დეზინფორმაცია, თითქოს “ბავშვთა კოდექსი” ქართველ მამას არატოლერანტულად მიიჩნევს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ქართველისვილი
235
VIEWS

2019 წლის 21 მარტს ონლაინ გამოცემა ,,საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა ინტერვიუ რეჟისორ გურამ ქართველიშვილთან, სათაურით: ,,გურამ ქართველიშვილი: მთავრობას, რომელთანაც ყველა ქვეყნის აგენტი მუშაობს, გარდა ქართველისა, მთავრობა არ ჰქვია; შესაბამისად, არც ასეთი ქვეყანაა ქვეყანა.” ინტერვიუში ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსის მიზანი ოჯახების დანგრევაა. მისი თქმით, კოდექსის პროექტში წერია, რომ ქართველი მამა არ არის ტოლერანტი და შემწყნარებელი ქალიშვილის მიმართ.

გურამ ქართველიშვილი, ისტორიკოსი: ,,ეს კოდექსი (“ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი”) , რომელსაც სოფო კილაძე “ზნეობის გაღვიძებას” უწოდებს, არის ოჯახის დასანგრევად შექმნილი. კანონში წერია, რომ ქართველი მამა არ არის ტოლერანტული და შემწყნარებელი ქალიშვილის მიმართ.”

გურამ ქართველიშვილის განცხადება, თითქოს “ბავშვთა უფლებების კოდექსში”  არის ჩანაწერი, რომელიც ქართველ მამას არატოლერანტულად მოიხსენიებს, ტყუილია. კანონში “ქართველი მამის” თვისებები არსად არის ნახსენები. მსგავსი აზრი მოცემულია UNICEF-ის 2018 წლის კვლევაში, რომელიც იკვლევდა, თუ როგორ ესმით მოზარდთა მშობლებს/აღმზრდელებს მშობლობა. კვლევა მთლიანად ინტერვიუებსა და ფოკუს ჯგუფებს ეფუძნებოდა.

   1. კოდექსში არსად წერია, რომ “ქართველი მამა არ არის ტოლერანტი”

“ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსში” არც ქართველი და არც სხვა ეროვნების მამის თვისებების დახასიათებას არ ვხვდებით. კოდექსში არსად წერია, რომ ქართველი მამა არ არის ტოლერანტი და შემწყნარებელი.

"

    2. აზრი, რომ ქართველი მამა ტოლერანტული არ არის UNICEF-ის 2018 წლის კვლევაშია დაფიქსირებული, რომელიც მთლიანად ინტერვიუებსა და ფოკუს ჯგუფებს ეყრდნობა და ამ დოკუმენტს კოდექსთან კავშირი არ აქვს

საქართველოში მამებსა და ქალიშვილებს შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი ბავშვთა ფონდის მიერ(UNICEF- ის) 2018 წლის კვლევაშია ნახსენები, რომელიც მოზარდთა მშობლობის საკითხებს და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იკვლევს. კვლევის მეთოდოლოგია ჩაღრმავებულ ინტერვიუებსა და ფოკუს ჯგუფებს გულისხმობს, შესაბამისად კვლევის შედეგები მთლიანად კონკრეტული პირების მოსაზრებებს ეფუძნება.

ფოკუს ფგუფებში ჩატარებული დისკუსიებმა გამოავლინა, რომ ბიჭი შვილებისგან განსხვავებით, “მამები არ ავლენენ ტოლერანტ დამოკიდებულებას გოგონა შვილების მიმართ, ქორწინებამდე დაამყარონ სქესობრივი ან ინტიმური ურთიერთობები.“ კვლევაში აღნიშნულია, რომ “მოზარდი გოგონების მამები სექსუალობის საკითხებზე საუბარს საფრთხედ აღიქვამენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ასეთ თემებზე საუბარი გამოიწვევს და დააჩქარებს შვილის სურვილს და ინტერესს სექსის მიმართ, რაც საბოლოოდ პრობლემებს შეუქმნის ოჯახს.”

    3. “ბავშვთა უფლებების კოდექსის”  ერთ-ერთი მიზანი ოჯახის, როგორც ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი გარემოცვის დაცვა  და მხარდაჭერაა

კოდექსის პირველ თავში ერთ-ერთ მიზნად დასახელებულია :

“ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის და, განსაკუთრებით, ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი გარემოცვის დაცვას და მხარდაჭერა.”

გარდა ამისა, კოდექსის თანახმად ოჯახი განმარტებულია, როგორც “საზოგადოების ფუნდამენტური ჯგუფი და ბავშვის აღზრდის, კეთილდღეობის და დაცვის ბუნებრივი გარემო…”

კოდექსის 28-ე მუხლი კი ოჯახის მხარდამჭერ პროგრამებს ითვალისწინებს და სჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობად მიიჩნევს ოჯახის მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას და ოჯახისათვის დამხმარე სოციალურ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფას.

კოდექსის შესახებ ულტრანაციონალისტური ჯგუფები, პოლიტიკური ძალები და კრემლისტური მედია სხვადასხვა დეზინფორმაციას ავრცელებენ.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/dG69t4L_FVc.jpg?itok=b0mJYX1T”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=dG69t4L_FVc”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

“ბავშვის უფლებათა კოდექსის” გარშემო  გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებული მასალები:


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: UNICEF
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist