ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ბანანის კონსპირაციების დროის ხაზი: ებოლადან კორონავირუსამდე

30 იანვარი, 2020

სურათზე გამოსახული წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი ნამდვილად არ არის   მაურიციო კატელანის არტ ინსტალაცია,  რომელიც მაიამის ერთ-ერთ სახელოვნებო აუქციონზე 120 ათას აშშ დოლარად შეფასდა და გაიყიდა. “მითების დეტექტორის” ბანანის “დროის ხაზი” იმ კონსპირაციებს ასახავს, რომელთა ინსპირაციის წყარო დროის სხვადასხვა მონაკვეთში ბანანი და ბანანით გამოწვეული ვირუსები გახდა.

კორონავირუსის აღმოჩენას და მისი გავრცელებით გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დეზინფორმაციისა და კონსპირაციების ახალი ტალღა მოჰყვა. საქართველოში ფეისბუკის მესენჯერით გავრცელებული ერთ-ერთი კონსპირაცია ბანანს უკავშირდებოდა. სქრინი, რომელიც ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოაქვეყნა, იუწყებოდა, რომ კორონავირუსს სხვადასხვა ქვეყნებში ბანანის მეშვეობით ავრცელებდნენ. გვერდის მტკიცებით, მათ მესენჯერით მსგავსი შეტყობინება 50-ზე მეტჯერ მიიღეს.

"

იდენტური შინაარსის მასალა Pikabu.ru-ზე გავრცელდა, რომელიც რუსული აგრეგატორი საიტია, სადაც მოხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ვრცელდება. ერთ-ერთი მომხმარებლის ცნობით, მთავარი სატალევიზიო არხის ეთერში კორონავირუსის საპასუხოდ ბანანების ჭამის შეზღუდვა დასახელდა. სტატუსის ავტორი მოუწოდებდა სხვებს, რომ ეს ინფორმაცია ჯგუფური ჩატებით გაევრცელებინათ.

"

კორონავირუსი ცოცხალი ორგანიზმებიდან - ცხოველებიდან - გავრცელდა და რაიმე მტკიცებულება, რომ ის ბანანით ან სხვა საკვებით გადადის, ჯერ არ გამოვლენილა. ამასთანავე ბანანი წლებია სხვადასხვა კონსპირაციების წყაროა და მას ხან ებოლას, ხან შიდსის და ღორის გრიპის გავრცელებას წყაროდ ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე უსაფუძვლოდ ასახელებენ.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ კონსპირაციების დროის ხაზს, რომელიც სხვადასხვა წლებში ბანანს სხვადასხვა კონსპირაციის წყაროდ მიიჩნევდა:

ვირუსის ტიპი

წელი

კონსპირაცია

მედია წყარო

ებოლა 2014 2014 წელს “რადიო თავისუფლების” ტაჯიკეთის ბიურო იუწყებოდა ტაჯიკეთის მოქალაქეების შიშების შესახებ, რადგან მოსახლეობაში მასობრივად ვრცელდებოდა ამბავი, თითქოს ებოლა ეგზოტიკურ ხილთან, კერძოდ კი ბანანთან კონტაქტით გადადიოდა. Rus.Ozod.org
ზიკა 2016  

როგორც ქართულ, ისე რუსულ ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ყალბი ამბავი, თითქოს ლურჯი ფერის ტანისამოსი ზიკას ვირუსის გადამტან კოღოს იზიდავს. მედიაში ასევე იწერებოდა ის, რომ კოღოებს უყვართ იმ ადამიანების კბენა, რომლებმაც ბანანი მიირთვეს.

Mediamall.ge

Ee.sputniknews.ru

შიდსი

2016

2018

 

რამდენიმე წლის განმავლობაში, ზუსტად იდენტური ტექსტი ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ ბანანის ჭამით შიდსით დაინფიცირება იყო შესაძლებელი. მეტი დამაჯერებლობისთვის ყალბ ამბავს თან ახლდა ფოტო, რომელზე გაყალბებული СNN-ის არაავთენტური ლოგო იყო გამოსახული. 

Lipetskmedia.ru

Dratyti.info

Mediacity.ge

ღორის გრიპი

2019

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანანებში ღორის გრიპი იქნა შეშვებული და ვირუსი სწორედ აქედან გავრცელდა. აღნიშნულის დასტურად მოყვანილია ფოტო, რომელზეც წითელი შეფერილობის ბანანია აღბეჭდილი. სინამდვილეში, ბანანის შიგთავსის წითელი შეფერილობა ხილის სოკოვანი ან ბაქტერიული დაავადებისგან არის გამოწვეული. მისი ჭამა კი, ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიში არაა.

Geotimes.ge

კორონავირუსი

 

2020

როგორც ქართულ სოციალურ ქსელში, ისე რუსულ ვებ-გვერდებზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ახალი ტიპის კორონავირუსის შეყვანა ბანანში ხდება. 

Facebook გვერდი საქართველო უპირველეს ყოვლისა

Pikabu.ru


წყაროების შესახებ

კონსპირაციებს ბანანის მეშვეობით გავრცელებული ვირუსების შესახებ სოციალური მედიის და ტრადიციურლი მედიის გარდა, ქლიქბეით ანუ სატყუარა საიტები ავრცელებენ, რომლებიც სენსაციური სათაურებითა და ემოციური ფოტოებით, მკითხველის მოზიდვას და ბმულზე დაწკაპუნებით თანხის გამომუშავებას ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი საიტი, რომელმაც ბანანების მეშვეობით შიდსის ვირუსის გადაცემაზე ცნობა გაავრცელა Dratyti.info-ა, რომელიც წყაროდ გაყალბებული CNN-ის სქრინს იყენებს.

"
ყალბი CNN-ის სქრინი

"
CNN-ის რეალური ლოგო

გარდა იმისა, რომ ამერიკული ტელეარხ CNN”-ის საგრძნობლად განსხვავდება გაყალბებულისგან, წყაროდ მითითებულ ბმულს CNN-ის ნაცვლად გაურკვეველ გვერდზე გადავყავართ. 

"


მასალაზე მუშაობდნენ გიორგი ინალიშვილი, მაიკო რატიანი, ილია სადღობელაშვილი