“ასავალ-დასავალის” განმეორებითი ფოტომანიპულაცია NATO-ს შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

covv333_3
407
VIEWS

2017 წლის 29 მაისი-4 ივნისის ნომერში გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც საუბარია, თითქოს NATO-მ ტრანსგენდერი სამხედრო პირებისთვის ახალი უნიფორმა მიიღო. მასალას თან ერთვის ფოტოილუსტრაცია, რომელზეც, “ასავალ-დასავალის” მტკიცებით, ახალ უნიფორმებში ალიანსის ტრანსგენდერი სამხედროები არიან გამოსახულები. იდენტური დეზინფორმაცია “ასავალ-დასავალმა” 2016 წლის მაისშიც გაავრცელა, რაც ‘მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.

 

ასავალ-დასავალი: ის კი არა (ჩვენ უკვე ვწერდით ამაზე), ნატო-მ გასულ წელს არანაკლებ პომპეზურად და საზეიმო განწყობით შემოიღო ახალი სამხედრო უნიფორმა გეი და ლესბოსელი „მეომრებისთვის”!… მოდი და ამის შემდეგ ნუ იტყვი, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა ჩვენში გეი-ქორწინების დაკანონებაც იქნება!

ფაქტ N1: ფოტოზე არა NATO-ს სამხედროები, არამედ “სამოქალაქო თავისუფლებების ამერიკული გაერთიანების” ფორუმის მონაწილეები არიან ასახულნი

ფოტო 2014 წლის 20 ოქტომბერს ვაშინგტონში “სამოქალაქო თავისუფლებების ამერიკული გაერთიანების” (American Civil Liberties Union) ორგანიზებულ ფორუმზეა გადაღებული. ფორუმს ტრანსგენდერი სამხედრო მოსამსახურეები შვედეთიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან და კანადიდან ეწსრებოდნენ და ერთმანეთს სამხედრო მსახურების შესახებ გამოცდილებას უზიარებდნენ.

შეხვედრა დაგეგმული იყო პალმის ცენტრი და ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის (ACLU) მიერ.

ფაქტი N2: NATO-ს უნივერსალური ფორმა არ აქვს

NATO- ს ერთიანი, უნივერსალური ფორმა არ აქვს. NATO-ს წევრი ქვეყნები საკუთარი ოფიციალური უნიფორმით მსახურობენ.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

წყარო

mre-344x335
ასავალ-დასავალი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist