ბინ ლადენის აშშ-სთან თანამშრომლობის მტკიცებულებად გაყალბებული ფოტოები ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

9.8k
VIEWS

30 აპრილს ფეისბუქ პროფილმა სახელწოდებით „სამყარო სამყარო“ ოთხი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან ერთვის შემდეგი კომენტარი: „სადაურსა სად წაიყვანო, პოლიტიკა პოლიტიკად მეგობრობა მეგობრობადო“. ოთხივე ფოტო ტერორისტული ორგანიზაცია, ალ-ქაიდას დამფუძნებელს ოსამა ბინ ლადენს ასახავს. პირველ ფოტოზე ის გამოსახულია კონდოლიზა რაისთან ერთად, რომელიც  2005-2009 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო. მეორე ფოტოზე ვხედავთ ცნობილ ამერიკელ პოლიტიკოსსა და 2009-2013 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს. მესამე ფოტოზე გვერდი-გვერდ გამოსახულია ოსამა ბინ ლადენი და ვინმე ტიმ ოსმანი, რითაც, სავარაუდოდ მათი ვიზუალის მსგავსებაზე ხდება ხაზგასმა.  მეოთხე ფოტოზე კი ამერიკელ პოლიტოლოგ და 1977-1981 წლებში უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან ზბიგნევ ბჟეზინსკისთან ერთად გამოსახულია უცნობი მამაკაცი, რომელსაც ოსამა ბინ ლადენი აწერია.
;
“სამყარო სამყაროს” მიერ გავრცელებული ოთხივე ფოტო გაყალბებულია:1) ბინ ლადენი კონდოლიზა რაისს და ჰილარი კლინტონს არ შეხვედრია, ფოტოები პროგრამულად არის დამუშავებული; 2) არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბინ ლადენი იგივე ტიმ ოსმანია და CIA-ს აგენტი იყო; 3) ზბიგნევ ბჟეზინსკისთან ერთად გამოსახული მამაკაცი პაკისტანის არმიის მეომარია და არა ბინ ლადენი, რომელიც 1980 წელს პაკისტანის არმიაში არ ირიცხებოდა.

 

ამ ფოტომასალით ყალბი ინფორმაციის ტირაჟირება მხოლოდ საქართველოში არ მოხდარა, იდენტურ ფოტოებს ვაწყდებით არაბულ, თურქულ, რუსულ და ინგლისურენოვან საიტებზეც.

ფოტო#1

კონდოლიზა რაისთან ბინ ლადენის „გამოჩენა“ 2007 წელს სააპრილო ხუმრობასა და ფოტოშოპის შეჯიბრს “April Fool’s Day” უკავშირდება, ფოტო საიტისთვის “Freaking news“ მომზადდა და ის რეალური არ არის.

კონდოლიზა რაისისა და ოსამა ბინ ლადენის ფოტო reuters-მა და snopes-მაც გადაამოწმეს.;
ოსამა ბინ ლადენის და კონდოლიზა რაისის პროგრამულად დამუშავებული ფოტოს გარდა, FreakingNews.com-ზე სხვა ფოტოებიც გავრცელდა, რომელსაც 1 აპრილის ხუმრობას უკავშირდებოდა, მაგალითად People-ის დაფოტოშოპებული გარეკანი, რომელზეც ერთ მოცემული იყო ინფორმაცია, თითქოს მსახიობი პერის ჰილტონი მონაზონი გახდა.
;
ფოტო #2

მეორე ფოტოსურათი ასევე ფოტოშოპის კონკურსის ფარგლებში მომზადდა, 2007 წელს.

ორიგინალი ფოტო 2004 წელს მაისში კლინტონსა და ინდოელ მუსიკოს Shubhashish Mukherjee გადაუღეს, ცენტრ Asia Society Washington-ის ყოველწლიურ სადილზეimg 60ed61aece095 ბინ ლადენის აშშ-სთან თანამშრომლობის მტკიცებულებად გაყალბებული ფოტოები ვრცელდება
 ბინ ლადენის თავი კი შემდეგი ფოტოდანაა ჩასმული:

;
ბინ ლადენისა და კლინტონის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს დიდი ხნის განმავლობაში ჰილარი კლინტონისთვის შავი პიარის შესაქმნელად იყენებდნენ, თითქოს, მან ალ-ქაიდას ლიდერს თეთრ სახლში უმასპინძლა. ეს კამპანია განსაკუთრებული აქტივობით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოირჩეოდა, როცა ჰილარი კლინტონის კანდიდატურა დონალდ ტრამპს უპირისპირდებოდა. ფოტო აქტუალური იყო ტეხასის შტატში კამპანიის დროს. ფრაზა: „ჰილარი დარჩი შორს ტეხასისგან“ ბინ ლადენისა და კლინტონის დაფოტოშოპებულ ფოტოსთან ერთად ვრცელდებოდა. გვერდი, რომელიც მსგავს მოწოდებას ავრცელებდა „Heart of Texas“  2016 წელს ფეისბუქის გამოძიების ფარგლებში სხვა 470 ანგარიშთან ერთად წაიშალა, რომელთა კვალსაც პეტერბურგის ტროლების ქარხანასთან მივყავართ. გვერდები ისლამოფობიური და რასისტული კონტენტის შექმნაზე მუშაობდნენ.
;
წყარო:inquirer.com

ფოტო ვირუსულად ვრცელდებოდა ტვიტერის რუსი მომხმარებლების ანგარიშებზეც. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გამოეხმაურა ფოტოს, როცა ის აშშ-ს მთავრობაზე და მის ლობისტურ საქმიანობაზე საუბრობდა: „ დავუბრუნდეთ ამ ფანტასტიკურ, გასაოცარ, ფოტოებს, თუ როგორ უმასპინძლეს ბინ ლადენს თეთრ სახლში“.

ფოტო ავღანურ და პაკისტანურ მედიაშიც გადამოწმდა, ასევე გადაამოწმეს პოინტერის ინსტიტუტის PolitFact-მა და სხვა ფაქტებიის გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა.

ფოტო #3

მესამე ფოტოს იმის დასტურად იყენებდნენ, თითქოს ბინ ლადენი ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA) თანამშრომლობდა და მისი სახელი ტიმ ოსმანი იყო.
;
ტიმ ოსმანის სახელით ოსამა ბინ ლადენის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს კონსპირაციული საიტები ავრცელებენ.

მართალია საბჭოთა კავშირის ავღანეთში ომის დროს აშშ პაკისტანის დაზვერვის გავლით ავღანელ მოჯაჰიდებს ეხმარებოდა, თუმცა “ავღანელ არაბებთან” CIA-ს კავშირი არ ჰქონია. მტკიცება, თითქოს CIA ბინ ლანდენს აფინანსებდა ან შეიარაღებას აწვდიდა, მითია და არ არსებობს მტკიცებულება, რომ 1993 წლამდე აშშ-მა საერთოდ იცოდა მის შესახებ.

ფოტო #4

ფოტოზე, რომელზეც ამტკიცებენ, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკისთან ერთად ოსამა ბინ ლადენია გამოსახული, სინამდვილეში პაკისტანის არმიის მეომარს ვხედავთ, ხოლო ბინ ლადენი, რომელიც ფოტოს გადაღების დროს, 1980 წელს პაკისტანის არმიის წევრი არ ყოფილა.
;
ფოტო “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, დეტალები იხილეთ პუბლიკაციაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist