ბჟეზინსკის ციტატა თუ ფრაგმენტი წიგნიდან “კონსპირატორთა იერარქია: 300-თა კომიტეტი”

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.1k
VIEWS

2021 წლის 24 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გამოაქვეყნა ციტატა, რომელიც მისი მტკიცებით, ამერიკის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ზბიგნევ ბჟეზინსკის ეკუთვნის. კერძოდ: “განვითარებულ ქვეყნებში შეზღუდული ომების გზით, ხოლო მსოფლიოს მესამე ქვეყნებში – შიმშილისა და დაავადებების მეშვეობით, მილიარდობით ადამიანის განადგურების განხორციელებასთან დაკავშირებით “300-თა კომიტეტმა” საირუს ვენსს დაავალა ანგარიშის მომზადება, თუ რომელი გზაა საუკეთესო ამ გენოციდის განსახორციელებლად. 2050 წლისთვის აშშ-ს მოსახლეობა ასი მილიონი ადამიანით უნდა შემცირდეს.”

"

ზბიგნევ ბჟეზინსკის ციტატა გაყალბებულია. სიტყვები, რომლებსაც ბჟეზინსკის მიაწერენ, სინამდვილეში 1992 წელს “300-თა კომიტეტის მიზნების” შესახებ დაწერილი კონსპირაციული წიგნიდანაა, რომლის ავტორიც არა ბჟეზისნკი, არამედ ჯონ კოულმანია. 

Google-ის საძიებო სისტემის მიხედვით, ციტატის ინგლისური თარგმანი არა ზბიგნევ ბჟეზინსკის გამონათქვამი, არამედ 1992 წელს გამოქვეყნებული წიგნის “კონსპირატორთა იერარქია: 300-თა კომიტეტი” ნაწილია, რომელშიც ავტორი ჯონ კოულმანი ილუმინატებისა და 300-თა კომიტეტის 21 მიზნის შესახებ წერს. დათო სალუქვაძის მიერ გავრცელებული ციტატა კოულმანის მიერ გაწერილი 21 მიზნიდან მე-9 პუნქტს შეესაბამება:

"

ციტატა სოციალურ ქსელში:

კოულმანის წიგნის ნაწყვეტი:

“განვითარებულ ქვეყნებში შეზღუდული ომების გზით, ხოლო მესამე მსოფლიოს ქვეყნებში – შიმშილისა და დაავადებების მეშვეობით, მილიარდობით ადამიანის განადგურების განხორციელებასთან დაკავშირებით “300-თა კომიტეტმა” საირუს ვენსს დაავალა ანგარიშის მომზადება, თუ რომელი გზაა საუკეთესო ამ გენოციდის განსახორციელებლად. 2050 წლისთვის აშშ-ს მოსახლეობა 100 მილიონი ადამიანით უნდა შემცირდეს.”

“პუნქტი 9: 2050 წლისთვის განვითარებულ ქვეყნებში შეზღუდული ომების, ხოლო მესამე მსოფლიოს ქვეყნებში შიმშილისა და დაავადებათა გზით უნდა დაიხოცოს 3 მილიარდი ადამიანი, “უსარგებლო მჭამელები”, როგორც ისინი უწოდებენ. “300-თა კომიტეტმა” (ილუმინატებმა) საირუს ვანსს ამგვარი გენოციდის მოწყობის საშუალებების შესახებ ანგარიშის მომზადება დაავალა. ანგარიში მომზადდა შემდეგი სათაურით: “გლობალური 2000 – ანგარიში” და იგი დამტკიცებული იქნენა პრეზიდენტ ჯეიმს კარტერის, შემდეგ კი სახელმწიფო მდივან ედვინ მასკისა და ამერიკის მთავრობის მიერ. “გლობალური 2000 – ანგარიში”-ის მიხედვით, აშშ-ს მოსახლეობა 2050 წლისთვის 100 მილიონი ადამიანით უნდა შემცირდეს.”


Google Books-ის რეცენზიის მიხედვით, ჯონ კოულმანი წიგნში ავითარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს 1897 წლიდან არისტოკრატ შეთქმულთა ჯგუფი მართავს  და აკონტროლებს. წიგნის მიხედვით, “300-თა კომიტეტი” განსაკუთრებით ამერიკას და ამერიკულ საზოგადოებას ებრძვის და მის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმა ერთიანი მსოფლიო მთავრობის შექმნას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ “300-თა კომიტეტის” შესახებ შეთქმულების თეორიები ფართოდაა გავრცელებული, ამგვარი ორგანიზაციის არსებობის დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები არ არსებობს. “300-თა კომიტეტთან” დაკავშირებულ ერთ-ერთ კონსპირაციაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

  •  საიდან მოდის კონპირაცია “300-იანთა კომიტეტის მმართველობაზე” და დეზინფორმაცია ესპანური გრიპის და პოლიომიელიტის ვაქცინების შესახებ?

გარდა ამისა, კოულმანის წიგნიდან ზემოთ მოყვანილ ციტატაში რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას ვხვდებით. რეალურად “გლობალური 2000 – ანგარიში” არც “სამასთა კომიტეტის” დაკვეთით და არც ამერიკის სახელმწიფო მდივნის (1977 წლის იანვარი-აპრილი)საირუს ვანსის ავტორობით არ მომზადებულა. პრეზიდენტ ჯიმი კარტერის დირექტივის საფუძველზე 1980 წელს გამოცემული სამტომიანი ნაშრომი “გლობალური 2000 – ანგარიში” 21-ე საუკუნის დამდეგისთვის მსოფლიო მოსახლეობის და ხელმისაწვდომი რესურსების რაოდენობის შესახებ 80-იანი წლების პროგნოზებს შეიცავს.

ნაშრომზე რამდენიმე მკვლევარი მუშაობდა და მათი გათვლებით, 1980 წლის ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში 2000 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა დრამატულად გაიზრდებოდა, გარემო უფრო დაბინძურებული იქნებოდა, ხოლო ადამიანები საშუალოდ უფრო ღარიბები იქნებოდნენ, ვიდრე 1980 წელს. მიუხედავად პესიმისტური პროგნოზებისა, წიგნში არც ომებისა და შიმშილის ხელოვნურად გამოწვევაზე და არც მსოფლიო მოსახლეობისთვის გენოციდის მოწყობაზე არაფერია ნათქვამი.

მოსახლეობის შემცირებისა და მსოფლიო კონტროლის შესახებ ზბიგნევ ბჟეზინსკის ყალბი ციტატები “მითების დეტექტორიმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist