“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” გარდაცვალების ვაქცინაციასთან კავშირის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

33
VIEWS

4 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიზნესმენი ირაკლი ჭკადუა, რომელიც სამჯერ იყო აცრილი, გარდაიცვალა. ““ვაქცინა” ძალიან ეფექტურია” – ნათქვამია პოსტში. ირაკლი ჭკადუას ფოტოები ატვირთულია ალბომში სახელწოდებით “მხეცის ინექციის მსხვერპლნი”.

"
მტკიცება, რომ ირაკლი ჭკადუას გარდაცვალება ვაქცინაციას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ირაკლი ჭკადუას გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან კავშირი არ აქვს.

ფეისბუქ ანგარიშს “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემდეგ მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist