თავდაცვა/უსაფრთხოება

Bellingcat: რა კავშირია უცხო ქვეყნებში ФСБ-ს მიერ განხორციელებულ სხვა მკვლელობებსა და ხანგოშვილის მკვლელობას შორის?

1 ივლისი, 2020

ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა და The Insider-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გარდა, აღნიშნულ საქმეში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის(ФСБ) კიდევ ერთი და შესაძლოა სხვა  თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.ჟურნალისტური გამოძიების მტკიცებით, დაკავშირებულები არაინ ФСБ-ს მიერ განხორციელებულ სხვა მკვლელობებთანაც. ჟურნალისტურმა გამოძიებამ ეთნიკურად ჩეჩენი პირების მკვლელობებს შორის კავშირი და სხვადვასხვა შემთხვევვებში ФСБ-ს იდენტური მოქმედებები გამოავლინა. გამოძიების თანახმად, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის მსგავსად, ФСБ-სთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი ყალბ იდენტობას იყენებდა და ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობდა. 

წინა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დადგინდა შემდეგი ფაქტები:

  • ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული   ვადიმ კრასიკოვი ბერლინში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩავიდა, რომლებიც ვადიმ სოკოლოვის სახელზე იყო გაცემული;
  • კრასიკოვი, სულ მცირე, ორ შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა, ხოლო 2013 წლის მონაცემებით მას ინტერპოლის მოსკოვის ბიურო მკვლელობისათვის წითელი ცირკულარის მეშვეობით ეძებდა. თუმცა, 2015 წელს ცირკულარი გააუქმეს, ხოლო მის კრიმინალურ წარსულთან დაკავშირებული დოკუმენტები მონაცემთა ბაზებიდან გააქრეს. 
  • მკვლელობის დაგეგმვას უშუალოდ ედუარდ ბენდერსკი, ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმის საქველმოქმედო ფონდ ვიმპელის თავმჯდომარე ხელმძღვანლობდა. ყალბი დოკუმენტების მოპოვებასა და მკვლელობის მომზადების პროცესში ქილერს უშუალო დახმარება ФСБ-მ სპეციალური ოპერაციების ბაზაზე აღმოუჩინა.

გამოგონილი პიროვნება - “რომან დავიდოვი”

2019 წლის 29 ივლისს სანკტ-პეტერბურგში სლოვაკეთის საკონსულოში რუსეთის მოქალაქის რომან დავიდოვის სახელით შენგენის ზონაში ერთ წლიანი ვიზის მოთხოვნა შევიდა. დოკუმენტების მიხედვით ის 1981 წლის 9 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში (იმ დროს ლენინგრადში) იყო დაბადებული, პეტერბურგში ბოგატირსკის პროსპექტის 32-ში, მეორე კორპუსში ცხოვრობდა და ადგილობრივ კომპანიაში ინჟინრად მუშაობდა. მას ბრატისლავაში გამგზავრება თითქოს ტურისტული მიზნით სურდა, თუმცა გამგზავრების მომდევნო დღეს ვენაში გასაფრენად ბილეთი ჰქონდა დაჯავშნილი. ის ვიზის აღებიდან მეორე დღესვე გაემგზავრა.

სინამდვილეში, აპლიკანტის მიერ მითითებული მისამართი საერთოდ არ არსებობს, ბოგატირსკის პროსპექტ 32-ში, მე-2 კორპუსი არ არის. ერთადერთ კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს კი რომან დავიდოვის შესახებ არ სმენიათ. 

რომან დავიდოვის სახელით და ამავე დაბადების თარიღის მქონე  პიროვნება ათასობით გაჟონილ, Bellingcat-ისთვის  ხელმისაწვდომ, რეგისტრაციის  ბაზებსა და პასპორტის  მონაცემთა ბაზებში არ ფიქსირდება. რომან დავიდოვი რუსეთის საპასპორტო და საგადასახადო ბაზაში მხოლოდ 2019 წლიდან ჩნდება. რომან დავიდოვის პიროვნება სლოვაკეთის საკონსულოში ვიზის აპლიკაციის წარდგენამდე 11 დღით ადრე შეიქმნა.  მისი პასპორტი 2019 წლის 18 ივლისით თარიღდება. ის რუსეთის საგადასახადო რეესტრში 2019 წლის 23 ივლისს დაფიქსირდა, 39 წლის ასაკში. დამსაქმებლის წერილის მიხედვით კი, რომელიც მან სლოვაკეთის საკონსულოში წარადგინა, ის თითქოს კომპანიაში წლების განმავლობაში მუშაობდა. 

“რომან დავიდოვის” კავშირი ვადიმ სოკოლოვთან

იმავე დღეს, როდესაც “რომან დავიდოვმა” ვიზის აპლიკაცია სლოვაკეთის საკონსულოში შეიტანა, მისი განაცხადის წარმდგენმა ტურისტულმა კომპანიამ მოსკოვში საფრანგეთის საკონსულოში ვიზის თხოვნით ვადიმ სოკოლოვის, ხანგიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, განცხადება შეიტანა. “დავიდოვის” მსგავსად ”სოკოლოვიც” გამოგონილი პიროვნებაა.

“დავიდოვისა” და “სოკოლოვის” პასპორტების ნომერი  მხოლოდ 35 ციფრით არის დაშორებული, რაც ნიშნავს, რომ ერთდროულად დამზადდა. საგადასახადო რეესტრშიც ერთსა და იმავე დღეს დარეგისტრირდნენ. უფრო მეტიც, ორივე მათგანმა საკონსულოებში ერთი კომანიიდან ZAO “RUST”-დან წარადგინეს დასაქმების ცნობა და წერილი. კომპანიის დირექტორმა კი განაცხადა, რომ არც ერთ მათგანს არ იცნობდა. ვადიმ სოკოლოვმა პარიზის საკონსულოსაგან შენგენის ვიზა მიიღო, სამი კვირის შემდეგ კი ის გერმანიის პოლიციამ ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავა. Bellingcat-ის ინფორმაციით, “რომან დავიდოვი” რუსეთში დაბრუნდა. 

მოძრაობის წესების დარღვევის საჯარო ინფორმაციისა და მოსკოვში ფრათოდ გავრცელებული ვიდეო- სათვალთვალო სისტემიდან გაჟონილი ინფორმაციისა, ასევე,  “ვადიმ კრასიკოვის” მობილური ტელეფონიდან მიღებული მეტა-მონაცემების ანალიზის საფუძველზე, Bellingcat-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ “რომან დავიდოვის” ავტომობილი Infiniti Q50 მკვლელობის წინ, რუსეთის დატოვებამდე კრასიკოვის ერთ-ერთ ბინასთან იმყოფებოდა და მათი ადგილმდებარეობები ერთმანეთს დაემთხვა. “დავიდოვის” ბელარუსიდან დაბრუნების შემდეგ ისინი კიდევ შეხვნენ ერთმანეთს. ბოლოს  “დავიდოვის” მანქანა  ФСБ-ს საწვრთნელ ბაზასთან ახლოს დააფიქსირეს, სადაც ივლის-აგვისტოში კრასიკოვის მობილური ტელეფონის მდებარეობაც ფიქსირდებოდა. სავარაუდოდ, დავიდოვმა კრასიკოვი ბაზაზე მისიის წინა მომზადების გასავლელად მიიყვანა. 

ხანგოშვილის მკვლელობის  ახალი ფიგურანტის როლი

“რომან დავიდოვის” როლი მკვლელობის მომზადებაში ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა მისი ყალბი იდენტობა და “სოკოლოვის” დოკუმენტებთან თანხვედრა საკმარისი აღმოჩნდა გერმანიის პროკურატურისთვის ეჭვის აღსაძრავა.

Bellingcat-ის გამოძიების თანახმად, “რომან დავიდოვმა” საზღვარი  2-ჯერ გადაკვეთა - 2019 წლის 3 აგვისტოს მან მანქანით ბელარუს-პოლონეთის გამშვები პუნქტი გაიარა და 4 დღის შემდეგ უკან დაბრუნდა. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთ-ბალარუსს შორის კონტროლირებული საზღვარი არ არის და არც ის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, თუ რას აკეთებდა 4 დღის მანძილზე “დავიდოვი” შენგენის ზონაში, სადაც გადაადგილება ასევე არ კონტროლდება. 

“რომან დავიდოვს” შეეძლო ბელარუს-პოლონეთის საზღვრიდან 8-9 საათში მანქანით ბერლინში აღმოჩენილიყო, სადაც მან დაახლოებით  2,5 დღე დაჰყო. მოკლე პერიოდის გათვალისწინებით, მისი როლი სავარაუდოდ მკვლელობის იარაღისა და სხვა საჭირო ნივთების მომარაგება უნდა ყოფილიყო (მაგ: ველოსიპედი). “კრასიკოვმა” მკვლელობა ბერლინში ჩასვლიდან მომდევნო დღეს განახორციელა, რაც ამტიცებს რომ ყველა საჭირო ნივთი უკვე გამზადებული იყო. 

ФСБ-ს ერთი ხელწერა - ჩეჩნების მკვლელობები უცხო ქვეყნებში

2 მკვლელობა სტამბოლში

გამოძიებას ხანგოშვილის მკვლელობაში “დავიდოვის” როლის გასაგებად 2015 წლის ნოემბერში სტამბოლში ჩეჩენი წარმოშობის აბდულვახიდ ედილგერიევის მკვლელობა დაეხმარა, რომელის ФСБ-მა დაგემა და განახორციელა. აბდულვახიდ ედილგერიევსა და ხანგოშვილს შორის ბევრი საერთოა, ორივე ჩეჩნეთის ომში იბრძოდნენ, რუსეთის სპეცნაზზე შეტევებს კავკასიის მთებიდან ახორციელბდნენ და დონბასში რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდნენ. ორივე მათგანი ФСБ-ს მიერ  2012 წელს გერმანიისთვის მოთხოვნილ 19 ჩეჩენს შორის ფიგურირებდა. თუმცა, ხანგოშვილისგან განსხვავებით, ის რადიკალი ისლამისტი იყო და კავკასიის ემირატის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენდა, რომელიც სირიაშიც იბრძოდა. 

თურქეთის პოლიციის თანახმად, 2016 წელს  აბდულვახიდ ედილგერიევის მკვლელობაში სულ მცირე 3 რუსეთის მოქალაქე მონაწილეობდა. ორი რუსი, ალექსანდრ სმირნოვისა და იური ანისიმოვის სახელით, მხოლოდ მკვლელობის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას და მკვლელობის დროს თურქეთში აღარ იმყოფებოდნენ. ისინი 2016 წლის აპრილში სტამბოლში დააკავეს, კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობისთვის, თუმცა 2017 წელს რუსეთს 2 ყირიმელ თათარ ლიერში გაუცვალეს.

თურქეთის მიერ გასაჯაროებული დაკავებულების ვინაობის მიხედვით, Bellingcat-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი თურქეთში 2014 წელსაც იმყოფებოდნენ. სტამბოლში სამივე 2014 წლის 10 დეკემბერს ჩავიდა, ერთი დღით ადრე უზბეკი სასულიერო პირის აბდულა ბახირის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, რომელიც უზბეკეთის მთავრობის ოპოზიციას წარმოადგენდა. სავარაუდოდ, მისი მკვლელობა კრემლსა და ტაშკენტს შორის გარიგების ნაწილს წარმოადგენდა. 

მკვლელობა უკრაინაში

ჟურნალისტურმა გამოძიებამ  “სოკოლოვის” და “დავიდოვის” მოგონილი იდენტობების ინსპირაციით, პასპორტის ნომერების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ მსგავსი პასპორტის ნომრებით (ერთ პერიოდში აღებული) 7 ადამიანი ერთდროულად ან ერთიდაიმავე პერიოდში, 2015 წელს პრაღაში მოგზაურობდნენ. ერთ-ერთი მათგანი “რომან ნიკოლაევი” იყო. “რომან ნიკოლაევისა” და ხანგიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული “რომან დავიდოვის” პასპორტისა და ვიზის ფოტოები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. 7 ადამიანიდან ერთ-ერთი  “ანდრეი მიტრაკოვი” ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კრასკოვს ბერლინში გამგზავრებამდე ხშირად ურეკავდა. 

ФСБ-ს 7 გამოგონილი პერსონაჟიდან  ორი 2014 და 2015 წლებში ყირიმში მოგზაურობდნენ. 

მათი პასპორტის ნომრები ემთხვევა რუსეთის სპეცნაზში მაღალი წოდების მქონე იგორ ეგოროვის გამოგონილი იდენტობის “იგორ სემენოვის” პასპორტის ნოემერს, რომელიც ყირიმში ჩეჩნეთის ოპოზიციის წარმომადგენლის მკვლეობასა და დაგეგმვაში იყო ჩართული. 2019 წლის ივლისში ის გერმანიასი იმყოფებოდა და სავარაუდოდ ხანგიშვილის მკვლეობის დაგეგმვასთანაც აქვს კავშირი. გამომძიების თანახმად, ეს ფაქტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა ხანგიშვილის მკვლელობასთან ФСБ-ს კავშირის.