აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა Nord Stream 2-ზე სანქციებს მხარი დაუჭირა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

amerika ruseti
55
VIEWS

26 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა  მხარი Nord Stream 2-ის პროექტზე გარკვეული საზღვაო ხომალდების მიწოდების გამო რუსული ენერგო-საექსპორტო მილსადენების აშენებისთვის სანქციების დაწესებას.

Nord Stream 2-ის ამოქმედება 2020 წელს იგეგმება, მას შემდეგ რაც ვადა გაუვა ამჟამინდელ კონტრაქტს რუსულ გაზპრომსა და უკრაინულ ნაფტოგაზს შორის. გაზპრომის 2018 წლის აპრილის განცხადებით უკრაინა შეინარჩუნებს სატრანზიტო როლს, თუმცა გაზის ნაკადი უკრაინის ტერიტორიის გავლით მნიშვნელოვნად დაიკლებს და ახლანდელი ნაკადის მხოლოდ 15%-ს შეადგენს. ამ ფაქტიდან გამომდინარე, უკრაინა, როგორც შუამავალი, Nord Stream 2-ის პროექტში ხედავს იზოლაციის საფრთხეს და შესაბამისად ეწინააღმდეგება ახალი მილსადენის ამოქმედებას. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა ნაფტოგაზის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრეი კობოლიევმა.უკრაინული გამოცემის Unian-ის ცნობით, კობოლიევმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზრდის წარმომადგენელთა პალატის მიერ სანქციების შესახებ კანონის ამოქმედების შანსს. 

“ინიციატივის ერთსულოვანი მხარდაჭერის გამო, ჩვენ ველით, რომ ივლისის თვეში წარმომადგენელთა პალატა დაამტკიცებს კანონპროექტს. იქიდან გამომდინარე, რომ ორივე, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლები მხარს უჭერენ დოკუმენტის მიღებას, კანონპროექტს აქვს შანსი ხმა მისცეს სენატმაც და აგვისტოში ხელი მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა “, – განაცხადა კობოლიევმა. მისი თქმით, დოკუმენტი “მიმართულია კრემლის გაზის პოლიტიკურ პროექტების წინააღმდეგ და გავლენას არ ახდენს სხვა ინტერესებზე.”

Nord Stream 2-ის პროექტი ითვალისწინებს რუსეთიდან ევროპაში ბალტიის ზღვაზე გავლით გაზის მიწოდებას. მილსადენის მშენებლობა 2018 წლის მაისში დაიწყო. პროექტს ეწინააღმდეგებიან აშშ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ისინი ევროპის რეგიონში რუსული გავლენის საშიშროებას ხედავენ.

გასულ თვეში აშშ-ის სენატორებმა იმსჯელეს Nord Stream- ის მშენებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. კერძოდ კი, მათი ინიციატივა ეხებოდა აშშ-ში შესვლის აკრძალვასა და ფინანსური აქტივების გაყინვას იმ პირებისთვის, ვინც ყიდის ან აქირავებს გემებს Nord Stream 2-ის მშენებლობისთვის. ამასთანავე, სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ 12 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც განაცხადა.
 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist