დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

aligatori
1.6k
VIEWS

2016 წლის 17 აგვისტოს “საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია შემდეგი სათაურით: “ალიგატორის გაუპატიურების მცდელობისას ახალგაზრდა სხვა ალიგატორმა შეჭამა”. მასალის მიხედვით, ნეაპოლში 24 წლის ჯიმი ოლსენი ახალგაჩენილი ალიგატორის გაუპატიურების მცდელობისას მოზრდილმა ალიგატორმა შეჭამა.

ტყუილი 1. მასალა იუმორისტული გამოცემის მიერაა გამოგონილი

“საქართველო და მსოფლიომ” როგორც რეალური ახალი ამბავი გამოაქვეყნა მასალა, რომელიც თავდაპირველად იუმორისტულმა გამოცემა World News Daily Report-მა გაავრცელა. “ჩვენი სატირული სტატიების პერსონაჟები, თუნდაც ისინი რეალური ადამიანები იყვნენ, გამოგონილია და ნებისმიერი მსგავსება მათსა და რომელიმე ცოცხალ თუ გარდაცვლილ ადამიანს შორის, ნამდვილი სასწაულია,” – წერია გამოცემის ვებ-გვერდზე.

ტყუილი 2. ფოტოზე არა ჯიმი ოლსენი, არამედ შოტლანდიელი გევინ ჰარტია

Daily Report-ის ფოტოილუსტრაციად აღებულია სრულიად სხვა პიროვნების ფოტო და ის ესპანეთში, ტორემოლინოსის ნიანგების პარკშია გადაღებული. მასზე გამოსახული კაცი კი არა ჯიმი ოლსენი, არამედ შოტლანდიელი გევინ ჰარტია, რომელიც ამ პარკში მუშაობს.

ტყუილი 3. ფოტოზე არა ალიგატორი, არამედ ნიანგია

ფოტოზე გამოსახული ცხოველი ნიანგია და არა ალიგატორი. ის ევროპაში ყველაზე დიდ ნიანგად მიიჩნევა და მას “Big Daddy”-ს ეძახიან. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ გევინ ჰარტის ინტერვიუ ნიანგის შესახებ.

ტყუილი 4: ჯიმი ოლსენი კომიქსის პერსონაჟია

რაც შეეხება ჯიმი ოლსენს, ეს სახელი ცნობილი კომიქსის გმირს, სუპერმენის მეგობრის პერსონაჟს ეკუთვნის, რომელიც მეტროპოლისში Daily Planet-ის ფოტო-რეპორტიორად მუშაობს.

რუსული წყაროები:

“საქართველო და მსოფლიოს” გარდა, იუმორისტული გამოცემის ეს მასალა, როგორც რეალური ფაქტი, რუსულენოვანმა გამოცემებმა, მათ შორის Сегодня, MakatakaPure, Eg.ru, Пенза-Взгляд, გამოაქვეყნეს და თანდართული ფოტო და ვიდეოილუსტრაციაც გადმობეჭდეს.

"

 

თემატიკა: იდენტობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist