დასაჯეს თუ არა ალჟირელი ჰაკერი სიკვდილით 217 ბანკის გაძარცვისთვის?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.5k
VIEWS

23 ოქტომბერს Facebook-გვერდებმა Fაქტებიგანსხვავებული ツ და Bachita გამოაქვეყნეს მამაკაცის ფოტო, რომელსაც თავი სახრჩობელის ყულფში აქვს გაყოფილი და იღიმის. სამივე პოსტს იდენტური აღწერა აქვს გაკეთებული: „მან გატეხა 217 ბანკის ანგარიში, შეაგროვა 400 მილიონი და დაურიგა გაჭირვებულ ხალხს… სიკვდილსაც ასე, ღიმილით შეხვდა, მისი სახელი იყო ჰამზა, ალჟირელი ჰაკერი…“ 25 ოქტომბერს ფოტო იდენტური აღწერით გამოქვეყნდა ფეისბუქ გვერდზე „Georgian • ქართველი“.

rphgse დასაჯეს თუ არა ალჟირელი ჰაკერი სიკვდილით 217 ბანკის გაძარცვისთვის?

derth დასაჯეს თუ არა ალჟირელი ჰაკერი სიკვდილით 217 ბანკის გაძარცვისთვის?

Facebook-გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტები ფოტომანიპულაციაა. ფოტოზე გამოსახული მამაკაცი არა ალჟირელი ჰაკერი ჰამზა, არამედ მაჯიდ კავუსიფარია, რომელიც ირანში მოსამართლის მკვლელობისთვის 2007 წელს სიკვდილით დასაჯეს. ალჟირელ ჰაკერ ჰამზა ბენდელაჯს კი აშშ-ს სასამართლომ კომპიუტერული ვირუსის გავრცელებით ბანკების გაქურდვისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 2016 წელს მიუსაჯა.

ფოტოზე გამოსახული მამაკაცი მაჯიდ კავუსიფარია. ის მის ბიძასთან, ჰოსეინ კავუსიფირთან ერთად ირანის დედაქალაქ თეირანში სიკვდილით 2007 წელს საჯაროდ დასაჯეს. სიკვდილით დასჯის განაჩენი კავუსიფარებს 2005 წელს თეირანში მოსამართლე ჰასან მოგადასის მკვლელობის გამო გამოუტანეს. საჯარო სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაციას  BBC-იც ავრცელებდა.

რაც შეეხება ალჟირელ ჰაკერ ჰამზა ბენდელაჯს, მან თავის პარტნიორ რუს ჰაკერ ალექსანდრ პანინთან ერთად კომპიუტერული ვირუსების კრებული სახელად „SpyEye“ შექმნა, რომელსაც გავლენა ჰქონდა დაახლოებით 50 მილიონ კომპიუტერზე. როგორც BBC წერს, ვირუსის დახმარებით ჰაკერებმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მოიპარეს. გარდა ამისა, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ზიანი, რომელიც 2010-2012 წლებში მსოფლიოს ბანკებს მიადგათ, მათ 1 მილიარდზე მეტი დაუჯდათ. ჰამზა ბენდელაჯს აშშ-ის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მის პარტნიორ ალექსანდრ პანინს – 9 წლითა და 6 თვით.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ჰამზა ბენდელაჯმა მოპარული ფული „გაჭირვებულ ხალხს დაურიგა“, ამ საკითხზე ღია წყაროებით განსხვავებული ინფორმაციები იძებნება. როგორც Aljazeera წერს, „გავრცელებული ინფორმაციით“ მას შემდეგ რაც ალჟირელმა ჰაკერმა აშშ-ს 200-ზე მეტი ბანკი კომპიუტერული ვირუსის დახმარებით გაძარცვა, მან თანხა პალესტინის საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა. BBC კი 2013 წელს გამოქვეყნებულ მასალაში საიმიგრაციო პოლიციის უფროსის კომენტარს აქვეყნებს, რომლის თანამხადაც, როდესაც ჰაკერი დააკავეს და ჰკითხეს, მოპარული ფულით რა გააკეთა, მან უპასუხა, რომ ფული მდიდრულ ცხოვრებასა და მოგზაურობაში დახარჯა.

Aljazeera-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ მისი გასამართლების შემდეგ, გავრცელდა ჭორები, რომ ჰაკერს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ამას კი მისი მხარდამჭერი კამპანია და იმის მოთხოვნა მოჰყვა, რომ ჰაკერი სიკვდილით არ დაესაჯათ. ამის საპასუხოდ აშშ-ს ელჩმა ალჟირში ჯოან პოლაშიკმა ტვიტერში დაწერა, რომ კომპიუტერული დანაშაულები სასიკვდილო განაჩენით არ ისჯება.

ფოტომანიპულაციის გავრცელება

23 ოქტომბერს ფოტო შემდეგმა გვერდებმა გამოაქვეყნეს: Fაქტებიგანსხვავებული ツ და Bachita. 26 ოქტომბრის მონაცემებით Fაქტები-ს პოსტს 55 გაზიარება აქვს, გვერდ Bachita-ს პოსტს 7 გაზიარება აქვს. 25 ოქტომბერს ფოტო იდენტური აღწერით გამოაქვეყნა გვერდმა Georgian • ქართველი, პოსტს 49 გაზიარება აქვს.

26 ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი — 914 გაზიარება და 1000-მდე რეაქცია გვერდ განსხვავებული ツ-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აქვს.

Facebook-მომხმარებელმა Nana Alania-მ ფოტო იდენტური აღწერით ჯგუფ მწვანე ჰორიზონტი / Green Horizon-ში გამოაქვეყნა, პოსტს 42 გაზიარება აქვს.

htedph დასაჯეს თუ არა ალჟირელი ჰაკერი სიკვდილით 217 ბანკის გაძარცვისთვის?

იდენტური ფოტომანიპულაცია გავრცელდა საქართველოს გარეთაც. აფრიკაში მომუშავე ფაქტების გადამოწმების პლატფორმა africacheck.org-მა  2020 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ფოტომანიპულაცია ალჟირელი ჰაკერის შესახებ რეალური ფაქტებითაა გაბათილებული.

adphg დასაჯეს თუ არა ალჟირელი ჰაკერი სიკვდილით 217 ბანკის გაძარცვისთვის?

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოტო მანიპულაციურ კონტექსტში ქართულ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკი გაძარცვეს და თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ალჟირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist