინციპია, მომხმარებელს აჩვენოს ძებნის დროს მითითებული სიტყვების შემცველი ტექსტუალური, ფოტო და ვიდეო მასალები ათასობით ვებ-გვერდიდან, რომლებიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, საძიებო სისტემა მილიონობით მომხმარებლის ან ვებ-გვერდის მიერ ამ სიტყვების გამოყენებით ქსელში ატვირთულ მასალებს გვიჩვენებს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძიებისას მითითებული სიტყვები ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ ან შინაარსობრივ კავშირშია, ხოლო ძიების შედეგი ზუსტი და აუცილებლად ავთენტური.

  • 7 ფოტო – სინგაპურის და დუბაის არაბული ქუჩები აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად

"

"

  • 2 ფოტოზე თბილისში ივანე მაჩაბლის და ერეკლე II -ის ქუჩებზე არსებული კაფეებია ასახული  შესაბამისი ქუჩების მითითებით.

"

"

  • 2 ფოტოზე აღმაშენებლის ხეივანზე განთავსებული სასტუმრო Tbilisi Times  Booking.com და ინდური რესტორანი Spice Garden-ია  tripadvisor.com  ასახული და ორივე შემთხვევაში შესაბამისი ქუჩის სახელწოდებაა მითითებული.

"

"

  • 1 ფოტო ვებ-გვერდ dgbgeorgia.weebly.com-ის  მასალიდანაა,  სათაურით„Тбилиси“, სადაც სიტყვა Arab მერვე საუკუნეში მურვან ყრუს და ხაზართა შემოსევების აღწერის მიზნითაა გამოყენებული.

"

"

თემატიკა: მიგრაცია
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist