დეზინფორმაცია: კადაფის სოციალურად თანასწორი სახელმწიფო დასავლეთმა დაანგრია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

untitled-infogr_172_0002e89380d56cca3bca3fcc519232fb3d39b7b6
1.4k
VIEWS

2017 წლის 4 ივლისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ მუამარ კადაფის სოციალურ თანასწორობაზე აგებულ სახელმწიფო დასავლეთმა გაანადგურა.

ნანა დევდარიანი, გლობალური კვლევების ცენტრი: “იგივე ხდებოდა მუამარ კადაფისთან დაკავშირებით და ესე იგი ეს უდაბნოში აშენებული და სოციალურად თანასწორობაზე აგებული სახელმწიფო საერთოდ მოსრეს და გაანადგურეს. ფაქტობრივად სახელმწიფო, შეგვიძლია ვთქვათ, რო იქ აღარ არსებობს, ხო?!”

ლიბიაში მუამარ კადაფის მმართველობა  (1969-2011)  დიქტატურად არის შეფასებული, რომელშიც სოციალური თანასწორობის ნაცვლად სახელმწიფო ძალაუფლება ვიწრო წრეზე იყო გადანაწილებული, ხოლო მისი პოლიტიკის მიმართ კრიტიკული აზრის გამოხატვა მკაცრად დასჯადი იყო. კადაფი არაერთი ტერორისტული აქტის უკან იდგა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი 1988 წელს, ლოკერბის თავზე სამგზავრო თვითმფრინავის დაბომვა, რასაც 270 მგზავრის სიცოცხლე შეეწირა.

ფაქტი 1. ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე კადაფიმ სახელმწიფო ძალაუფლების გადანაწილება ვიწრო წრეზე მოახდინა

ძალაუფლების სათავეში მოქცეულმა კადაფიმ სხვადასხვა წამყვან პოლიტიკურ თანამდებობეზე საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების დანიშვნა მალევე დაიწყო, რასაც შედეგად სახელმწიფო ორგანოებში კორუფციის ზრდა მოჰყვა. მდგომარეობას ამძიმებდა ის ფაქტიც, რომ კადაფის მიერ ნავთობის ბიზნესიდან განდევნილი უცხო კომპანიების ადგილი, ისევ და ისევ კადაფის გარემოცვამ დაიკავა. შესაბამისად, ნაცვლად იმ რეჟიმისა, რომლის დამყარებასაც კადაფი საკუთარ მოსახლეობას ჰპირდებოდა, სინამდვილეში ლიბიაში სუფევდა ულტრა-იერარქიული პირამიდა, რომლის სათავეში კადაფისთან და მის ოჯახის წევრებთან ერთად ვიწრო წრე იდგა შეუფერხებელი ძალაუფლებით ხელში, რასაც ზურგს უმაგრებდა უსაფრთხოების აპარატის სასტიკი მეთოდები.

ფაქტი 2. კადაფის მიმართ კრიტიკული პოზიცია მკაცრად ისჯებოდა

1969 წელს, გადატრიალების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილმა კადაფიმ პოლიტიკური დისიდენტობა და მოქმედი რეჟიმის მიმართ კრიტიკულობის გამოხატვა დასჯადი გახადა. საბოლოოდ, კადაფისეულმა თეორიამ სახელმწიფოს მართვის შესახებ, შედეგად მოიტანა სრული შეუწყნარებლობა განსხვავებული და ალტერნატიული მოსაზრების მიმართ, ასევე ლიბიელი მოსახლეობა დატოვა ყოველგვარი კონსტიტუციურობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ავთენტური პოლიტიკური ჩართულობის შესაძლებლობის გარეშე.

როიტერის მიერ ერთ-ერთ პროვინციაში, ხომში (Khoms), შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, არსებობდა ადგილობრივი რეპრესიული ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი ძალაუფლების განხორციელების პირობებში, ისეთ მეთოდებს იყენებდა, როგორიცაა: ელექტრონული შოკის გამოყენება ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ, დაკავებულების გაუსაძლის სიცხეში უწყლოდ გაჩერება, ელექტროსადენებით გამათრახება და სხვა. გარდაცვლილ პირებს საიდუმლოდ მარხავდნენ. ეს ყველაფერი კი კეთდებოდა იმისათვის, რომ რევოლუციის ნებისმიერ მსურველში გაეჩინათ შიში და უალტერნატივო მორჩილების სურვილი.

კადაფის სამართლის სისტემა ითვალისწინებდა კოლექტიურ დასჯას, რაც გულისხმობს დამნაშავესთან ერთად მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის დასჯასაც. ასევე სიკვდილით ისჯებოდნენ ის პირები, რომლებიც კადაფის აზრით, სახელმწიფო რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციებს ავრცელებდნენ.

ფაქტი 3. კადაფის შეუწყნარებელი პოლიტიკა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე ვრცელდებოდა

1970 წელს, კადაფიმ ქვეყნიდან გააძევა ლიბიაში დარჩენილი იტალიური თემი. ასევე სიონიზმისა და ისრაელის საკითხი წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც ბრძოლა არაბულ ნაციონალიზსმა და იმპერიალიზმს შორის, რის გამოც, იმავე წელს, ლიბია ებრაულ თემსაც დაატოვებინა.

ფაქტი 4. საზოგადოების “ფიქტიური” ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ლიბიელი მოსახლეობა იძულების წესით ესწრებოდა კონგრესის შეკრებებს, რომელსაც რეალურად არც ძალაუფლება გააჩნდა, არც ავტორიტეტი და არც ბიუჯეტი. აქ მყოფებმა იცოდნენ, ის რომ ნებისმიერს, რომელიც გაბედავდა და გააკრიტიკებდა არსებულ რეჟიმს დააპატიმრებდნენ.

ფაქტი 5. არაერთი ტერორისტული აქტისა თუ დაჯგუდების უკან სწორედ კადაფი და მის მიერ მხარდაჭერილი პიროვნებები იდგნენ

იმ თანხების ნაწილს, რომელიც მან ევროპული კომპანიების ქვეყნიდან გაძევებისა და ნავთობზე სრული ბატონობის დამყარების შედეგად მიიღო, აქტიურად ახმარდა, კონფლიქტების გამწვავებას, როგორც რეგიონალურ, ასევე ფართომასშტაბიან დონეზე. სწორედ მან ჩართო ლიბანის სამხედრო ძალები ეგვიტპის, სუდანისა და ჩადის სისხლიან სამოქალაქო ომში. როგორც გამოძიების ფედერალური ბიუროს ასევე ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, კადაფის სახელს უკავშირდება ისეთი ტერორისტული აქტები და დაჯგუფებები როგორიცაა:

  • ირლანდიური რესპუბლიკის არმია (წარმოადგენდა ტერორისტულ დაჯგუფებას, ცნობილია, როგორც IRA). კადაფი IRA-ს აფინანსებდა და იარაღით ამარაგებდა, რადან კადაფი დაჯგუფებას ბრიტანულ იმპერალზმთან ბრძოლაში მოკავშირედ მიიჩნევდა. IRA-სთან კადაფის კავშირი პირველად 1973 წელს დადინდა, როდესაც ირლანდიის ფლოტმა გემზე “კლაუდია” 5 ტონა ლიბიური იარაღი  აღმოაჩინა.
  • 1986 წელს ლიბიელმა აგენტებმა ბერლინის ღამის კლუბში ტერორისტული აქტი მოაწყეს, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 229 კი დაშავდა.სასამართლოს დადგენილებით, ღაის კლუბში აფთქება ლიბიის საიდუმლო სამახურებისა და გერმნიაშ ლიბის საელჩოს  დაგეგმილი იყო.
  • 1988 წელს, შოტლანდიაში, ლოკბერის თავზე მომხდარ ტერაქტზე შეერთებული შტატებისა და შოტლანდის მიერ ერთიანი ძალებით დაწყებული გამოძიება 2 წელს გაგრძელდა და საბოლოოდ ეჭვმიტანილებად ლიბიის ორი მოქალაქე იქნა  ცნობილი. ლიბიის კავშირი აღნიშნულ ტერაქტთან დადასტურდა როგორც უშუალოდ ლოკბერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობის, ასევე შემდგომში სენეგალში დაკავებული ორი ლიბიელი აგენტის ჩხრეკისას აღმოჩენილ ასაფეთქებელი მოწყობილობებით, რომლებსაც იგივე მექანიზმი გააჩნდა, რაც ლოკბერის ტერაქტის დროს გამოყენებულ  ასაფეთქებელს. მტკიცებულებების შეგროვების შედეგ, ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა ლიბიის წინააღდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასმართლოს მიმართა, სადაც საქმე 2003 წელს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მოიხსნა განსახილველ დავათა  სიიდან. კოფი ანანისა და სხვა საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურების ჩარევის შედეგად კადაფი დათანხმდა თანამშრომლობას და საქმის განხილვაში მონაწილეობის  მიღებას. საბოლოო ჯამში, 2003 წელს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში გაიმართა ხმის მიცემის პროცედურა ლიბიისათვის სანქციის  დაწესებაზე, რომლის შედეგადაც ლიბიის წინააღდეგ მიღებული იქნა 11 წლიანი სანქციის დაწესების  გადაწყვეტილება. მხარეების მიერ სხვა მოთხოვნებთან ერთად დაყენებული იქნა, ლიბიისათვის კომპენსაციის გადახდის მოთხოვნის  საკითხიც, რაც საბოლოოდ დაკმაყოფილდა და ლიბიას დაეკისრა ტერაქტის მსხვერპლი 270 ადამიანის ოჯახისათვის, თითოეულისათვის, კომპენსაციის სახით 6,3 მილიონი ევროს გადახდა.

არაბული გაზაფხული და კადაფის დიქტატურის დასასრული

მძიმე პოლიტიკური გარემოსა და რეპრესიების მიუხედავად, ლიბიაში, “არაბული გაზაფხულის”  საპროტესტო ტალღამ მაინც იფეთქა და ბენღაზიდან მთელ ქვეყანას მოედო. კადაფი ცდილობდა ძალისმიერი მეთოდით ჩაეხშო აჯანყებულთა ტალღა, ამისათვის გარდა ადგილობრივი პოლიციისა, საგანგებოდ ამ ვითარებისათვის დაქირავებული უცხოელებს უფლება ჰქონდათ ცეცხლი გაეხსნათ დემონსტრანტთა  მიმართულებით. ასევე კადაფი აქტიურად იყენებდა ვერტმფრენებს პროტესტანთა დასაბომბად. მედიების მეშვეობით კადაფი საკუთარ მომხრეებს მოუწოდებდა ებრძოლა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებიც მისი თქმით, ქვეყნის მოღალატეები, უცხოელები და ნარკოდამოკიდებულები იყვნენ. ცოცხალი ძალის დანაკარგის ზრდასთან ერთად, ლიბიელ მოსახლეობაში იზრდებოდა სურვილი, ეხილათ კადაფის დიქტატურის დასასრული. უკვე 2011 წლის თებერვლის დასასრულისათვის აჯანყებულებიქვეყნის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდნენ და სამართველო ორგანო – გარდამავალი ნაციონალური საბჭო ჩამოაყალიბეს. აღნიშნულ საბჭოს ნატოსთან ერთად სხვა 30-მა ქვეყანამაც გამოუცხადა მხარდაჭერა და აღიარა იგი ლიბიის ლეგიტიმურ ხელისუფალად. 2011 წლის აგვსტოს ბოლოს ტრიპოლის დაცემა და მისი საბჭოს მმართველობის ქვეშ გადასვლა უკვე ჩაითვალა აჯანყებულთა მთავარ გამარჯვებად. დასავლური ცივილიზაციები აქტიურად უჭერდნენ მხარს ნაციონალურ საბჭოს, როგორც ლიბიელი ხალხის სურვილის გამომხატველს, ეცხოვრათ დიქტატორული რეჟიმისაგან თავისუფალ ქვეყანაში. 2011 წლის ივნისში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კადაფი, მისი შვილი და სიძე დამნაშავედ ცნო ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულის გამო.


“მითების დეტექტორის” ლაბორატორია

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლიბია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist