ბრიტანეთის ავიახაზების 4 პილოტის დაღუპვის ვაქცინაციასთან კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

38
VIEWS

2021 წლის 20 ივნისს  ფეისბუკ ანგარიშმა ,,ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ შემდეგი შინაარსის პოსტი გაავრცელა: ,,BRITISH AIRWAYS-ის 4 პილოტი გასულ კვირას კოვიდ ვაქცინამ მოკლა.’’ პოსტს კომენტარის სახით თანდართული აქვს ვიდეო, რომელიც ODISEE.COM-ზეა ატვირთული. ვიდეო ხმოვან ჩანაწერს შეიცავს, რომელშიც საუბრობენ 4 გარდაცვლილ პილოტზე. ჩანაწერის მიხედვით, პილოტები კოვიდ ვაქცინაციის შემდგომ გარდაიცვალნენ.

;

„ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთის ავიახაზების პილოტების გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაციას უკავშირდება, მტკიცებულების გარეშეა. გარდაცვალების  ვაქცინაციასთან კავშირს როგორც ბრიტანეთის ავიახაზებში, ასევე დიდი ბრიტანეთის წამლისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტოში უარყოფენ.

პოსტის კომენტარებში თანდართულ ვიდეოში მოცემულია ჩანაწერი, რომელშიც უცნობი პირი საუბრობს. ის ამბობს, რომ მისი მეგობარი ბრიტანული ავიახაზების პილოტია და მას უთხრა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მესამე პილოტი გარდაიცვალა. მესამე პილოტის გარდაცვალებაზე პირი ამბობს, რომ რამდენიმე დღით ადრე მან კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე აცრა ჩაიტარა. სწორედ ამის გამო, მისი თქმით, ბრიტანეთის ავიახაზები ახლა მთავრობასთან კრიზისულ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმის გადასაწყვეტად, მისცემენ თუ არა ვაქცინირებულ პილოტებს ფრენის უფლებას.

ჩანაწერს ბრიტანეთის ავიახაზები ოფიციალურ ტვიტერზე გამოეხმაურა. მათ დაადასტურეს, რომ 4 პილოტი მართლაც გარდაიცვალა, თუმცა უარყოფენ, რომ მათი გარდაცვალება რაიმენაირად არის ერთმანეთთან კავშირში.

;

Reuters-თან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა ასევე უარყო, რომ პილოტების გარდაცვალება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან იყო კავშირში. კომპანიაში ასევე უარყოფენ, რომ მთავრობასთან კრიზისული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გავრცელებულ ჩანაწერზე FullFact-თან კომენტარი გააკეთეს დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელ ასოციაციაშიც, სადაც ამბობენ, რომ მათთან არ შესულა ინფორმაცია ვაქცინაციის შემდეგ პილოტების გარდაცვალების შესახებ. ასოციაციაში ასევე ამბობენ, რომ ავიახაზებთან არ მომხდარა ვაქცინირებული პილოტებისათვის ფრენის აკრძალვის განხილვა.

“ამჟამად არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდგომი შეზღუდვა ავიაციის ან სხვა ინდუსტრიაზე”. – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ პილოტებისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგომ ფრენაზე 48 საათიანი შეზღუდვა დაწესებული აქვს აშშ-ს ფერედალური ავიაციის ადმინისტრაციას.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist