დაკრძალეს თუ არა 10 შვილის დედა პენისის ფორმის სასახლით?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

25
VIEWS

16 ნოემბერს newposts.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით “10 შვილის დედა, რომელიც გარდაიცვალა, პენისის ფორმის კუბოთი დაკრძალეს”. მასალაში აღნიშნულია, რომ დაკრძალვის უცნაური ცერემონიალი განაში გაიმართა, სადაც გარდაცვლილი ქალი მრავალშვილიანობის გამო მამაკაცის სასქესო ორგანოს ფორმის სასახლით დაკრძალეს. newposts.ge წერს, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ადგილობრივმა პოლიტიკოსმა გაბბი ატჩერ-დარკომ გამოაქვეყნა. newposts.ge-ზე დაყრდნობით კი იმავე ინფორმაციას fbmediatv.com ავრცელებს. ამ უკანასკნელის მასალა 16 ნოემბერს 8 საჯარო ფეისბუქ ჯგუფსა და ორ ფეისბუქ გვერდზე გაზიარდა.

"""
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პენისის ფორმის სასახლით გარდაცვლილი, 10 შვილის დედა დაკრძალეს, სიმართლეს არ შეესაბამება და შეცდომაში შემყვანია. განაში სხვადასხვა ფორმის სასახლეებით დაკრძალვა ადამიანის პროფესიიდან გამომდინარე, მართლაც მიღებული პრაქტიკაა და გავრცელებული ფოტო რეალურია, თუმცა აღნიშნული სასახლე წინადაცვეთის სამედიცინო სპეციალისტი მამაკაცისთვის დამზადდა.

2021 წლის 13 ნოემბერს დაკრძალვიდან ვიდეო განელმა იურისტმა გაბი ოტჩერ დარკომ გამოაქვეყნა და პოსტში მიუთითა, რომ გარდაცვლილ ქალს 10 შვილი 10 სხვადასხვა მამაკაცისგან ჰყავდა. სინამდვილეში, ვიდეო 2020 წლისაა და სასახლე არა მრავალშვილიანი ქალისთვის, არამედ იმ მამაკაცისთვის დაამზადეს, ვინც წლების განმავლობაში განაში, თავის თემში მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის ტრადიციულ წინადაცვეთის პროცედურებს ატარებდა. ინფორმაცია AFP Factcheck-მაც გადაამოწმა.

განაში ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელევიზიამ გარდაცვლილის ძმისგან ინტერვიუ აიღო, რომელმაც დაადასტურა, რომ პენისის ფორმის სასახლე გარდაცვლილის საქმიანობიდან გამომდინარე, მისთვის პატივის მისაგებად დამზადდა. მისი თქმით, ადგილობრივ თემში  სასახლეებს ხშირად ამზადებენ იმის მიხედვით, თუ რა პროფესიის იყო გარდაცვლილი.

აღსანიშნავია, რომ პენისის ფორმის სასახლის ფოტოები ნიგერიის, სამხრეთ აფრიკის, უგანდისა და კამერუნის სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა, იმ განსხვავებით, რომ სასახლეს ამ შემთხვევაში არა მრავალშვილიან დედას, არამედ სექს-მუშაკს მიაკუთვნებდნენ.

"
წყარო: AFP Factcheck

იხილეთ განაში დამზადებული სხვადასხვა ფორმის სასახლეები:

"

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: განა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist