დაადო თუ არა ცენზურა ფეისბუკმა ჩვილი იესოს წინ მუხლმოდრეკილი სანტა კლაუსის ნახატს?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

81379729_1220297008171019_4968235855241019392_n
151
VIEWS

2018 წლის 5 დეკემბერს ქრისტიანული იდეოლოგიის ვებ-გვერდმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ფეისბუკმა ჩვილი იესოსადმი მუხლმოდრეკილი სანტას ნახატი დააცენზურა – კერძოდ ილუსტრაცია დაფარა გაფრთხილებით, რომ იგი ძალადობრივი შინაარსისაა. იქვე აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად ამისა, სურვილის შემთხვევაში, სოციალური ქსელის მომხმარებელს “Uncover” ღილაკზე დაჭერით სურათის ნახვა შეეძლო.

იმის მტკიცება, რომ ნახატი დაცენზურდა, გაზვიადებული იყო, რადგან ილუსტრაცია არც აკრძალულა და მით უმეტეს, არც წაშლილა.  ფეისბუკის მომხმარებელს, სურვილის შემთხვევაში, ნახატის ნახვა შეეძლო.

"

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ილუსტრაცია ფეისბუკზე 2015 წელს გამოქვეყნდა და 3 წლის განმავლობაში უპრობლემოდ იყო ხელმისაწვდომი. ფეისბუკის ოფიციალური ინფორმაციით, სოციალური ქსელის ავტომატურმა სისტემამ შეცდომით დაფარა ილუსტრაცია გამაფრთხილებელი შეტყობინებით. მათი განცხადებით, როგორც კი აღნიშნული შეცდომის იდენტიფიცირება მოხდა, გამაფრთხილებელი შეტყობინება ეგრევე მოიხსნა.

ფეისბუკ-პოსტი ილუსტრაციით ახლაც ხელმისაწვდომია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

Snopes.com-ის მიხედვით

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist