დაანგრიეს თუ არა ჩინეთში 5G კოშკურა კორონავირუსის გამო?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

სფს
389
VIEWS

www.snopes.com-ის მასალის მიხედვით

მარტში სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომლის გამავრცელებლები ამტკიცებდნენ, რომ მასზე ასახულია, თუ როგორ ანგრევენ ჩინეთში 5G კოშკურას, რადგან ეშინიათ, რომ კორონავირუსის გავრცლებას სწორედ მან შუეწყო ხელი. ვიდეო უფრო ფართოდ გავრცელდა 1 აპრილს, როდესაც ის ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობა ვუდი ჰარელსონმა ინსტაგრამზე გააზიარა.

"


Meanwhile the Chinese are bringing 5g antennas down

A post shared by Woody Harrelson (@woodyharrelson) on

კადრები რეალურ ინციდენტს ასახავს, თუმცა ვიდეო არა 2020 წელს,  არამედ 2019 წლის აგვისტოშია გადაღებული და მასზე მოსახლეობის  მიერ ჰონგ-კონგში ვიდეოთვალთვალის  წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციაა ასახული. მომიტინგეებმა მაშინ პროტესტის ნიშნად ის ბოძი წააქციეს, რომელზეც სათვალთვალო კამერები იყო დამაგრებული.

ვიდეოს ორიგინალი the Guardian-ის ოფიციალურ Youtube არხზეა ხელმისაწვდომი:

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/u1Ji7wonUhE.jpg?itok=McQlOM8b”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=u1Ji7wonUhE&feature=emb_logo”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

მეხუთე  თაობის უკაბელო ინტერნეტკავშირი, ანუ შემოკლებით 5G, კორონავირუსის ეპიდემიამდეც სხვადასხვა კონსპირაციის შთაგონების წყარო იყო. მაგალითად, ერთ-ერთ ყალბ ისტორიაში ამტკიცებდნენ, რომ იაპონიამ 5G ინტერნეტი ჯანმრთელობასთან დაკაშირებული რისკების გამო აკრძალა. სინამდვილეში იაპონია ამ მიმართულებით ინვესტიციებს კიდევ უფრო ზრდის.

კორონავირუსის შემთხვევაში შეთქმულების თეორიების მოყვარულთა მთავარი არგუმენტი ის ფაქტია, რომ ჩინეთში 5G კოშკურების მონტაჟი დაახლოებითთ იმ დროს დაიწყო, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიამ იფეთქა (2019 წლის ნომბერში). თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ მთავარს – 5G კოშკურები აშში, სამხრეთ კორეასა და გერმანიაში 2019 წლის გაზაფხულიდან ამუშავდა. ისმის კითხვა: თუ ეპიდემია ახალმა ტექნოლოგიამ გამოიწვია, რატომ არ დაიწყო კორონავირუსის გავრცელება  აშშ-დან, გერმანიიდან ან სამხრეთ კორეიდან?

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist