სხვადასხვა

ბურჯანაძის დაფინანსებული დეზინფორმაცია, თითქოს NDI-მ 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით გამოკითხვა არ ჩაატარა

30 სექტემბერი, 2019

20 სექტემბერს სააგენტო ინტერპრესნიუსმა (IPN) გამოაქვეყნა დაფინანსებული  ინფორმაცია, სათაურით “ნინო ბურჯანაძე - ნიშანდობლივია, რომ არც NDI-ის და IRI-ის 26 მაისი არ შეუფასებია”. აღნიშნულ ინფორმაციაში პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით NDI-ის გამოკითხვას აფასებს და აცხადებს, რომ არც ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) და არც საერთაშორისო რესპუბლიურ ინსტიტუტს (IRI) იდენტური საკითხი 2011 წელს 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით არ შეუსწავლიათ.

ნინო ბურჯანაძე, “ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა”: „მე, რა თქმა უნდა, სწორად მიმაჩნია, რომ NDI -მ 20 ივნისის მოვლენები შეაფასა, მაგრამ აქვე მიჩნდება რიტორიკული კითხვა, რომლის პასუხი ძალიან კარგად ვიცი - რატომ არ შეფასა თავის დროზე, 2011 წლის 26 მაისი არც NDI-მ, არც IRI -მ და რატომ არ იქნა მათ მიერ გამოკითხული საზოგადოება თუ როგორი იყო ჩვენი თანამოქალაქეების განწყობა 26 მაისის მიტინგის დარბევასთან დაკავშირებით მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ან შს ყოფილი მინისტრის მიმართ? მაშინ არც ერთ ამ ორგანიზაცას თავში აზრად არ მოსვლია, რომ გამოკითხვებში ერთი შეკითხვით მაინც გაერკვიათ ამ ადამიანების განწყობა”.

IPN-ის ინფორმაციის ბოლოს აღნიშნულია, რომ მასალა  “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” პრესსამსახურის მიერ არის მიწოდებული. ინფორმაციას ასევე ერთვის ნიშანი NS, რომელიც დამკვეთის (News from subscriber) მიერ მიწოდებულ დაფინანსებულ მასალას აღნიშნავს. 

"

იდენტური მასალა, იდენტური სათაურით გაავრცელა ასევე ონლაინ სააგენტო Newposts.ge-მ.

"

ნინო ბურჯანაძის მტკიცება, თითქოს NDI-მ გამოკითხვა მხოლოდ 20 ივნისის მოვლენებზე ჩაატარა და 2011 წლის 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობები არ გამოუკვლევია, დეზინფორმაციაა. NDI-ის 2011 წლის სექტემბრის კვლევა სხვა საკითხებთან ერთად საპროტესტო აქციებზე შეკითხვებსაც მოიცავდა. აღნიშნული განცხადების მიზანია დაამკვიდროს აზრი, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და წინა ხელისუფლების მიმართ ლოიალობას ავლენდნენ. 

  • 2011 წლის სექტემბრის გამოკითხვა 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობებს იკვლევს

NDI-ის დაკვეთით 2011 წლის 9-21 სექტემბერს CRRC-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც  საზოგადოებრივ განწყობებს სწვალობდა 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით 10 შეკითხვა დაისვა, მათ შორის:

  • “ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას ძალის გამოყენების უფლება საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად?”
  • “ვის ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა 26 მაისს მომხდარ ძალადობაზე?”
  • რომელ მოსაზრებას ეთანხმებით - ხელისუფლებამ გამოიყენა ადეკვატური ძალა; ხელისუფლებამ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა.”
  • გსმენიათ თუ არა ახალ ამბებში ხელისუფლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენებისთვის მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ?

"

"

"

"

2019 წლის 19 სექტემბერს NDI-მ ივლისის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხებოდა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 55% ივნისის აქციების დაშლისას ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და 68% მიიჩნევს, რომ მათ აქციის დაშლისას გადამეტებული ძალა გამოიყენეს.

"